,,არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გაფუჭდეს” – კახა კალაძე

„არანირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები გაფუჭდეს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ის კანონები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, არც ანტიდასავლურია და არც საქართველოს ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება. „ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გადაედგას ანტიდასავლური, ანტოევროპული ან ანტიდემოკრატიული ნაბიჯი. რუსული კანონი არ არსებობს, ეს არის ტყუილი. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობაზე, რაც ძალიან კარგად იცით. ე.წ. რუსული კანონი, რასაც თქვენ ეძახით, არის თავსმოხვეული და საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს რუსულთან. ეს არის ქართული…

მეტი...

,,ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველანი არჩევნებზე მისვლისთვის, ხმებისთვის ბრძოლისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. მოქალაქეებს მიმართა მიხეილ სააკაშვილმა და თქვა, რომ ხელისუფლებას არჩევნები წაგებული აქვს და ხალხი უნდა მოემზადოს ხმების დაცვისთვის. ,,მათ უნდათ, ისე როგორც ვენესუელაში მოხდა გუშინ, შეიყვანონ მთელი ხალხი ბუტკაში, ოღონდ მინდა ვუთხრა ივანიშვილს, რომ მის ბუტკაში ქართველი ხალხი აღარ ეტევა, ძალიან ბევრია უკვე უკმაყოფილო და აზრზე მოსული. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველანი არჩევნებზე მისვლისთვის, არჩევნებზე დაკვირვებისთვის, ხმებისთვის ბრძოლისთვის”, – თქვა მიხელ სააკაშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებულ შედეგებს გამოაცხადებს. მან ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა და თქვა, რომ არც ერთ სხვა შედეგს არ მიიღებენ და…

მეტი...

,,თარგამაძემ რაღაც მოხაზა კეზერაშვილთან ერთად, მაგაზე მაკეთებინებთ კომენტარს?” – კახა კალაძე

„მოგებული გქონიათ არჩევნები და ეგ არი. რატომ სვამთ შეკითხვებს და რატომ ნერვიულობთ? მაგ სიმართლით იაროს ოპოზიციამ და ყველა რადიკალმა“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას „ედისონ რისერჩის“ უახლეს კვლევებთან დაკავშირებით. კახა კალაძე ეჭვს გამოთქვამს „ედისონ რისერჩის“ კვლევის იმ ნაწილთან დაკავშირებითაც, რომელშიც ასახალია გამოკითხულთა დამოკიდებულება სოციალური საკითხების მიმართ. მისი თქმით, 2012 წლიდან ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, თუმცა სიღარიბე რჩება, როგორც გამოწვევა. „თარგამაძემ რაღაც მოხაზა კეზერაშვილთან ერთად, მაგაზე მაკეთებინებთ კომენტარს? არ მჭირდება კეზერაშვილის და თარგამაძის ნაწერები. ყოველდღიურად ვხვდები ხალხს, ყოველდღიურად დავდივარ თბილისში, ასევე, პარტიული ღონისძიებებით მოვიარე მთელი საქართველო, ყველა რაიონსა…

მეტი...

2 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. დედაქალაქში – თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 31 ივლისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებს ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 ივლისის დღის ბოლოდან 1 აგვისტოს დილამდე დროგამოშვებით იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. 31 ივლისს შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 30 ივლისის დღის ბოლოდან 1 აგვისტოს დილამდე დროგამოშვებით იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29…

მეტი...

,,ერდოღანი სადამ ჰუსეინის გზას მიჰყვება, გაიხსენოს იქ როგორ დასრულდა” – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთს შეუძლია ისრაელში შევიდეს, რათა პალესტინელებს დაეხმაროს ოფიციალური ისრაელი გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაწერა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი სადამ ჰუსეინის გზას მიჰყვება. ,,ერდოღანი სადამ ჰუსეინის გზას მიჰყვება და ისრაელზე თავდასხმით იმუქრება. უბრალოდ გაიხსენოს რა მოხდა იქ და როგორ დასრულდა”, – დაწერა ისრაელ კაცმა X-ზე.

მეტი...

გამჭვირვალობის შესახებ კანონის გასაუქმებლად ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს

დღეს, 29 ივლისს, გამჭვირვალობის შესახებ კანონის გასაუქმებლად საკონსტიტუციო სასამართლოს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა მიმართეს. სარჩელს ხელს 38 დეპუტატი აწერს. ეს მესამე სარჩელია, რომელიც კანონის გასაუქმებლად საკონსტიტუციოში შევიდა, მანამდე სასამართლოს მიმართა პრეზიდენტმა და არასამთავრობო სექტორმა. როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, მოლოდინი არ აქვთ, რომ სასამართლო საქართველოს კონსტიტუციით იხელმძღვანელებს და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთას არ დაექვემდებარება, მაგრამ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ოპოზიციის სახელით, საზოგადოების სახელით ამ ბერკეტების გამოყენებითაც შეეწინააღმდეგონ გამჭვირვალობის კანონს. ,,ეს კანონი უნდა შეჩერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შეუქცევადი ზიანი მიადგეს ამ ქვეყანას. კანონის სრულფასოვანი ამოქმედება, სანქციების ამოქმედება იწყება 3 სექტემბრიდან, ამიტომ ვფიქრობთ,…

მეტი...

კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან 23 წლის გოგო გაიტაცეს

კახეთში, სოფელ კაბალიდან, დღეს დილით 23 წლის გოგო გაიტაცეს. ,,ოთხნი იყვნენ, მოცვივდნენ და გოგო მანქანაში ჩატენეს. გოგოც და მისი ბებიაც წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა ვერაფერს გახდნენ. გოგომაც და ბებიამაც სხეულის დაზიანებები მიიღეს. ვიცით იმ მანქანის მოდელი და ნომერი, რომლითაც გაიტაცეს. პოლიციასაც შევატყობინეთ, თუმცა ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს. ჩვენი ძალებით გავიგეთ ავტომობილის სავარაუდო სამყოფელი. პოლიციას ესეც ვუთხარით. ახლაც გამოკითხვაზე ვართ პოლიციაში”, – ამბობს გადაცებული გოგოს ბიძა ,,რადიო თავისუფლებასთან”. გატაცებულ ქალს პოლიცია ეძებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მეტი...

ოლენივკაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას თბილისში პატივი მიაგეს

ოლენივკას ტერაქტიდან, რომლის დროსაც იზოლატორის დაბომბვას 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი წელი გავიდა. აფეთქების შედეგად დაშავდა 70-ზე მეტი ადამიანი. თბილისში, პარლამენტთან დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აქცია გაიმართა. ადგილზე საქართველოში მცხოვრები უკრანელები და ქართველი სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. სოფელი ელენივკა პრორუსული ძალების კონტროლის ქვეშ იყო 2014 წლიდან, როდესაც ომი დაიწყო უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში. ,,რუსებს, მათთვის დამახასიათებელი ღალატით, არ აინტერესებთ ყველა ეს პუნქტი. ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის აპოგეა იყო 53 უიარაღო აზოველის სიკვდილით დასჯა ოლენოვკაში. ორი წლის წინ ძილში მოღალატეობით მოკლეს რუსების მიერ ორგანიზებულ ტერორისტულ თავდასხმაში კოლონიის ყაზარმებში”, – დაწერა…

მეტი...

გუდაურის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა

2022 წლის 29 ივლისს, გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა. მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ჯგუფი პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულების დასახმარებლად მიფრინავდნენ, რა დროსაც, ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. ყველა მათგანი ადგილზე დაიღუპა. მფრინავი ზაზა ლორია, მფრინავი დიმიტრი ქააძე, მფრინავი ლევან ჩოხელი, მფრინავი ანდრო ქუჯოშვილი, მაშველი კახა ტორჩინავა, მაშველი გიორგი მარგიანი, ექიმი ქეთევან გულაღაშვილი და ექიმი გიორგი ვენეცკი ის ადამიანები არიან, რომლებმაც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი გაწირეს. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამაშველო ოპერაციისას ტრაგიკულად დაღუპული 8 პირი სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა.

მეტი...

შავიზღვისპირა კურორტებზე საზოგადოებრივი კვების 10 ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო შავიზღვისპირა კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს. უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები, როტაციის პრინციპით, ტურისტებით დატვირთულ რეგიონებში – გურიასა და აჭარაში – ურეკში, შეკვეთილში, ბათუმში, ქობულეთში, გონიოში, კვარიათში, სარფსა და მაღალმთიან აჭარაში კაფე-ბარებს, რესტორნებს, სასტუმროების კვების ბლოკებს, საცხობებსა და სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი უკვე განხორციელდა 150-მდე ბიზნესოპერატორთან. მათივე ცნობით, ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა 10 ობიექტში, რის გამოც გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები – ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე. ,,შემოწმების დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სურსათის ვადებს, ეტიკეტირებას, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს,…

მეტი...

ქედაში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ,,ბათუმელები” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე სასწრაფოს ერთი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

,,ინტენსიურად წვიმდა. დღევანდელი მდგომარეობით, ხარაჩო საკურთხევლის აბსიდს აცილებულია” – რა ვითარებაა გელათში

,,ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი გელათში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: ,,ახლა დავბრუნდით გელათიდან. ინტენსიურად წვიმდა. დღევანდელი მდგომარეობით, ხარაჩო საკურთხევლის აბსიდს აცილებულია და მასზე მოწყობილი ტენტი აბსიდის გადახურვის ქვედა ნიშნულიდან დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლეზე გარკვეულ ფართობზეა მოწყობილი, კედელი არ აქვს, შესაბამისად, კრამიტის ფენილის მხოლოდ ნაწილობრივი დაფარვის საშუალებას იძლევა. კიდევ ერთხელ! ახლის მოწყობამდე, კრამიტის ფენილის ღია ცის ქვეშ მიტივება ფატალური შეცდომა იყო! როგორც არ მორჩეს კონსტრუქციის მოწყობა სრული გადახურვის ჩათვლით, ამ 26 დღიან ეპიზოდს ვერაფერი გამოასწორებს, რამდენიმე დღე უხვნალექიანი ამინდით გამოწვეული გაზრდილი რისკების გამო საკურთხევლის კონქის მოზაიკაზე! რაც იქ ახლაა…

მეტი...

საფრანგეთში 96 დეპარტამენტიდან 39-ში განგაშის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა

საფრანგეთში ექსტრემალური სიცხის პერიოდია. მეტეოროლოგები 40 გრადუს ცელსიუს ტემპერატურას ვარაუდობენ. 96 დეპარტამენტიდან 39-ში განგაშის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა. საფრანგეთის მეტეოროლოგიური სააგენტოს Météo France-ის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ დეპარტამენტებში ორშაბათს ტემპერატურა ჩრდილში 40 გრადუსამდე მოიმატებს. სააგენტო იყენებს ამინდის გამაფრთხილებელი სისტემის ოთხ დონეს, ნარინჯისფერი დონე მეორეა ადგილზეა უმაღლესი წითელი დონის შემდეგ. მიმდინარე კვირაში სიცხის ტალღა სამხრეთიდან საფრანგეთის ჩრდილოეთ რეგიონებში გავრცელდება და რამდენიმე დღე გაგრძელდება. Météo France მოსახლეობას ურჩევს დალიონ წყალი და დარჩნენ სახლში, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ხანდაზმულ ადამიანებს.

მეტი...

რუსეთის საზღვაო ძალების აღლუმზე არ იყო გემები, რომლებიც უკრაინამ დაზიანებულად, ან განადგურებულად გამოაცხადა – BBC

BBC-ის რუსულენოვანი ბიუროს ცნობით, რუსეთის საზღვაო ძალების დღისადმი მიძღვნილ მთავარ აღლუმზე, რომელიც სანკტ-პეტერბურგში გაიმართა, არ გამოჩენილა არც ერთი გემი, რომელიც უკრაინის არმიის სარდლობამ განადგურებულად, ან დაზიანებულად გამოაცხადა. საერთო ჯამში, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინელი სამხედროები ოკუპანტების 20-ზე მეტ გემს დაესხნენ თავს. რომელთაგან სულ მცირე შვიდი განადგურდა. 28 ივლისს, სანკტ პეტერბურგში გამართული საზღვაო აღლუმის ტრანსლირებისას, რუს მაყურებელს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მხოლოდ ორი ხომალდი აჩვენეს. საერთო ჯამში, მასში მონაწილეობა მიიღო ოცდახუთმა მცურავმა ხომალდმა. შედარებისთვის – 2021 წელს, საზღვაო ძალების აღლუმზე ზუსტად ორჯერ მეტი იყო. ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი…

მეტი...

,,ჩამოვაგდეთ რაკეტა და 10-დან 9 ,,შაჰიდი” – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსების მიერ ღამით გაშვებული ათი თავდასხმის დრონიდან 9 და კიდევ ერთი რაკეტა ჩამოაგდეს. უწყების თქმით, ჩამოგდებულია Kh-59/Kh-69 მართვადი რაკეტა. საჰაერო სამიზნეები განადგურდა დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და კიროვოგრადის ოლქებში.

მეტი...

ერდოღანი პალესტინელების მხარდასაჭერად ისრაელში შეჭრით დაიმუქრა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პალესტინელების მხარდასაჭერად ისრაელში შეჭრით დაიმუქრა. „ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ძლიერები, რათა ისრაელმა ვერ შეძლოს ამის გაკეთება პალესტინის მიმართ“, – ამბობს ერდოღანი ღაზაში ჰამასის წინააღმდეგ ომზე. „როგორც ჩვენ შევედით მთიან ყარაბაღში, ისევე როგორც შევედით ლიბიაში, შეიძლება იგივენაირად მოვექცეთ მათ. არაფერია რაც ჩვენ არ შეგვიძლია. ჩვენ მხოლოდ ძლიერები უნდა ვიყოთ”, – აღნიშნა ერდოღანმა.

მეტი...

თურქეთის რამდენიმე პროვინციაში ტყის ხანძრებს ებრძვიან – ევაკუირებულია მოსახლეობა

თურქეთის რამდენიმე პროვინციაში ტყის ხანძრებს ებრძვიან. სტიქია ანტალიის, იზმირის და გაზიანთეპის პროვინციაში მძვინვარებს. ხანძრის ქრობაში 8 თვითმფრინავი, 6 შვეულმფრენი და 22 სახანძრო მანქანა მონაწილეობს. თურქეთის სამხრეთით ხანძარი 20 ჰექტარზეა მოდებული. საჭირო გახდა ადგილობრივების ევაკუაცია. საერთო ჯამში ხანძარმა 80 ჰექტარი ტყე გაანადგურა.

მეტი...