აშშ-დან უკრაინაში უსაფრთხოების პაკეტის რამდენიმე ნაწილიდან პირველი უკვე ჩავიდა

ამერიკის საელჩოს განცხადებით, უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების პირველი ნაწილი ჩავიდა.

მათი ინფორმაციით, ტვირთი მოიცავს დაახლოებით 200 000 ფუნტ ლეტალურ იარაღს, საბრძოლო მასალის ჩათვლით.

“ეს დახმარება ადასტურებს, რომ აშშ უკრაინას მტკიცედ უჭერს მხარს. მიზანი უკრაინის თავდაცვის გაძლიერებაა, რუსული აგრესიის წინააღმდეგ. რეზიდენტ ბაიდენის მიერ უკრაინისთვის დამტკიცებული უსაფრთხოების პაკეტის რამდენიმე ნაწილიდან პირველი უკვე კიევშია”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

მსგავსი თემები