თავდასხმა ხათუნა სამნიძეზე- დაკავებულია ორი პირი

რუსთაველის გამზირზე ,,რესპუბლიკური პარტიის” წევრებზე დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეს თავს დაესხნენ. აღნიშნულ საქმეზე  პოლიციამ 2 პირი დააკავა.

დეპუტატის განცხადებით, თავდამსხმელები კი მათ სამართალდამცავების თანდასწრებითაც ემუქრებოდნენ.

,,თავს დაგვესხნენ ფიზიკურადაც, იყო ხელის კვრაც, გინებაც, მოგვსდევდნენ, მე და დათო ბერძენიშვილს. ახლა პატრულმა დააკავა. მთავარი ფრაზა იყო „აქ მარტო ვერ გაივლით დაცვის გარეშე, ისეთ დღეში ჩაგაყენებთ. ვიღაც ორი ადამიანი იყო, ქაშუეთთან იდგნენ,“- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მსგავსი თემები