,,ჩვენ არ შეგვიძლია, რომ პუტინს ვენდოთ”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, პუტინის სიტყვას არ ენდობა. აღნიშნული განცხადება კულებამ, მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ  უკრაინამ, რუსეთმა და თურქეთმა მარცვლეულით დატვირთული უკრაინული გემების ოდესიდან გასვლის წინასწარი სქემა შეათანხმეს.

„პუტინი ამბობს, რომ ის სავაჭრო გზებს ოდესაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს. ეს იგივე პუტინია, რომელმაც გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ჩვენს ქვეყანაში სრულმასშტაბიან შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე უთხრა, რომ უკრაინას თავს არ დაესხმებოდა. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ პუტინს ვენდოთ, მისი სიტყვები ცარიელია“, – წერს კულება „ტვიტერზე“.

მსგავსი თემები