“სიკვდილიანობა აუცილებლად მოიმატებს, რადგან შემთხვევები 5-ჯერ გაიზარდა”, – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუკი, „ომიკრონის“ შემთხვევები მოიმატებს, სიკვდილიანობაც გაიზრდება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი შტამი ნაკლებად მძიმე დაავადებებს იწვევს, ეს სიკვდილიანობას არ ამცირებს.

“დღევანდელი ვითარება პროგნოზირებადი იყო. გაორმაგდებოდა, გასამმაგდებოდა შემთვევების რაოდენობა, ასე მოხდა მთელ მსოფლიოში. ჩვენთან ჯერჯერობით ვირუსის გავრცელება ზომიერია, ვიდრე ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში, ზუსტად ასევეა სიკვდილიანობაც. 2-ჯერ და 3-ჯერ ნაკლებ სიკვდილიანობას იწვევს “ომიკრონი”, მაგრამ თუ შემთხვევები 5-ჯერ მეტი გვექნება, მაშინ ჯამური სიკვდილიანობა გაიზრდება,” – განაცხადა “რუსთავი2”-ის ეთერში თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები