დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საყოველთაო არჩევნები დაიწყო

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საყოველთაო არჩევნები დაიწყო. ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის 650 ოლქში 40 000 საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა 22:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

დიდი ბრიტანეთის ვადამდელ არჩევნებში 4 515 კანდიდატი მონაწილეობს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად, 326 მანდატია საჭირო.

უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, სავარაუდოდ, არჩევნებში ,,ლეიბორისტული პარტია” გაიმარჯვებს.

მსგავსი თემები