,,55 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა”- რუსეთის ძალებმა ხარკოვის ოლქის გათავისუფლებული ქალაქი დაბომბეს

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა გათავისუფლებული ქალაქი, ვოვჩანსკი დაბომბეს.

სინეგუბოვის ცნობით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.

,,მტერი აგრძელებს ვოვჩანსკის მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას. სამწუხაროდ, ადამიანები იღუპებიან. დღეს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქალაქის სახანძრო-სამაშველო განყოფილების დაბომბვისას, მტრის ჭურვი სამოქალაქო მანქანას მოხვდა. მასში მყოფი 55 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა” – წერს სინეგუბოვი

მსგავსი თემები