ფოთში მდინარე რიონმა ცხედარი გამორიყა 03.07.2024 მედიაცენტრი მთავარი ფოთში, ნაბადის უბანში, მდინარე რიონმა ახალგაზრდა ქალის ცხედარი გამორიყა. ცხედარი ადგილობრივმა მცხოვრებმა ნახა და შესაბამის უწყებას აცნობა. ადგილზე იმყოფება პოლიცია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება . გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.