ცნობილია, წაიყვანს თუ არა შოთა არველაძე ხვიჩა კვარაცხელიას “ჰალ სიტიში”

უცხოური მედიის ინფორმაციით, შოთა არველაძე ძალიან მალე “ჰალ სიტის” ჩაიბარებს.

არველაძის ამბის გაგების შემდეგ გულშემატკივართა ერთი ნაწილი შოთას მოუწოდებდა “ჰალ სიტიში” ხვიჩა კვარაცხელია წაეყვანისაკენ, მაგრამ ამაზე სპეციალისტს მოკლე და პირდაპირი პასუხი აქვს.

“ეს ვერ მოხერხდება, რადგან “რუბინი” ხვიჩას 15-20 მილიონს აფასებს. ამ რაოდენობის თანხა კი ფიზიკურად არ იქნება”, – განაცხადა შოთამ.

შეგახსენებთ, რომ  თურქმა ბიზნესმენმა და შოთას მეგობარმა, აჯუნ ილიჯალიმ “ჰალ სიტი” ოფიციალურად უკვე იყიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ქართველს უახლოეს მომავალში დანიშნავს მთავარ მწვრთნელად და სატრანსფეროდ შოთას 15 მილიონს გამოუყოფს.

მსგავსი თემები