,,რომელ სულელს მოუვიდა თავში აზრად, რომ ჩვენს კოლეგებზე თავდასხმა “ქართულმა ოცნებამ” წაახალისა”- ირაკლი ზარქუა

,,ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი მიუღებელია.

,,მინდა გამოვეხმაურო ჩვენს კოლეგებზე თავდასხმის ფაქტს, რაც მიუღებელია. არ ვიცი, რომელ სულელს მოუვიდა თავში აზრად, რომ ჩვენს კოლეგებზე თავდასხმა “ქართულმა ოცნებამ” წაახალისა. რაც არ უნდა მიუღებელი იყოს მათი განცხადებები მოსახლეობისთვის, უმრავლესობისთვის თუ უმცირესობისთვის, ეს არ არის საფუძველი თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენო. ეს დასაგმობია და არ შეიძლება. მინდა ვთხოვო მოქალაქეებს, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ რადგან განსხვავებული აზრის პატივისცემა არის სწორედ დემოკრატია და ის ღირებულებები, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, განსხვავებით რეჟიმისგან, რაც 2012 წლამდე იყო”, – განაცხადა ზარქუამ.

თავდასხმა ხათუნა სამნიძეზე- დაკავებულია ორი პირი

მსგავსი თემები