რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრის მანქანა აფეთქდა

მოსკოვში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრის, ანდრეი ტორგაშევის მანქანა აფეთქდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეოობა მძიმეა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ოფიცერის ცოლიც. ინფორმაციას რუსული გამოცემა „კომერსანტი“ავრცელებს. გამოძიება უკრაინული სპეცსამსახურების ქმედებებთან დაკავშირებულ ვერსიაზე მუშაობს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აფეთქება მძღოლის სავარძლის ქვეშ განთავსებული დაუდგენელი მოწყობილობის დეტონაციის შედეგად მოხდა.  

მეტი...

„შეხვედრები ბუფეტშიც მქონდა, გარეთაც და შიგნითაც“- პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტზე, 20-ამდე პოლიტიკურ ლიდერს შეხვდა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ იყო ეს შეხვედრები გასაჯაროებული, პრემიერმა უპასუხა, რომ ევროპელ ლიდერებს ე.წ ბუფეტშიც ესაუბრა. „მქონდა იმის საშუალება, რომ [ევროპის პოლიტიკური გაერთიანებების მეოთხე სამიტზე] 20-მდე პოლიტიკურ ლიდერს გავსაუბრებოდი, საკმაოდ ხანგრძლივად, ამ სამიტის ფარგლებში. როცა საუბარია მაია სანდუს შეხვედრაზე, ეს შეხვედრები გაიმართა ე.წ. ბუფეტში, სადაც სხდებოდნენ პოლიტიკოსები და საუბრობდნენ. მე „ბუფეტშიც“ მქონდა შეხვედრა, გარეთაც და შიგნითაც. ყველგან მქონდა ეს შეხვედრები. შემიძლია ჩამოვთვალო ის პირები, ვისაც შევხვდი, მათ შორის, ჯოზეფ ბორელი, მასთან მქონდა საინტერესო საუბარი. მოვისმინე…

მეტი...

„პოლარიზაცია ტყვიებს არ ისვრის, ტყვიებს ისვრიან „ქილერები“ – ირაკლი კობახიძე

„[ტერორისტული აქტების მომზადება საქართველოში] გასაკვირი არც ის არის. გამოძიების თანახმად, ამ ყველაფერში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების როლი იკვეთება, იმ ადამიანების, რომლებიც დღეს ფიზიკურად უკრაინაში იმყოფებიან“, – აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც სუს-ის ინფორმაციას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერორიზმის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს. კობახიძის განცხადებით, საფრთხეები არსებობს და გამოძიება, რომელიც დაწყებულია, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს საფრთხეები საქართველოშიც აქტუალურია. „რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია, რომელიც სუს-მა გაავრცელა, არის უაღრესად შემაშფოთებელი, საქმე ეხება ტერორისტულ აქტს. თქვენ იცით, რომ ადვოკატები დღეების განმავლობაში მალავდნენ ინფორმაციას,…

მეტი...

“ველოდებით, უკრაინაში ომი მაქსიმუმ 1 წელში დასრულდება“ – პრემიერი

ირაკლი კობახიძე  ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ „დემოკრატების“ გამარჯვების შემთხვევაში, ბევრი რამ შეიცვლება, მათ შორის, უკრაინაში ომიც დასრულდება. „ველოდებით, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში დასრულდება ომი უკრაინაში. თუ „რესპუბლიკელები“ გაიმარჯვებენ. უკვე იანვარშიც შეიძლება ომი დასრულდეს. როგორც კი ომი დასრულდება, მაშინვე შეიცვლება მიდგომები საქართველოს მიმართ“ – აცხადებს პრემიერი.

მეტი...

პრემიერი აშშ-ის მხრიდან თავდასხმების შეწყვეტას ითხოვს

„იმედი გვაქვს, შეწყდება თავდასხმები საქართველოს მიმართ“ – აცხადებს საქართველოს პრემიერი ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით და  შემდგომ ურთიერთობებზე საუბრობს. „ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ველოდებით პრაგმატულ, სამართლიან და სწორ ნაბიჯებს საქართველოს მიმართ. იმედი გვაქვს, შეწყდება თავდასხმები საქართველოს მიმართ.  ეს შედის თანაბრად საქართველოს და შტატების ინტერესებში. თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, ასეთ შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება ურთიერთობებში გარდატეხა. მან შორის, მნიშვნელოვანია, იმ გაუგონარი აქტების უკან გახმობა, რომელიც მიიღო ამერიკის ხელისუფება, იგივე სავიზო შეზღუდვების სახით და ასე შემდეგ“ – აცხადებს პრემიერი. მისივე შეფასებითმ ურთიერთობების გადატვირთვისთვის საჭიროა სამართლიანობა.  

მეტი...

„ოღონდ 2-3% დაემატოს და კოლექტიური ნაცმოძრაობა მზადაა გახდეს „პრორუსული“ – კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის გაერთიანებას წარუმატებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ყველა ერთად არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. „ოღონდ 2-3% დაემატოს და კოლექტიური ნაცმოძრაობა მზადაა გახდეს „პრორუსული“. გახსოვთ, რა მომენტში გამოგვაცხადეს ჩვენ „პრორუსულ“ ძალად.  ამ შეფასების საგანი გახდა ჩვენი 2 გადაწყვეტილება, ერთი ის, რომ სანქციები არ დავუწესეთ  რუსეთის ფედერაციას და მეორე – მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში არ გავგზავნეთ მოხალისე მებრძოლები. მოგვიანებით, უკრაინამ ამ 2 მიზეზით გაიწვია ელჩი საქართველოდან. მაშინ არავის უთქვამს, რომ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო უკანონო.  აქედან გამომდინარე, მათი სიყალბე ვერ იქნება წარმატებული“ – აცხადებს პრემიერი.  

მეტი...

“ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეტენზია, ყოფილიყო წარდგენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, შეიტანა სარჩელი”- კობახიძე

„ლოგიკურია, რომ კონკრეტულმა ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ თავად უნდა ყოფილიყო წარდგენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, შეიტანა სარჩელი. დანარჩენი არის სამართლებრივი საკითხი, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩავერევით ამ დავის განხილვაში“, – აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა. პრემიერმა ასევე განმარტა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, კონკურსი უამრავი დარღვევით წარიმართა. „რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, აქ ორმაგ სტანდარტზეც მინდა ყურადღება გავამახვილო – თქვენ გახსოვთ, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ ექსკლუზიური კონსტიტუციური უფლებამოსილებები უნდა დარჩეს ექსკლუზიურ კონსტიტუციურ უფლებამოსილებებად, თუმცა პარლამენტთან…

მეტი...

„რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის“ – პრემიერი არჩევნებზე

„26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი. ეს იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის, ლიბერალურ ფაშიზმსა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, საქართველოს ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ, ევროპულ მომავალს შორის“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე. პრემიერის შეფასებით, ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს აირჩევს. „დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით კიდევ ერთხელ, უკვე მეცხრედ გაიმარჯვებს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი, რომლის მიღწევა მხოლოდ ღირსეული პოლიტიკით, მშვიდობის შენარჩუნებით და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებით არის შესაძლებელი“ – აღნიშნა მან.

მეტი...

„ქართული ოცნები“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ – პრემიერი ოპოზიციაზე

„იმ პირობებში, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ანუ ყველა მათი პარტია ერთად 30 პროცენტსაც ვერ აგროვებს, ისინი ორმაგად არიან მოტივირებული, რომ მოაწყონ პროვოკაციები ლიბერალური ფაშიზმის ტექნოლოგიების გამოყენებით, ისინი შეეცდებიან შექმნან აგრესიული საარჩევნო გარემო. თუმცა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში“ – აცხადებს პრემიერი. მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებს ფართოდ დააკვირდებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, მათ  უკვე გაეგზავნათ შესაბამისი ოფიციალური მოწვევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. „პირველად ისტორიაში, ამომრჩეველთა 90 პროცენტზე მეტი რეგისტრაციას გაივლის და ხმას მისცემს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ასევე, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით დაითვლება არჩევნების შედეგები. შესაბამისად, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ხარვეზები საარჩევნო…

მეტი...

„ვინმე ანანია, რომელმაც როგორც გავიგე, პრეზერვატივებზე ქართველი წმინდანების გამოსახვით „გაითქვა“ სახელი“ – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ჟურნალისტებთან საარჩევნო გარემოსა და არჩევნებისთვის მზადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროვოკაციები იყო და იქნება კიდეც. „დღემდე საარჩევნო პროცესი წარიმართება არსებითად მშვიდ ვითარებაში, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლიბერალურ-ფაშისტურ თავდასხმას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე. მე შეგახსენებთ, რომ მაგალითად, ასეთი თავდასხმა განხორციელდა პარლამენტარ ბექა ოდიშარიაზე. ნაცმოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი იყო, ვინმე პაპაშვილი, ასევე, ჯანდაცვის მინისტრს მაგალითად თავს დაესხა ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ენჯეოს წარმომადგენელი, ვინმე ჩხობაძე, პარლამენტარ დაჩი ბერაიას თავს დაესხა ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი აქტიური მიმდევარი, ვინმე ანანია, რომელმაც როგორც გავიგე, პრეზერვატივებზე ქართველი წმინდანების გამოსახვით „გაითქვა“ სახელი“ – აღნიშნა პრემიერმა. მისივე შეფასებით, ლიბერალური ფაშიზმის…

მეტი...

„არჩევნების გაყალბების პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა“ – ირაკლი კობახიძე

„ჩვენ გავხსენით უკვე საარჩევნო კამპანია და აქტიურად ვემზადებით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი საარჩევნო პოზიციები. მინდა შეგახსენოთ, რომ დღევანდელი მოცემულობით, „ქართულ ოცნების“ მხარდაჭერა არის  დაახლოებით 60 პროცენტი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გარემოება არ გვაძლევს ჩვენ მოდუნების საშუალებას და უფლებას“ – ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ მედიასთან გააკეთა. როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს,   არჩევნების გაყალბების პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა. „ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მაღალი შედეგი მივიღოთ, ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ლეგიტიმაცია იმისათვის, რომ ერთი, უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება და მეორე, საბოლოოდ გვინდა დავამარცხოთ ლიბერალური ფაშიზმი  საქართველოში და სწორედ…

მეტი...

„პროვოკაციები გაგრძელდება“- ირაკლი კობახიძე

„გვაქვს მოლოდინი, რომ პროვოკაციები გაგრძელდება მომავალშიც“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ამ წუთებში ბრიფინგს „ქართული ოცნების“ ოფისში მართავს. პრემიერი ამბობს, რომ პროვოკაციებთან დაკავშირებით მოლოდინი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე აქვს. მისივე განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობა” შეეცდება შექმნას აგრესიული საარჩევნო გარემო. „პროვოკაციები გაგრძელდება მომავალშიც, იმ პირობებში, რომ კოლექტიური “ნაცმოძრაობა” და მათი პარტია 30% ვერ აგროვებს. ორმაგად არიან მოტივირებული, რომ მოაწყონ პროვოკაციები ლიბერალური ფაშიზმის ტექნოლოგიების გამოყენებით. ისინი შეეცდებიან შექმნან აგრესიული საარჩევნო გარემო”- განაცხადა პრემიერმა.  

მეტი...

სუს-ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს”, – აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. სუს-ის ცნობით, ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. მათივე განმარტებით, საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარება. „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას…

მეტი...

„ქართული ოცნების მხარდაჭერა დაახლოებით 60%-ია“ – ირაკლი კობახიძე

„გავხსენით საარჩევნო კამპანია, საბოლოდ გვინდა დავამარცხოთ ლობელარული ფაშიზმი. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა დაახოებით 60%-ია“ – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ წუთებში ბრიფინგს მართავს.

მეტი...

მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით თელ ავივში აქცია გაიმართა

ღაზაში მყოფი მძევლების ოჯახის წევრებმა თელ ავივში აქცია გამართეს. ისინი მძევლების გათავისუფლებას ითხოვენ. მომიტინგეები მსვლელობისას სკანდირებდნენ და სთხოვდნენ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, შეერთებული შტატების კონგრესში დღეს დაგეგმილ მის სიტყვით გამოსვლაში მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების შესახებ განაცხადოს. ბენიამინ ნეთანიაჰუს შეერთებულ შტატებში ვიზიტის პარალელურად, ისრაელში რამდენიმე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. კონგრესში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება.  

მეტი...

მექსიკაში ტეკილას საწარმო აფეთქდა-არის მსხვერპლი

მექსიკაში, ტეკილას საწარმოში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ხალისკოს შტატის სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი, ვიქტორ ჰიუგო როლდანი ავრცელებს. როლდანის ცნობით, აფეთქება ქალაქ ტეკილაში, „ხოსე კუერვოს“ საწარმოს 500 000 ლიტრიან ავზში მოხდა. კომპანიამ გარდაცვლილი თანამშრომლების რაოდენობა დაადასტურა და აღნიშნა, რომ აფეთქების შედეგად კიდევ რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა.  

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტები”- სუს-ის განცხადება

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიძშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს“ – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. სუს-ის ცნობით, ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით…

მეტი...

„ეს ხელს არ უწყობს მშვიდობას“ – ჩინეთი პენტაგონს პასუხობს

პენტაგონმა გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც არის გაფრთხილება არქტიკის რეგიონთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარია, რომ შეინიშნება მზარდი თანამშრომლობა ჩინეთთან და რუსეთთან ვაჭრობისა და სამხედრო სფეროებში. აღნიშნულ მოხსენებას, ჩინეთში უპასუხეს და განაცხადებს, რომ ჩინეთი დაინტერესებულია არტიკასთან თანამშრომლობით. „ჩინეთი დაინტერესებული მხარეა არქტიკის საქმეებში და ყოველთვის მიჰყვება პატივისცემის, თანამშრომლობას, მომგებიან ურთიერთიბებს, მდგრადობას და თანამშრომობას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ყოველთვის ერთგული ვართ არქტიკის მშვიდობის, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის. შეერთებულმა შტატებმა არასწორად წარმოადგინა ჩინეთის არქტიკული პოლიტიკა და თითი დაუქნია ჩინეთის ნორმალურ საქმიანობას არქტიკაში, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით. ეს ხელს არ უწყობს მშვიდობას, სტაბილურობას და თანამშრომლობას არქტიკაში.…

მეტი...

ირაკლი კობახიძე ბრიფინგს მართავს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბრიგინგი ჩანიშნა. ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერის ბრიფინგი 11:00 საათზე გაიმართება.  

მეტი...

“ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო” მორიგ საქველმოქმედო აქციას ზუგდიდში ჩაატარებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, “ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო”, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, 27-28 ივლისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისადა მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს და საჭიროების შემთხვევაში, მინი-ოპერაციებს ჩაატარებს. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან; მისამართი: ზუგდიდი, კ. გამსახურდიას ქ. I შესახვევი N 2; სამედიცინო ცენტრი შპს. დიომედი- აფხაზეთი.

მეტი...

დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება

დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შოროს შეხვედრა პარასკევს,  ფლორიდაში არის დაგეგმილი. „მოუთმენლად ველი, ბიბი ნეთანიაჰუს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში მიღებას“ – წერს დონალდ ტრამპი. შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში იმყოფება და ოთხშაბათს აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვა.  

მეტი...

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

“სიცრუეა ტელევიზიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვას არ გასცემს”- ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. სააგენტოში აცხადებენ, რომ  მაქსიმალურად უწყობს ხელს არქეოლოგიის განვითარებას და ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც მხოლოდ 2023-2024 წელს გაცემული 90-ზე მეტი ნებართვა არქეოლოგიური სამუშაოების ჩასატარებლად. „ასევე, აღვნიშნავთ, რომ სააგენტოში წარმოდგენილი არქეოლოგიური კვლევის ნებართვის მისაღებად საჭირო სრულყოფილი დოკუმენტაცია არასდროს რჩება რეაგირების გარეშე და თუ მოთხოვნა მართლზომიერია, ნებართვა ყოველთვის გაიცემა. ინფორმაციისთვის: დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელზეც არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება სურს მოქალაქე გიორგი ბიძინაშვილს, სახელმწიფომ სარგებლობის…

მეტი...

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს – არის მსხვერპლი

უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე და ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით წერს, რომ რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი. ამავე ცნობით, რუსებმა ხარკოვის ერთ-ერთი რაიონის ინდუსტრიულ ზონას S-300 რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ოლეგ სინეგუბოვის გაცხადებით, რუსების მიერ დილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი საგანგებო სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ.        

მეტი...

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმა გააფუჭა საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან”- თომას კინი

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმა გააფუჭა საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან. საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ათწლეულების მანძილზე მძიმე ბრძოლის შედეგად მიღწეულ წინსვლას“– ამის შესახებ კონგრესმენმა თომას კინმა განაცხადა. თომას კინის განმარტებით, „ოქტომბერში საქართველოშიც და მოლდოვაშიც არის ადგილი იმედისთვის და სჯერა, ორივე ქვეყნის მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა მოწადინებულია აშშ-თან უფრო მჭიდრო პარტნიორობისთვის და არ სურთ, თავიანთი ქვეყნები კიდევ ერთხელ დაემორჩილონ კრემლის ნებას“. „შობის დღეს, თითქმის 33 წლის წინ, საბჭოთა კავშირმა, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ, არსებობა შეწყვიტა. დაეცა რკინის ფარდა და მასთან ერთად მილიონობით ადამიანი გათავისუფლდა საბჭოთა ჩაგვრისგან. ორი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის 15 რესპუბლიკა…

მეტი...

“თქვენი ქმედებები პასუხის გარეშე არ დარჩება” – კონგრესმენი “ქართულ ოცნებას”

“სამწუხაროდ, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ვალდებულებების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის მიუხედავად,  „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია ქვეყნის ევროატლანტიკურ გზას”- ამის შესახებ კონგრესმენმა ბილ კიტინგმა განაცხადა აშშ-ის კონგრესში, საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე. ბილ კიტინგის განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო „უცხოელი აგენტის“ შესახებ კანონი, რათა ებრძოლოს სამოქალაქო საზოგადოებას და გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანაში. კიტინგი ამბობს,რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედება უპასუხოდ არ დარჩენილა და არც დარჩება. „შავი ზღვა არის კრიტიკული მნიშვნელობის რეგიონი შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისთვის და მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ სიღრმისეულად განვიხილავთ სიტუაციას საქართველოსა და მოლდოვის მომავალ არჩევნებამდე, რომლებიც ორივე ქვეყანაში…

მეტი...