დავით გარეჯის საქმისთვის დაკავებული ივერი მელაშვილი თანამდებობიდანაც გაათავისუფლეს

ე.წ. კარტოგრაფების საქმისთვის დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩევა საპატიმროს დღესვე დატოვებენ. მოსამართლემ ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ივერი მელაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.  

როგორც მოსამართლე ლელა კალოჩენკომ სასამართლოზე განმარტა, თანამდებობა, რომელსაც ივერი მელაშვილი იკავებდა, პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

ასევე, ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩევას სახელმწიფო საზღვრის კვეთა საგამოძიებო უწყების ინფორმირების გარეშე აეკრძალათ.

შეგახსენებთ, რომ  ივერი მელაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

მსგავსი თემები