ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ,,ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება “და “ზნეობა” საპროტესტო აქციას მართავენ.
პოლიციამ ადგილზე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გურამ ფალავანდიშვილი დააკავა.
აქციის მონაწილეებს ევროკავშირის დროშა უნდა დაეწვათ, რასაც პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეების დაკავება მოჰყვა. აქციის მონაწილეები ,,ლგბტ” საზოგადოების მხარდამჭერი ელჩების საქართველოდან გაძევებას ითხოვენ.