საქართველოში კიდევ ორი მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით 10:14 საათსა და 10:24 საათზე  საქართველოში  კიდევ ორი მიწისძვრა დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ, 3.2 და  3.1 მაგნიტუდა შეადგინა.

ეპიცენტრი ამ შემთხვევაში საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან იყო.

მსგავსი თემები