დონეცკში, საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

უკრაინიას საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით,  დონეცკის ოლქში, ჩასოვოი იარში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა.

მაშველების ინფორმაციით, ნანგრევებიდან 6 ადამიანი უკვე გამოიყვანეს. ამასთან, ნანგრევების ქვეშ მყოფი ორი ადამიანი კონტაქტურია და მაშველები მათ გამოყვანას ცდილობენ.

ამ დროისთვის, ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მსგავსი თემები