ირაკლი კობახიძე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ „დემოკრატების“ გამარჯვების შემთხვევაში, ბევრი რამ შეიცვლება, მათ შორის, უკრაინაში ომიც დასრულდება.
„ველოდებით, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში დასრულდება ომი უკრაინაში. თუ „რესპუბლიკელები“ გაიმარჯვებენ. უკვე იანვარშიც შეიძლება ომი დასრულდეს. როგორც კი ომი დასრულდება, მაშინვე შეიცვლება მიდგომები საქართველოს მიმართ“ – აცხადებს პრემიერი.