,,ასეთი რთული არასოდეს ყოფილა საქართველოს დატოვება” – ნიკა კვეკვესკირი პოლონეთში გაემგზავრა

ეროვნული ნაკრების წევრი ნიკა კვეკვესკირი პოლონეთში გაემგზავრა, სადაც თავის კლუბს, „ლეხ პოზნანს“ შეუერთდება. გამგზავრებამდე მან გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა. „ევროპის ჩემპიონატზეც ვგრძნობდით საქართველოდან წამოსულ პოზიტიურ ენერგიას. სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრ ვიდეოს ვხედავდით, რაც ენერგიით გვავსებდა ჩემპიონატის დროსაც, მაგრამ აქ რაც მოხდა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მე მგონი სრული სიგიჟე იყო, რაც ქართველმა გულშემატკივრებმა შეძლეს და კიდევ ერთხელ გაგვაოცეს ჩვენ, ფეხბურთელები და ალბათ მთელი საფეხბურთო ევროპა, იმიტომ, რომ ყველგან გავრცელდა ეს კადრები და ყველა შოკში იყო დადებითად, იმით თუ რამდენად უყვართ საქართველოში ფეხბურთი. რაც შეეხება წასვლას, ასეთი რთული არასოდეს ყოფილა…

მეტი...

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საყოველთაო არჩევნები დაიწყო

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საყოველთაო არჩევნები დაიწყო. ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის 650 ოლქში 40 000 საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა 22:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. დიდი ბრიტანეთის ვადამდელ არჩევნებში 4 515 კანდიდატი მონაწილეობს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად, 326 მანდატია საჭირო. უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, სავარაუდოდ, არჩევნებში ,,ლეიბორისტული პარტია” გაიმარჯვებს.

მეტი...

,,არ მინდა ასე მეგონოს, მაგრამ ცხადია, ეს ჩემ ანტიპუტინისტურ საქმიანობას უკავშირდება” – რუსი აქტივისტი

რუსი აქტივისტი ბორის ზოლოტარევსკი საქართველოში არ შემოუშვეს. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში სამ წელზე მეტია ცხოვრობს და ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობდა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლების დახმარებას, ასევე მისი ორგანიზაცია ეხმარება საქართველოში მყოფ უკრაინელ დევნილებს. ,,უკვე სამ წელზე მეტია რაც საქართველოში ვცხოვრობ, აქ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდე ჩამოვედი, რადგან ჩემ ქვეყანაში ნავალნის გუნდთან ერთად პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურ პოლიტიკას ვაწარმოებდი და მდევნიდნენ. თავიდან დარჩენის გეგმა არ მქონია, თუმცა იმდენად მომეწონა ამ შესანიშნავ ქვეყანაში, ამ ხალხთან ცხოვრება, რომ გეგმები შევიცვალე. ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვაპროტესტებდი ჩემი ქვეყნის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ბევრჯერ ვარ…

მეტი...

„გვაპატიე, თუ რამე შეგვეძლო და ვერ მივხვდით“ – მსოფლიო ჩემპიონს ემშვიდობებიან

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაცვლილი ნახეს. სოციალურ ქსელში, მეგობრები სპორტსმენს ემშვიდობებიან. „გვაპატიე, თუ რამე შეგვეძლო და ვერ მივხვდით”. „საკუთარ თავს რატომ არ შემოუძახე, ნუგო“. „ჩვენი გამარჯვების სიმბოლოდ ქცეული ნუგო წავიდა… დიდი სიხარულის მჩუქებელმა, ახლა დიდი ტკივილი დაგვიტოვა“. „რატომ ნუგო, როგორი ტკივილი მოგვაყენე, ჩემპიონო, ყველას ტკივილი ხარ… გასკდა გული“. „არადა, ოლიმპიურ მედალს იყო შეპირებული… უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, ნუგო“. „არ მინდა ამ რეალობაში ყოფნა, ჩემპიონო! ვიცოდი, ძლიერი იყავი, მაგრამ თუ ასეთი ძლიერი – არა… მშვიდობით, არა, ნახვამდის. მადლობა, რომ მთელი ცხოვრებით მეამაყები!… რატომ არ აგვირჩიე,…

მეტი...

სოფელ ვარციხეში ძაღლს ესროლეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, მიუსაფარი ძაღლი იარაღით დაჭრეს. მას უკვე გაუკეთდა ოპერაცია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ძაღლს საფანტი ჰქონდა მოხვედრილი. ცხოველთადამცველები ამბობენ, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა იმერეთში, როდესაც მიუსაფარ ცხოველებს ასე სასტიკად ექცევიან. ისინი კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვენ. არ გამორიცხავენ აქციების გამართვასაც. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, უკვე გამოიკითხა პირი, რომელმაც ძაღლს ესროლა და ის აცხადებს, რომ ცხოველი ბავშვის მიმართ აგრესიული იყო, რის გამოც იძულებული გახდა სანადირო თოფიდან გაესროლა.

მეტი...

„დედის გასვენების დღეს, მამას ინსულტი დაემართა და მალე დაეღუპა, მარტო დარჩა“ – გარდაცვლილ ჩემპიონს ემშვიდობებიან

გუშინ, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაცვლილი ნახეს. სოციალურ ქსელში, მეგობრები სპორტსმენს ემშვიდობებიან. „როგორ მტკივა გული, არ ვიცი, როგორ აგიხსნათ. ბევრი წელია, რამდენ შეჯიბრზეც კი ვიყავით ერთად, წონას რომ იკლებდა და საჭმელს ვერ ჭამდა, სტრესი ჰქონდა და სულ ჩემთან იჯდა ოთახში. ფრჩხილებს ისე იჭამდა, სულ ვეხუმრებოდი, ნუგო, მოდი ჩემი შეჭამე მეთქი. სულ ვგრძნობდი, სად მოიგებდა და სად ბრინჯაოს აიღებდა, წინასწარ ვეუბნებოდი ხოლმე, სულ ვამასხარავებდი. ოსლოშია ეს ფოტოები გადაღებული, როგორც კი თაიგული მისცეს, ეგრევე მომირბენინა. „ჩცდ-ში“ რომ ლუნა ქმარს დაჰკიოდა – ნუგოო, ეგრე ვეძახდი ხოლმე ტრიბუნიდან. ეს მაისურიც მე გავუკეთე,…

მეტი...

,,თუ ტრამპმა იცის როგორ უნდა დაასრულოს ეს ომი, დღესვე უნდა გვითხრას” – ზელენსკი

,,თუ ტრამპმა იცის როგორ უნდა დაასრულოს ეს ომი, დღესვე უნდა გვითხრას”, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებების კომენტირებისას. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ის ,,პოტენციურად მზად არის” შეხვდეს ტრამპს და მოისმინოს მისი წინადადებები, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტრამპის გუნდი ,,ვერ დაგეგმავს უკრაინელი ხალხის ცხოვრებას”. „ჩვენ გვინდა გავიგოთ, გვექნება თუ არა ნოემბერში, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ს ძლიერი მხარდაჭერა თუ სრულიად მარტო დავრჩებით“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი გახდება, ,,სწრაფად დაასრულებს ომს უკრაინაში”.

მეტი...

ფოთში, რიონთან ნაპოვნი ცხედარი ნინიკო გიორგაძეს ეკუთვნის

ფოთში, მდინარე რიონის მიერ გამორიყული ცხედარი ოჯახის წევრებმა ამოიცნეს. ის ერთი კვირის წინ დაკარგული ქუთაისელი, 20 წლის ნინიკო გიორგაძეა. ფოთში, მდინარე რიონთან, ახალგაზრდა ქალის ცხედარი გუშინ იპოვეს. ცხედარი ადგილობრივმა სანაპირო ზოლზე აღმოაჩინა და პოლიციაში დარეკა. ნინიკო გიორგაძეს 26 ივნისის საღამოდან ეძებდნენ.

მეტი...

,,სამიტზე უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტულ გზებს შესთავაზებენ” – დაგლას ჯონსი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, დაგლას ჯონსი ამბობს, რომ მომავალ კვირას, ვაშინგტონში ნატოს სამიტის დროს უკრაინას შესთავაზებენ ,,კონკრეტულ გზებს” ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალი წევრობის დასაჩქარებლად. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ საბოლოო დეკლარაცია დაადასტურებს, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი, მაგრამ კონკრეტული ფორმულირება ჯერ კიდევ შეთანხმებულია. ასევე, ალიანსი განიხილავს იმას, თუ როგორ დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიისგან დაცვაში ახლა, როგორ შეაჩეროს რუსეთი მომავალში და როგორ მოემზადოს ნატოს წევრობისთვის. ვაშინგტონში სამიტზე მიწვეულნი არიან 35 პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები. ეს ზედიზედ მესამე სამიტი იქნება, რომელშიც…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

,,საქართველო აფასებს თქვენს მრავალწლიან მხარდაჭერას ჩვენი დემოკრატიის, თავისუფლებისა და მშვიდობის გზაზე”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ,,ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს 4 ივლისს ვულოცავ! საქართველო აფასებს თქვენს მრავალწლიან მეგობრობას და მხარდაჭერას ჩვენი დემოკრატიის, თავისუფლებისა და მშვიდობის გზაზე, რომელიც სამართლიანობასა და ადამიანური ღირებულებების პატივისცემაზეა დაფუძნებული. დამოუკიდებლობის დღეს ამერიკელ ერს ვუსურვებთ, რომ მსოფლიოში თავისუფლებისმოყვარე ერებისთვის შთაგონებად დარჩეს”, – წერს პრეზიდენტი.

მეტი...

,,არასდროს დავუჭერთ მხარს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის კაპიტულაციას” – შოლცი

,,გერმანია არ დაუჭერს მხარს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უკრაინის კაპიტულაციას გამოიწვევს”, – ასე უპასუხა, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში, მემარცხენე პარტიის დეპუტატის, გესინ ლოცშის შეკითხვას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას შეეხებოდა. ,,ჩემი აზრით, ჩვენ არასოდეს უნდა დავუჭიროთ მხარი ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის კაპიტულაციას,” – განაცხადა შოლცმა. შოლცმა ,,უცნაური სამშვიდობო შეთავაზება” უწოდა პუტინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მან ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების პირობად დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან უკრაინის ჯარები გაყვანა დაასახელა. მეორე პირობად კი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა. ,,ეს აჩვენებს, როგორ ცინიკურად ფიქრობენ ისინი და რომ რუსეთის…

მეტი...

ინდოეთში, რელიგიურ ღონისძიებაზე მომხდარი ჭყლეტის გამო, სულ მცირე, 121 ადამიანი გარდაიცვალა

ჩრდილოეთ ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატის ჰატრას რაიონში გამართულ რელიგიურ ღონისძიებაზე, ხალხმრავლობით გამოწვეულ ჭყლეტას, სულ მცირე, 121 ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ცნობით, ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა 80 000-მდე იყო განსაზღვრული, თუმცა მიუხედავად ამისა, ღონისძიებას 250 000-მდე ადამიანი დაესწრო. დაღუპულთა შორის 112 ქალი და 7 ბავშვია, დაშავებულთა რაოდენობა კი 31-ს შეადგენს.

მეტი...

,,აშშ-ს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს” – დანიგანი

,,შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა. ,,ქართველ ხალხსაც დამოუკიდებლობისთვის და საერთო ოცნებისკენ სწრაფვის ხანგრძლივი ისტორია აქვს, – ოცნებისა, რომ ერთ დღეს მათი შვილები უფრო სრულყოფილ სამყაროში იცხოვრებენ. ას ექვსი წლის წინ ქართველი ხალხი გაერთიანდა ახალი დამოუკიდებელი ქვეყნის შესაქმნელად. იმ დანაპირებით, რომ საქართველოს ექნებოდა სუვერენული ძალაუფლება და უზრუნველყოფდა თავისი მოქალაქეების სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს. მაგრამ საქართველოს გზა, ისევე როგორც ამერიკის გზა, ადვილი არ ყოფილა. ამერიკელების მსგავსად, ქართველებსაც მუდმივი ძალისხმევის გაღება უწევდათ დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ…

მეტი...

,,ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე თავდასხმები უნდა შეწყდეს” – გროსი

,,უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმები უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე (ZNPP) უნდა შეწყდეს”, – ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ მას შემდეგ განაცხადა, რაც ელექტროსადგურზე დარტყმებისა და რვა თანამშრომლის დაშავების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. რუსეთის ბირთვული ორგანოს ხელმძღვანელმა, ალექსეი ლიხაჩოვმა, ამას „საჩვენებელი თავდასხმა” უწოდა.

მეტი...

შეუძლია თუ არა ჩინეთს ერთი ზარით მოაგვაროს უკრაინის კონფლიქტი?!

ფინეთის პრეზიდენტის  – ალექსანდრე სტუბის განცხადებთ,  რუსეთი ახლა ჩინეთზეა დამოკიდებული და  ჩინეთის ლიდერის ერთი სატელეფონო ზარი უკრაინის კრიზისს მოაგვარებს. აღნიშნულთან დაკავშრებით დასმულ კითხვას ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა უპასუხა და აღნიშნა, რომ  ჩინეთი არ არის უკრაინს კრიზისის შემქმნელი. „ჩინეთი და რუსეთი ორივე ძირითადი ქვეყანაა, რომლებიც დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებენ. ჩინეთი არ არის უკრაინის კრიზისის შემქმნელი ან მხარე. ჩვენ, როგორც ყოველთვის, დავდგებით მშვიდობისა და დიალოგის მხარეს, შევინარჩუნებთ კომუნიკაციას ყველა მხარესთან, მათ შორის რუსეთთან და ვითამაშებთ კონსტრუქციულ როლს კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების ხელშეწყობაში“ – აცხადებს ჩინეთის საგარეო უწყების პრეს-სპიკერი მაო ნინი.

მეტი...

სირიაში კონტრაბანდულ ხორბალთან დაკავშირებით ჩინეთი აშშ-ის პასუხისმგებობაზე საუბრობს

„შეერთებულმა შტატებმა გულმოდგინედ უნდა სცეს პატივი სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი უკანონო სამხედრო ოკუპაცია სირიაში“ – აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერი მაო ნინი. აღნიშნული განცხადება საგარეო უწყების წარმომადგენელმა კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც მას სირიაში  კონტრაბანდული ხორბლის გატარებასთან დაკავშირებით დაუსვეს. როგორც მაო ნინი აცხადებს  ოდესღაც ხორბლის ექსპორტიორი სირია საკუთარი მოსახლეობის დაახლოებით 55 პროცენტს სურსათის დაუცველობის წინაშე დგას. „ამაზე უდავოდ პასუხისმგებელია აშშ. აშშ ამბობს, რომ ის არის ტერორიზმთან საბრძოლველად, მაგრამ რეალობა ამბობს, რომ ის იქ არის ძარცვისთვის. აშშ აგრძელებს სხვა ქვეყნებში ადამიანების საარსებო და ცხოვრების უფლების დარღვევას.…

მეტი...

რაგბზე დასწრების მსურველთათვის, რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა რაგბზე დასწრების მსურველთათვის 4 და 5 ივლისს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორ რეისს ამატებს. განცხადებას რკინიგზა სოციალურ ქსელში ავრცელებს. დამატებულია რეისები: თბილისი-ბათუმი: გასვლა 08:40, ბათუმი-თბილისი: გასვლა: 00:01. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯის, ბათუმში, 5 ივლისს, 20:00 შეხვდება.

მეტი...

სი ძინპინი ყაზახეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს მართავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი ყაზახ კოლეგასთან –  კასიმ-ჯომარტ ტოკაევთან მოლაპარაკებებს მართავს. სი ძინპინი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იმყოფება. როგორც სი ძინპინმა აღნიშნა, ის დარწმუნებულა რომ პრეზიდენტ ტოკაევის ხელმძღვანელობით, ყაზახი ხალხი წარმატებას მიაღწევს და ქვეყანაც  ძლიერი იქნება. მან ჩინეთ-ყაზახეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა. „ჩინეთსა და ყაზახეთს შორის მეგობრული ურთიერთობები სათავეს იღებს უძველესი აბრეშუმის გზიდან, რომელიც გაძლიერდა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 32 წლიანი თანამშრომლობით. ამ ურთიერთობამ მიაღწია  ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს. ჩინეთსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობები განისაზღვრება ხანგრძლივი მეგობრობით, ურთიერთნდობის მაღალი ხარისხით და სიმდიდრისა და უბედურების გაზიარებით“ – აღნიშნა პრეზიდენტმა. სი ძინპინმა გაიმეორა, რომ როგორიც…

მეტი...

ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული სამხედრო მფრინავის ცხედარი გორში გადაასვენეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული სამხედრო მფრინავის ცხედარი მშობლიურ ქალაქ, გორში გადაასვენეს. კახა ზურაბაშვილის ცხედარი თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მშობლიურ სახლში სამხედრო პატივით დაასვენეს. კახა ზურაბაშვილი გამოცდილი მფრინავი იყო და ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა პილოტების გადამზადებას სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე. ის თავდაცვის ძალებში წლების განმავლობაში ირიცხებოდა, ასევე, 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანი იყო. სამხედრო მფრინავს გორში შაბათს დაკრძალავენ.

მეტი...

,,მადლობა ბაიდენს, კონგრესს და მთელ ამერიკელ ხალხს დღევანდელი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის” – ზელენსკი

,,მადლობა ბაიდენს, კონგრესს და მთელ ამერიკელ ხალხს დღევანდელი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის,” – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე და NATO-ს შეთანხმებას გამოეხმაურა, რომელიც უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს. ,,მადლობა ჯო ბაიდენს, ორპარტიულ კონგრესს და მთელ ამერიკელ ხალხს დღევანდელი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის. საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებები, არტილერია, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და სხვა კრიტიკული ელემენტები, ისევე როგორც პატრიოტის და NASAMS-ის რაკეტების დაფინანსება, ბრძოლის ველზე ჩვენს ჯარისკაცებს და შესაძლებლობებს გააძლიერებს. ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის შემდგომი დახმარება გააძლიერებს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს და საშუალებას მოგვცემს ეფექტურად გავუწიოთ წინააღმდეგობა რუსეთის აგრესიას და დავიცვათ ჩვენი ხალხი…

მეტი...

რუსი აქტივისტი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

რუსი აქტივისტი ბორის ზოლოტარევსკი ამბობს, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შემოუშვეს. როგორც მან აღნიშნა, სამი წელი ცხოვრობდა საქართველოში და ეს ქვეყანა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. ,,ოცჯერ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან ახლოს. ხალხს ხელი ჩამოვართვი, თვალებში ჩავხედე, ჩავეხუტე. რასაც ჩვენი ქვეყანა აკეთებს, საქართველოს 20%-ზე მეტის ოკუპაციით და მცოცავი ანექსიის ფარგლებში სულ უფრო მეტ მიწის ნაკვეთს მოკბეჩით, საშინელებაა. მე და ჩემი კოლეგები მაქსიმალურად ვცდილობდით და ვცდილობთ, როგორმე მაინც დავეხმაროთ ადგილობრივებს, ვისაუბროთ ოკუპაციაზე, წავიდეთ საპროტესტო აქციებზე. და ჩვენ გავაგრძელებთ ნებისმიერ შემთხვევაში. საქართველო და ქართველები უკვე სამუდამოდ არიან ჩემს გულში. მადლობა ყველაფრისთვის საქართველო. დიდი…

მეტი...

4 ივლისი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეა

4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა. 1776 წლის 4 ივლისს, ამერიკის 13 კოლონიის წარმომადგენლებმა დამოუკიდებლობის დეკლარაცია, სადაც დიდ ბრიტანეთთან კავშირების გაწყვეტის შესახებ გამოაცხადეს, ოფიციალურად მიიღეს. მანამდე კი, ერთი წლით ადრე დამოუკიდებლობისათვის ომი დაიწყო, რომელიც 1783 წელს, პარიზის ხელშეკრულებით დასრულდა. მას ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენიტეტის ფორმალური აღიარება მოჰყვა. დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთ-ერთი ავტორი, ერთ დროს მონათმფლობელი, თომას ჯეფერსონი იყო. შემდეგ ის ამერიკის მესამე პრეზიდენტი გახდა. ცნობილია, რომ ჯეფერსონი დოკუმენტის ერთადერთი მონათმფლობელი ავტორი არ ყოფილა. ასეთივე იყო ჯორჯ ვაშინგტონიც, რომელსაც ასამდე მონა ჰყავდა. მონობის აქტიური მოწინააღმდეგე იყო ჯონ ადამსიც, ამერიკის შეერთებული შტატების მეორე…

მეტი...

ისრაელი განიხილავს ,,ჰამასის” პასუხს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე

ისრაელის პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების ჯგუფმა მიიღო ,,ჰამასის” ბოლო წინადადება მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, კატარის, ეგვიპტისა და ამერიკელი შუამავლებისგან. შუამავლები აგრძელებენ მუშაობას შეთანხმებაზე, რომელმაც შეიძლება დაასრულოს თითქმის ცხრათვიანი ბრძოლა ღაზის სექტორში. Bloomberg-ის ცნობით, ,,ჰამასის” ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ პასუხი შეესაბამება “ჰამასის” ხანგრძლივ მოთხოვნებს ცეცხლის შეწყვეტის, ისრაელის ჯარების გაყვანისა და დევნილი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბრუნების შესახებ. ისრაელმა 27 მაისს წარადგინა თავისი წინადადება მძევლების გათავისუფლების შესახებ. 31 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ ისრაელის შეთავაზება თითქმის იდენტური იყო “ჰამასის” მიერ გაკეთებული წინა შეთავაზებისა. 11 ივნისს “ჰამასმა” წარმოადგინა თავისი…

მეტი...

აშშ უკრაინას 2,3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო უკრაინისთვის Patriot-ისა და NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის 2,2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების რაკეტების დამჭერებს შეისყიდის. გარდა ამისა, უკრაინა მიიღებს კიდევ 150 მილიონი დოლარის იარაღს, მათ შორის რაკეტებს HAWK-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის; საბრძოლო მასალას სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS) და სხვა. სამშაბათს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა პენტაგონში უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს უმასპინძლა. მათი შეხვედრის დაწყებამდე გამოსვლაში ოსტინმა თქვა, რომ აშშ მალე გამოაცხადებს 2.3 მილიარდი დოლარის უსაფრთხოების პაკეტს. შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ომის დაწყებიდან 53,6 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია უსაფრთხოების მიზნით.

მეტი...

სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულდა – თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლნისის რაიონში, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულდა. ტერიტორია დატოვეს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა. სამინისტრო ამბობს, რომ ამოღებულია მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია და გამოიკითხნენ მოწმეები. ,,საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მტკიცებულებების შესაგროვებლად შესაბამისი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში რამდენიმე ჰექტარ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით მოხდა შემთხვევის ადგილის დეტალური დათვალიერება. შედეგად, ნანახი და ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, გამოიკითხნენ…

მეტი...

“ჯო ბაიდენი კარგავს მხარდაჭერას დემოკრატი დეპუტატების მხრიდან” – “ბლუმბერგი”

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ათამდე დემოკრატმა, შესაძლოა, ხელი მოაწეროს წერილს, რომლითაც ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნას მოსთხოვენ. აღნიშნულთად დაკავშირებით,  ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ჯო ბაიდენი კარგავს მხარდაჭერას დემოკრატი დეპუტატების მხრიდან, რომლებიც შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ ბაიდენის კანდიდატურამ, შესაძლოა, ქვეყანა რესპუბლიკელების და ტრამპის გამარჯვებამდე მიიყვანოს.

მეტი...

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუმინეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუმინეთის ელჩი კრისტიან ისტრატე საგარეო უწყებაში დაიბარეს და შენიშვნა მისცეს, ხოლო რუმინეთის საელჩოს თანამშრომელს, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, რუსეთიდან გააძევებენ. რუსეთის საგარეო უწყების განმარტებით, ეს არის პასუხი რუმინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, ბუქარესტში რუსეთის საელჩოს თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ. ინფორმაციისთვის, მაისის ბოლოს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ბუქარესტში რუსეთის საელჩოს ერთ-ერთი დიპლომატი. რუმინეთში მაშინ განაცხადეს, რომ საელჩოს თანამშრომელი ეჭვმიტანილია საქმიანობაში, რომელიც ეწინააღმდეგება ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ.

მეტი...

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაიცვალა

27 წლის სპორტსმენი ნუგზარ (ნუგო) წურწუმია გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ცხედარი ხობში, საკუთარ სახლში იპოვეს. ნუგზარ წურწუმია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონია. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.

მეტი...

„ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ ქართველთან თანამშრომლობას”- აშშ-ის ელჩი საქართველოში

„ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ ქართველთან თანამშრომლობას, რათა მხარი დავუჭიროთ ღია და წარმატებულ საქართველოს, რომელსაც აქვს უნარი დაიცვას საკუთარი თავი. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს განათლების სისტემას და ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას“- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა. ელჩის განმარტებით, აშშ-სადა საქართველოს შორის პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის სარგებლის მონტანი იყო. „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა გასული 32 წლის განმავლობაში წარმოუდგენელი წარმატების ისტორიაა ორივე ქვეყნისთვის, სარგებლის მომტანი როგორც ამერიკელების, ასევე ქართველებისთვის. აშშ-თან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ათწლეულის განმავლობაში გაწეული შრომისა და პარტნიორობის შედეგად მიღწეული…

მეტი...

ფოთში მდინარე რიონმა ცხედარი გამორიყა

ფოთში, ნაბადის უბანში, მდინარე რიონმა ახალგაზრდა ქალის ცხედარი გამორიყა. ცხედარი ადგილობრივმა მცხოვრებმა ნახა და შესაბამის უწყებას აცნობა. ადგილზე იმყოფება პოლიცია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება . გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

“დიდი სიხარული და ოპტიმიზმი მოგვიტანა“- რობინ დანიგანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატში ისტორიული ასპარეზობა მიულოცა. ელჩის განცხადებით, ნაკრებმა ყველას სიხარული და ოპტიმიზმი მოუტანა. „მსურს ამ საღამოს ზეიმი დავიწყოთ იმით, რომ მივულოცო გუნდს, რომელმაც მთელს საქართველოს და ყველას, ვისაც საქართველო გვიყვარს, დიდი სიხარული და ოპტიმიზმი მოგვიტანა– ვულოცავ ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს და ყველა საქართველოს მოქალაქეს ევროპის ჩემპიონატში ისტორიულ ასპარეზობას!“- აღნიშნა ელჩმა.  

მეტი...

„ჩვენი სურვილია მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სთან“- კობახიძე

„მინდა მივულოცო ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს დამოუკიდებლობის დღე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დღე ჩვენთვის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შეერთებული შტატების დამოუკიდებობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისებაზე. მთავრობის მეთაურის განცხადებით, იყო რამდენიმე წელი, რამაც დააზიანა ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის და ქართული მხარის სურვილია, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. „მინდა მივულოცო ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს დამოუკიდებლობის დღე. ამერიკის შეერთებული შტატები ასრულბს უმნიშვნელოვანეს როლს მსოფლიო მასშტაბით, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშნელობა ენიჭება ამ დღეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დღე ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა…

მეტი...

„საქართველოს ევროპულ კურსთან დაკავშირებით სპეკულაციები ხელს შეუშლის ქვეყნის წინსვლას“- ბოჭორიშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბუქარესტში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) ყოველწლიურ სესიაში მიიღო მონაწილეობა.  სიტყვით გამოსვლისას ბოჭორიშვილმა რეგიონში უსაფრთხოების გართულებულ ვითარებაზე ისაუბრა და მონაწილეებს შეახსენა, რომ საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა კვლავ რუსული ოკუპაციაა. „უკვე ათწლეულებია ვსაუბრობთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვაზე და საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის აუცილებლობაზე, თუმცა, ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოების საკითხები და ასი ათასობით ქართველის იძულებით გადაადგილება კვლავ ჩვენ ყოველდღიურ წუხილად რჩება,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს შეუქცევად ევროპულ მისწრაფებებს და რეგიონში არსებულ რთულ პირობებში საერთაშორისო პარტნიორების…

მეტი...

“შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს“- რობინ დანიგანი

“შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს, ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ ქართველთან თანამშრომლობას, რათა მხარი დავუჭიროთ ღია და წარმატებულ საქართველოს” – ამის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რობინ დანიგანმა აღნიშნა, რომ თავისუფლებას დიდი ფასი აქვს. ელჩის განცხადებით, მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადამიანებს, ვისაც დემოკრატია აშინებს. „ამერიკული ოცნების არსი არის რწმენა იმისა, რომ თუ თავისუფალ საზოგადოებაში იცხოვრებ და იშრომებ და ძალისხმევას არ დაიშურებ, შეძლებ შენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას. ეს რწმენა და ოპტიმიზმი არის ამერიკული სულისკვეთების არსი.…

მეტი...

“ამ რეზოლუციაში მოხვდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები“- პრემიერი ეუთო-ს რეზოლუციაზე

„ამ რეზოლუციაში მოხვდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა”- ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეუთო-ს რეზოლუციას ეხებოდა. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ფაქტი არის ძალიან დასანანი და სამწუხარო. “ამ რეზოლუციაში მოხვდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები, რაც ძალიან დასანანია, ძალიან სამწუხაროა, თუმცა ეს არის არსებული მოცემულობა და ამის იქით არ მინდა სიღრმეში შევიდე“ –  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

„დახვედრა, რომელიც ჩვენს ფეხბურთელებს ქართველმა ხალხმა მოუწყო, იყო აბსოლუტურად დამსახურებული“- კობახიძე

„ჩვენმა ფეხბურთელებმა გვაჩუქეს განსაკუთრებული სიხარული და სიამაყის განცდა, რაც ასე ძალიან სჭირდებოდა ჩვენს ხალხს“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.  ირაკლი კობახიძის განმარტებით, გუშინ შედგა ნამდვილი ზეიმი და ამას თითოეული ფეხბურთელი იმსახურებდა. „ჩვენმა ფეხბურთელებმა გვაჩუქეს განსაკუთრებული სიხარული და სიამაყის განცდა, რაც ასე ძალიან სჭირდებოდა ჩვენს ხალხს. აქედან გამომდინარე, ის მასშტაბური დახვედრა, რომელიც მოვუწყვეთ ჩვენს ფეხბურთელებს, რომელიც ქართველმა ხალხმა მოუწყო მათ, იყო აბსოლუტურად დამსახურებული. თქვენ ნახეთ, რომ გუშინ შედგა ნამდვილი ზეიმი, რასაც იმსახურებდა თითოეული ფეხბურთელი“- აღნიშნა პრემიერმა.  

მეტი...