„არსებობს არქივი, რომელიც უტყუარად მიუთითებს იმაზე, რომ არსებობდა პირდაპირი აგიტაცია“ -კობახიძე

„ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში, ქართული ოცნების ხელისუფლება ორი საბაბით გამოაცხადეს პრორუსულ ხელისუფლებად – პირველი იყო სანქციების არდაწესება და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების არგაგზავნა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. „გარდა ჩვენი განცხადებებისა, არსებობს საჯარო წყაროებში კვლავაც მოძიებადი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რას აკეთებდნენ რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები ომის დაწყების უახლოესი დღეებიდან. ეს ხომ საჯარო ინფორმაციაა. დღეს რომ გამოდიან და საუბრობენ იმაზე, რომ აღარ უჭერენ მხარს სანქციებს, მებრძოლ მოხალისეებზე ჯერ არ გაუკეთებიათ განცხადება, ვინ იყო, ვინც ამის გამო პრორუსულ ხელისუფლებად გამოგვაცხადა? ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, პრაქტიკულად მეორე დღესვე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გამოაცხადეს პრორუსულ,…

მეტი...

„2012 წლიდან წარსულს ჩავაბარეთ არჩევნების გაყალბების პრაქტიკა“ -კობახიძე

„ჩვენ 2012 წლიდან ჩავაბარეთ წარსულს არჩევნების გაყალბების პრაქტიკა, მას შემდეგ ქვეყანაში ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ასეთი არჩევნები ჩატარდება წელსაც“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბევრი რამ გაკეთდა, რათა მაქსიმალურად დახვეწილიყო საარჩევნო პროცესი და 2024 წლის არჩევნებისთვის შემოღებული ელექტრონული ტექნოლოგიები, აბსოლუტურად გამორიცხავს მანიპულაციებს. „ამომრჩევლები რეგისტრაციას გაივლიან ელექტრონული წესით, ხმას მიცემენ ელექტრონული წესით, ხმები დაითვლება ელექტრონული წესით, რეალურად ყოველგვარი მანიპულაცია გამორიცხულია. ასეთ პირობებში  მგონი ერთადერთი ჩვენ ვართ ალბათ. ნახეთ უკრაინაში საერთოდ აღარ ტარდება არჩევნები. რაც შეეხება მოლდოვას, მოლდოვაში კრძალავენ პოლიტიკურ პარტიებს, ათამდე სატელევიზიო მედიასაშუალება დახურეს ამ პერიოდის განმავლობაში…

მეტი...

„არ შეიძლება, ქართველ ხალხს უთხრა უარი მოლაპარაკებების გახსნაზე“ – კობახიძე

“თუ  დავიჭერთ ღირსეულ პოზიციას, ქართველ ხალხთან ერთად, მივიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის იმ შედეგს, რომელიც გვინდა რომ მივიღოთ, ეს არის მოლაპარაკებების გახსნა”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქართველ ხალხს არ შეიძლება, უთხრა უარი მოლაპარაკებების გახსნაზე. „ზუსტად ისევე დალაგდება ყველაფერი, როგორც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში. მაშინაც იყო უამრავი უსამართლობა, ძალიან უხეში განცხადებები.  შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა 3  სხვადასხვა უსამართლო რეზოლუცია დაამტკიცა, საუბარი იყო კრიმინალების, დამნაშავეების გათავისუფლებაზე და ბიძინა ივანიშვილის დასჯაზე. 400-ზე მეტი ხმით დამტკიცდა ერთ-ერთი რეზოლუცია. იქაც იყო არანაკლები უსამართლობა, ამაზე ნაკლები არაფერი ხდებოდა, რაც მოვისმინეთ გუშინ კონგრესში…

მეტი...

“არის მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ჩინეთში ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კულებას მიერ გამართული შეხვედრების შედეგად, ოფიციალური პეკინის მხრიდან არის სიგნალი, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და რომ ის რუსეთს შეიარაღებას არ მიაწვდის. “უკრაინელი ოფიციალური პირის ვიზიტი ამ დონეზე, პირველი შემთხვევაა მრავალი წლის განმავლობაში. და ეს კარგია. არის მკაფიო სიგნალი იმისა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მან [კულებამ] ასევე დაადასტურა ის, რაც მითხრა ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა – რომ ჩინეთი არ მიაწვდის რუსეთს იარაღს, ველოდები მინისტრის დეტალურ ანგარიშს უკრაინაში დაბრუნების შემდეგ“, – აღნიშნა…

მეტი...

ოჯახის წევრები 77 წლის დოდო ყიფშიძეს ეძებენ

ჭიათურაში 77 წლის ქალს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, დოდო ყიფშიძე-საცერაძე 15 ივლისს, 11:00 საათზე გავიდა სახლიდან და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია. დოდო ყიფშიძის ოჯახის წევრები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ნებისმიერი სახის ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდნენ შემდეგ ნომრებზე: 593-91-92-02; 599-30-53-16;

მეტი...

“კამალა ჰარისს შეუძლია დონალდ ტრამპს არჩევნებში მოუგოს” – შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი კომპეტენტური და გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელსაც შეუძლია, დონალდ ტრამპს არჩევნებში მოუგოს. „ამერიკის საარჩევნო კამპანია უდავოდ საინტერესო იქნება, შემადგენლობაში ცვლილებებით და ახალი თანავარსკვლავედით. ვფიქრობ, სრულიად შესაძლებელია, მან არჩევნები მოიგოს, მაგრამ ამას ამერიკელი ამომრჩეველი გადაწყვეტს“, – განაცხადა შოლცმა. ინფორმაციისთვის, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.

მეტი...

რუსეთში სამხედრო დაზვერვის ოფიცრის ავტომობილის აფეთქებაში ეჭვმიტანილი თურქეთში დააკავეს

მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრის ავტომობილის აფეთქებაში ეჭვმიტანილი თურქეთში გაიქცა. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორზე, ალექსანდრ ბორტნიკოვზე დაყრდნობით ავრცელებს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მისი რუსეთში ექსტრადირება, ბორნტიკოვმა უპასუხა: „ვმუშაობთ თურქებთან, ვმუშაობთ. მაგრამ ვნახოთ“. პარალელურად, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიქაიამ განაცხადა, რომ მოსკოვში ავტომობილის აფეთქებაში ეჭვმიტანილი თურქეთის ქალაქ ბოდრუმში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია რუსეთს მოქალაქე ევგენი სერებრიაკოვი. აფეთქების შედეგად დაშავებულია ცოლ-ქმარი. მომხდარის ერთ-ერთ ვერსიად განიხილება მკვლელობის მცდელობა, რომელიც დაზარალებულის პროფესიულ საქმიანობასთან არის დაკავშირებული. ინფორმაციისთვის, მოსკოვში ავტომობილი დღეს ააფეთქეს.

მეტი...

„არჩევნებში ჩარევის შესახებ ბრალდება სასაცილოა“ – ზახაროვა

“ჩვენ სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში არ ვერევით”, – აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „რაც შეეხება არჩევნებში ჩარევას, ეს მართლაც სასაცილოა. საქმე იმაშია, რომ რუსეთის დადანაშაულება საკუთარ უბედურებაში, არასწორ გათვლებში, პრობლემებში, შეცდომებში, მეჩვენება, რომ ეს ამერიკული დემოკრატიის დაავადების გამოვლინებაა. გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში არ ვერევით, მითუმეტეს, გავლენას არ ვახდენთ ან საარჩევნო პროცესებზე ზეწოლას არ ვახორციელებთ. გამონაკლისი არც აშშ-ის მოახლოებული არჩევნებია, ჩვენ მათში არც აქამდე ჩავრეულვართ“, – განაცხადა მარია ზახაროვამ. ზახაროვამ აღნიშნა, რომ სწორედ სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩაურევლობა განასხვავებს…

მეტი...

მინისტრი ადასტურებს, რომ გარკეულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ქვეყანაში დეფიციტია

„სამწუხაროდ, დღეს, გარკვეულ მედიკამენტებზე, დეფიციტი გვაქვს. ლოგისტიკური საკითხების გადაჭრის მიუხედავად, ეს თემა საკმაოდ აქტუალურია. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მცირე რაოდენობის პრეპარატებს ყიდულობს, ძირითადად კი, წამლები, კერძო სექტორს შემოაქვს, რეგულირებისა და რეგლამენტაციის პირობებში. ჩვენ, თვალს ვადევნებთ, ბაზარზე, ამა თუ იმ მედიკამენტის მოძრაობას“, – აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრმა  მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე განცხადებით, რიგ შემთხვევებში, კერძო სექტორთან,  გარკვეული კონფლიქტებია, რაც განპირობებულია, მათი მხრიდან, ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებებზე რეაგირების დაგვიანებით. როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, სახელმწიფოს მიზანი კერძო სექტორისთვის კონკურენციის გაწევა არ არის, მაგრამ, როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდება გვიანდება, გარკვეული ინტერვენციის საჭიროება ჩნდება.…

მეტი...

ნეპალში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 18 ადამიანი ემსხვერპლა

ნეპალში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა, მხოლოდ პილოტის გადარჩენა მოხერხდა.  ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ნეპალის დედაქალაქის, კატმანდუს პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. „პილოტი გადაარჩინეს და მას სამედიცინო დახმარებას უწევენ. თვრამეტი ცხედარი იპოვეს, მათ შორის ერთი უცხოელია“, – განაცხადა კატმანდუს პოლიციის წარმომადგენელმა, დან ბაჰადურ კარკიმ. Saurya Airlines-ის თვითმფრინავი კატმანდუში აფრენისას ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის 2 წევრი და კომპანიის 17 სპეციალისტი იმყოფებოდა, რომლებიც ქალაქ პოხარაში სხვა თვითმფრინავის შესაკეთებლად მიფრინავდნენ.

მეტი...

„უკრაინას ყირიმის დაბრუნების რეალისტური გეგმა აქვს“ – ალექსანდრ სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ უკრაინას აქვს ყირიმის დაბრუნების გეგმა და ეს რეალისტურია. „ეს რეალისტურია. რა თქმა უნდა, ეს არის სამხედრო საიდუმლო. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ მივაღწიოთ 1991 წლის მდგომარეობით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რათა გავათავისუფლოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იტანჯებიან“, – განაცხადა უკრაინელმა გენერალმა. სირსკის განცხადებით, მობილიზაციის გარეშე უკრაინა ვერ შეძლებს ახალი რეზერვებისა და ბრიგადების შექმნას, რომლებიც უკრაინას სჭირდება იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ზრდის თავის სახმელეთო ჯარებს. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ყველა მოქალაქემ შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება“,- განაცხადა  გენერალმა…

მეტი...

„მოლაპარაკებისთვის მზადყოფნის შესახებ კულებას განცხადება კრემლის პოზიციასთან უნისონშია“ – პესკოვი

“უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებას განცხადება რუსეთთან მოლაპარაკების პროცესისთვის მზადყოფნის შესახებ კრემლის პოზიციასთან უნისონშია, მაგრამ ჩვენ უნდა დაველოდოთ დამატებით განმარტებებს”, – განაცხადა რუსეთს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა. „ასეთი განცხადება გაკეთდა ბატონ ვან ისთან შეხვედრაზე. თავად გზავნილი, შეიძლება ითქვას, ჩვენს პოზიციასთან უნისონშია. მოგეხსენებათ, რუსულ მხარეს არასოდეს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და ყოველთვის ინარჩუნებდა ღიაობას მოლაპარაკებების პროცესის მიმართ. აქ მნიშვნელოვანია დეტალები, რომლებიც ჯერ არ ვიცით, ამიტომ ალბათ დაველოდებით დამატებით განმარტებებს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. ინფორმაციისთვის, ჩინეთში ვიზიტის დროს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან გონივრული და კონსტრუქციული…

მეტი...

დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ თავდაცვის სფეროში ახალი დეკლარაცია გააფორმეს

დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ საერთო თავდაცვის დეკლარაცია გააფორმეს.  ახალი დეკლარაციის მიზანი ორ სახელმწიფოს შორის თავდაცვის სფეროს ინდუსტრიისა და ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად მუშაობაა.  ახალი შეთანხმების ფარგლებში, უკრაინის აქტიური დახმარებაც განიხილება. დოკუმენტს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰეილიმ ხელი ბერლინში მოაწერა. ჰეილის გერმანიაში ვიზიტი მისი ორდღიანი ტურნეს ნაწილია, რომლის ფარგლებშიც საფრანგეთს, პოლონეთს და ესტონეთსაც ეწვევა. “ეს ვიზიტები იქნება აშკარა გზავნილი, რომ ევროპული უსაფრთხოების გაძლიერება იქნება ამ მთავრობის საგარეო და თავდაცვის სფეროში მთავარი პრიორიტეტი. ჩვენი ახალი დეკლარაცია გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიას შორის საფუძველს უყრის ახალ, ღრმა ურთიერთობებს თავდაცვის სფეროში, რომელიც დაფუძნებული იქნება ჩვენი ქვეყნების საერთო ღირებულებებზე” – განაცხადა …

მეტი...

ევროკომისიის გაფრთხილება სლოვაკეთს

ევროკომისიამ გააფრთხილა სლოვაკეთი, რომ დაუყოვნებლივ დაიწყებს სამართლებრივ მოქმედებას, თუ მთავრობა გააგრძელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კანონის განხილვას. კანონი ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ დაფინანსებას საზღვარგარეთიდან, დაასახელონ საკუთარი თავი, როგორც „ორგანიზაციები უცხოური მხარდაჭერით“. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ელოდებიან კანონის საბოლოო ვერსიას, რის შემდეგაც გააანალიზდება სამომავლო მოქმედების გზები და გადაწყვეტილება იქნება მიღებული. „არსებობს შესაძლებლობა და ჩვენი მოვალეობაა, დავიწყოთ სამართალდარღვევის პროცედურები, როდესაც დავინახავთ, რომ ეროვნული კანონები არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას. ასე რომ, ჯერ ვნახოთ, იმსახურებს თუ არა, როგორც სამართალდარღვევის პროცედურის რეაქციას და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვიწევს ფინანსურ მდგომარეობაზე მოქმედება. ეს ძირითადად ეხება აღდგენის ფონდს და აღდგენის პროგრამას, რადგან…

მეტი...

„უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან გონივრული მოლაპარაკებებისთვის“ – კულება

“ჩინეთისა და ბრაზილიის ექვსპუნქტიანი კონსენსუსის გულდასმით შესწავლის შემდეგ უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან გონივრული და კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად”,- აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჩინეთში ვიზიტის დროს განაცხადა. კულებამ ხაზი გაუსვა უკრაინასა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და „ერთი ჩინეთის“ პრინციპის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ ისაუბრა უკრაინის ომზე და ხაზი გაუსვა  ერთგულებას კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდაჭერისადმი. ჩინეთმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინიდან სურსათის იმპორტს და ლოგისტიკური დერეფნების მხარდაჭერას.

მეტი...

ნეთანიაჰუ დღეს კონგრესში სიტყვით გამოვა, რის შემდეგაც ბაიდენს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შეხვდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს კონგრესში სიტყვით გამოვა.  ნეთანიაჰუ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა მიიწვია, როგორც ისრაელის მიმართ ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება. ზოგიერთი დემოკრატი კონგრესმენი ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლას ბოიკოტს უცხადებს ღაზაში ისრაელის მიერ წარმოებული ომის შედეგად უზარმაზარი მსხვერპლის გამო. კონგრესში გამოსვლის შემდეგ, ნეთანიაჰუ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, მოგვიანებით კი, ფლორიდის რეზიდენციაში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპსაც შეხვდება.

მეტი...

მოსკოვში ოფიცრის მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილი თურქეთში დააკავეს

მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრის ავტომობილის აფეთქებაში ეჭვმიტანილი თურქეთში გაიქცა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. პარალელურად თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიქაიამ განაცხადა, რომ მოსკოვში ავტომობილის აფეთქებაში ეჭვმიტანილი თურქეთის ქალაქ ბოდრუმში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია რუსეთს მოქალაქე, ევგენი სერებრიაკოვი. აფეთქების შედეგად დაშავებულია ცოლ-ქმარი. მომხდარის ერთ-ერთ ვერსიად განიხილება მკვლელობის მცდელობა, რომელიც დაზარალებულის პროფესიულ საქმიანობასთან არის დაკავშირებული.  

მეტი...

ისლამური ცენტრის დახურვის შემდეგ გერმანიის ელჩი ირანმა დაიბარა

„ჰამბურგის ისლამური ცენტრის“ დახურვის  შემდეგ გერმანიის ელჩი ჰანს-უდო მოცელი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ინფორმაციას, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ირანის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, შეხვედრაზე მტრული ქმედების დაგმობისას და გერმანიის მხრიდან ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედების გამო ელჩს ირანის ისლამური რესპუბლიკის ძლიერი პროტესტი გადაეცა.

მეტი...

“ღარიბაშვილზე უფრო ბნელი და გაუნათლებელი “ქართულ ოცნებას” არავინ ჰყავს” – თინა ხიდაშელი

ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ  დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ყველაზე მეტად სჭირდება “ქართულ ოცნებას”, რადგან  ე.წ. “პრორუსულ ხმებში, ღარიბაშვილი საუკეთესო კანდიდატია”. „ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, ვინ სად იქნება “ქართულ ოცნებაში”, ვინ სიის სათავეში იქნება, ვინ ბოლოში, ვის მოიკვეთს ივანიშვილი დროებით, ვის მერე შეურიგდება და მერე ისევ გაებუტება. ჩემი აზრით, დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ყველაზე მეტად სჭირდება “ქართულ ოცნებას”, იმიტომ, რომ იმ ტიპის ამომრჩევლის მოსაზიდად, რომელიც ე.წ. პრორუსულ ხმებში, ღარიბაშვილი არის საუკეთესო კანდიდატი. მასზე უფრო ბნელი, მასზე უფრო გაუნათლებელი და მასზე უფრო არათავსებადი რამესთან, რაც კი თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოსთან შეიძლება ასოცირდებოდეს, ნამდვილად არ ჰყავს “ქართულ…

მეტი...

ახალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერები პრეზიდენტს ხვდებიან

ახალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ანა დოლიძე და ლევან ცუცქირიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან. ამის შესახებ, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ისინი პრეზიდენტს კოალიციის გეგმას გააცნობენ. “პრეზიდენტთან გვაქვს შეხვედრა ჩვენი თხოვნით, რომ მას გავაცნოთ კოალიციის გეგმები, ის ნაბიჯები რომელიც უნდა გადავდგათ. ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი მის კომპეტენციაში ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანას ხელი შეუწყოს ევროინტეგრაციის გზაზე. პრეზიდენტს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად მოვიაზრებთ ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლაში და შესაბამისად, ეს შეხვედრაც ამ მიზნით არის დაგეგმილი”- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.  

მეტი...

„შეკერილი საქმეა“- პარლამენტის რკინის ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებულის დედა

პარლამენტის რკინის ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილის და საბა მეფარიშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მოსამართლემ ახალგაზრდების მიმართ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.  ისინი მიიჩნევენ, რომ მათ შვილებს ხელისუფლება სჯის. “შეკერილია აბა, რა არის? კონსტრუქციაზე კი აღარ დაობენ – იმაზე, რომ საფრთხეს წარმოადგენენ, მაგიტომ არ უშვებენ. აბა, ამდენი ხანი როგორ შეიძლება დატოვონ კიდევ საპატიმროში” – ამბობს ომარ ოკრიბელაშვილის დედა შორენა ხომერიკი.

მეტი...

„შეკერილი საქმეა და მტრის ხატის შექმნა უნდათ იმ მებრძოლებისგან, ვინც უკრაინაში იბრძოდა“- ვანო ნადირაძე

სუს-ში დაწყებულ გამოძიებას უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი ვანო ნადირაზე ეხმიანება. მისი თქმით, აღნიშნული საქმე „შეკერილია“ და ემსახურება მტრის ხატის შექმნას. „თვითონაც ვეღარ გარკვეულან, ვისზე თქვან, რომ აი, დაგეგმილი იყო ლიკვიდაცია, ტერაქტიო. ხან კობახიძე, ხან ივანიშვილი. ცხადია, რომ ეს შეკერილი საქმეა და მტრის ხატის შექმნა უნდათ იმ მებრძოლებისგან, ვინც უკრაინაში იბრძოდა. არც არაფერი იყო დაგეგმილი არც არავინ არაფერს გეგმავს, სისულელეა. ეს, უბრალოდ, გათვლილი აქვთ მათ თავიანთ ამომრჩეველზე. უკრაინის სპეცსამსახურების დადანასშულება, ეს უკვე სასაცილოა. რა დროს კობახიძე და ივანიშვილია უკრაინის სპეცსამსახურებისთვის, როდესაც ფრონტის ხაზზე გააფთრებული ბრძლებია, რუსეთიდან მხრიდან ათასი ტერაქტებია. მთელი ქვეყნის…

მეტი...

„არ ვიცი რამდენად უხეირო შეიძლება დაუძახო, 12 წელია კი გვაზის აგერ თავზე“- ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილზე

ამერიკის სენატში გუშინ გაკეთებულ შეფასებას “გირჩი -მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე ეხმიანება. ჯაფარიძე ამბობს, რომ აშშ-დან გზავნილებს გავლენა ექნება ქვეყნის მომავალ განვითარებაზე. „არ ვიცი რამდენად უხეირო შეიძლება დაუძახო, 12 წელია კი გვაზის აგერ თავზე, მაგრამ დიქტატურისკენ რომ მიჰყავს ეს ქვეყანა, ფაქტია და ამას ხედავენ მათ შორის დასავლეთში ჩვენი პარტნიორები. ის გზავნილები, რომელიც ისმოდა კონგრესიდან, ეს გზავნილები არ არის მხოლოდ ჩვენთვის. ამას უსმენდდა მთელი სამყარო და გასაგებია, რა აღქმაც აქვთ ჩვენს ქვეყანაზე. ამერიკიდან რომ ისმის, რომ ამ ქვეყანაში ეს ხდება, რასაც გუშინ აღწერდა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, გასაგებია, რა დაინტერესება შეიძლება იყოს…

მეტი...

„კენჭს კვლავ ვიყრი, რათა კანცლერი ისევ გავხდე“- შოლცი

ოლაფ შოლცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კენჭს კვლავ იყრის, რათა კანცლერი გახდეს. პრესკონფერენციის დასაწყისში  შოლცს ჰკითხეს, ხომ არ აპირებს ჯო ბაიდენის მაგალითს მიჰყვეს და მომავალ არჩევნებზე კანცლერობის კანდიდატურაზე უარი თქვას. „მადლობა ასეთი კარგი და მეგობრული შეკითხვისთვის. ჩვენ ყველას გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ერთად მივიღოთ და გავიმარჯვოთ. კენჭს კვლავ ვიყრი, რათა კანცლერი ისევ გავხდე“- განაცხადა ოლაფ შოლცმა. ცნობისთვის, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 2025 წელს გაიმართება.

მეტი...

“შსს-სთვის მიყენებული 400-ლარიანი ზიანისთვის ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება”- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი”

„შს სამინისტროსთვის მიყენებული 400-ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს“- ამის შესახებ  “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია საზოგადოებას სთავაზობს, ახალგაზრდებს გვერდით პირადი თავდებობის გზით დაუდგეს. „დღეს, მოსამართლე ნათია გუდაძე, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილისა და 23 წლის საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. პროკურატურამ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული პროტესტის მონაწილეებს ბრალი სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც უალტერნატივო სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. უკვე მესამე თვეა, ორი ახალგაზრდა, შსს-თვის 400 ლარიანი ზიანის მიყენების საბაბით პატიმრობაში…

მეტი...

“რას გადამეკიდეთ, არა რა ტერორისტი?!”- ბიზნესმენმა ელიზბარ რაქვიაშვილმა სუს-ის შენობა დატოვა

„არაფერი ხდება, ვიყავი პირად გასაუბრებაზე. დაგაკმაყოფილათ ჩემმა პასუხმა?! „- განუცხადა  ბიზნესმენმა ელიზბარ რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს სუს-დან გამოსვლის შემდეგ, რომელიც უწყებაში ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ჟურნალისტის კითხვაზე, იყონ თუ არა საუბარი გამოკითხვისას ტერორიზმზე, რაქვიაშვილმა უპასუხა, რომ უწყებაში  პირად სქმეზე იმყოფებოდა. “რას გადამეკიდეთ, რა გინდათ, ვერ გავიგე. რა საქმეზე [მოვედი], მეგობარო?ვინ გითხრა, რაზე ვარ? არა, რა ტერორისტი, რა გინდა, რა შეკითხვებს მისვამ? ვისთან, რაზე ვიყავი… არ ვყოფილვარ გამოძიებასთან დაკავშირებით. ჩემი საქმეა, რამდენი ხანი ვიმყოფებოდი” – განაცხადა ელიზბარ რაქვიაშვილმა.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ბობოყვათში-არიან დაშავებულები

ავარია ბობოყვათში – დაშავებულია ცხრა ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მკიროავტობუსი შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

„გამჭვირავლობის შესახებ კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ამერიკის მოქალაქე დააჯარიმეს

„გამჭვირავლობის შესახებ კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ნაცემი ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. მას წვრილმან ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას ედავებიან. ადვოკატმა აღნიშნა, რომ მოსამართლემ მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და ამიტომ უცნობია, რით დაასაბუთა თავისი „ეს უკანონო და უსამართლო“ გადაწყვეტილება. ტედ ჯონასი ჰყვებოდა, რომ 1 მაისს ღამით აქციაზე დააკავეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.          

მეტი...

გერმანიაში „ჰამბურგის ისლამური ცენტრი“ დახურეს

გერმანიაში „ჰამბურგის ისლამური ცენტრი“ დახურეს. ორგანიზაციის წინააღმდეგ რამდენიმეთვიანი გამოძიება მიმდინარეობდა „ჰეზბოლას“ სავარაუდო მხარდაჭერის გამო, რომელიც გერმანიაში ტერორისტულ ჯგუფად არის კლასიფიცირებული. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფაიზერის განცხადებით, ისინი მოქმედებენ იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომელთაც ბრალი ედებათ გერმანული სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრასა და, ასევე, ქალთა უფლებების შელახვისთვის.    

მეტი...

„ცილების და ნახშირწყლების გროვა“- დიპლომატი ალეკო ელისაშვილზე

საქართველოს ელჩი იტალიაში, კახა (კარლო) სიხარულიძე პარტია „მოქალქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს. როგორც სიხარულიძე წერს, ელისაშვილი „ძალიან პატარა“ და „ცუდი“კაცია. „ალეკო ელისაშვილი გქვია მგონი შენ. ცილების და ნახშირწყლების გროვას. ასეთი ვართ ყველა. შენ რაღათნაიცარად ცუდი, კომკავშირზელი კაცი ხარ. ნიავზე დადიხარ. ქარი არ გაღირსა განგებამ. ძალიან პატარა კაციხარ. ცუდი კაცი. მოდი ჩემთან. ცხვედაძის ქუჩის 22 ში. რაზედაც აქ თავს ვიკავებ ზედა ვაკეში გეტყვი. მოდი ალექს“- წერს კახა სიხარულიძე.

მეტი...

რუსეთმა ოდესას დაარტყა

რუსეთმა ღამით ოდესის ოლქში, იზმაილის პორტზე დარტყმა განახორციელა. სამხედრო ოპერაციის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ​პორტში რამდენიმე შენობა დაზიანდა და გაჩნდა ხანძარი, ასევე დაზიანებულია ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი. უკრაინული მხარის ცნობით, საჰაერო ძალებმა რუსეთიდან და ოკუპირებული ყირიმიდან ღამით გაშვებული 23 დრონიდან 17 ჩამოაგდეს. მათი უმეტესობა ოდესის ოლქის თავზე განადგურდა.

მეტი...

„კამალა ჰარისთან დებატები მსურს“- ტრამპი

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მოწინააღმდეგესთან, კამალა ჰარისთან დებატები სურს. „მე ჯო ბაიდენთან დებატებს დავთანხმდი, მაგრამ მე მასთან (კამალა ჰარისი) დებატები მსურს. მათ მსგავსი პოლიტიკა აქვთ. ვფიქრობ, დებატები საპრეზიდენტო რბოლისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ დებატების ABC-ის ეთერში გამართვის იდეა არ მოსწონს და ერთზე მეტ დებატში მონაწილეობის მზადყოფნაც გამოთქვა.  

მეტი...

“ამ არჩევნებში მთავარი თემაა, ბიძინას გვიკლავენ”- გოცირიძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, ბიძინა ივანიშვილის, შესაძლო ლიკვიდაციის მცდელობის შესახებ, ოპოზიციაში ეხმაურებიან. პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ აღნიშნულ ინფორმაციას აბსურდი უწოდა. „წინა არჩევნების მთავარი ლეიტმოტივი იყო, რომ გარეჯს გვართმევენ, ამ არჩევნებში მთავარი თემაა, ბიძინას გვიკლავენ. მერე  მარტო ბიძინას არა და შეიძლება ზებრას გვიკლავენ. ფრინველები რომ ჰყავდა, სოფელშ რომ ვნახეთ, თავზე რომ ასხედან, აი, ისინი მოწამლული არიან და მოწამლული ჩიტებით ბიძინას გვიწამლავენ. აბსურდია, მე-12 სერიაა. ვის სჯერა ამის?“ – ამბობს გოცირიძე.

მეტი...

„მე არვიცი უხეიროა, თუ როგორია, მაგრამ საქართველოს ხარჯზე მდიდრდება“- ნიკა გვარამია ივანიშვილზე

სენატში გაკეთებულ განცხადებას “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია ეხმაურება. როგორც გვარამია ამბობს, ბიძინა ივანიშვილი „უხეიროა“თუ არა ქართველი ხალხის ხარჯზე მდიდრდება და ფულს ხეირიანად შოულობს. „მე არვიცი უხეიროა, თუ როგორია ივანიშვილი როგორც დიქტატორი, მაგრამ როგორც ოლიგარქი ძალიანაც ხეირობს და ბევრ ფულს შოულობს. ქართველების და საქართველოს ხარჯზე მდიდრდება. იგი მოვიდა მდიდარი, მაგრამ დღეს სამჯერ უფრო მდიდარია” – ამბობს ნიკა გვარამია.

მეტი...

„უხეირო არის ის განცხადება, სადაც ეს სიტყვა იყო ნახსენები“- პრემიერი ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაკეთებულ შეფასებაზე

სენატში გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი “უხეირო დიქტატორად” მოიხსენიეს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. როგორც პრემიერი აცხადებს, უხეირო არის ის განცხადება, სადაც ეს სიტყვა იყო ნახსენები. “უხეირო არის ის განცხადება, სადაც ეს სიტყვა იყო ნახსენები. ყველაფერი მიანიშნებს, რომ კონკრეტულ ძალებში ისტერიკაა, რომელთაც საქართველოში მეორე ფრონტი სურდათ და ვერ მიაღწიეს. რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა იყო. გახსოვთ, რამდენი რამ გააფუჭა ამერიკის წინა ელჩმა, ევროკავშირის წინა ელჩთან ერთად. ამ პირობებში, თუ ვინმე უნდა ზრუნავდეს და ხელეწიფებოდეს ურთიერთობების გადატვირთვა, სწორედ მეორე მხარეა – ამერიკის შეერთებული შტატები. როდესაც ვხედავთ რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობას “ენჯეოების” პირდაპირი მონაწილეობით…

მეტი...

“მაქვს იმედი, რომ ქართველ ხალხს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, მოლაპარაკებების გახსნაზე უარს არ ეტყვიან“- კობახიძე

“მაქვს იმედი, რომ ქართველ ხალხს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, მოლაპარაკებების გახსნაზე უარს არ ეტყვიან. თუ სხვანაირად მოხდება, გამოდის, რომ ქართველი ხალხის მიმართ არის არასწორი დამოკიდებულება”- განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საგანგებო ბრიფინგის დასრულების შემდეგ. პრემიერი ამბობს, რომ როგორც კი ინტერესები შეიცვლება, მაშინვე შეიცვლება საქართველოს მიმართ მიდგომები და მაშინვე გაიხსნება მოლაპარაკებებიც. „რაც შეეხება იმას, გაიხსნება თუ არა ოქტომბერში მოლაპარაკებები, ეს არის ევროკავშირის გადასაწყვეტი. მაქვს იმედი, რომ ქართველ ხალხს მოლაპარაკებების გახსნაზე უარს არ ეტყვიან. თუ სხვანაირად მოხდება გამოდის, რომ ქართველი ხალხის მიმართ არის არასწორი დამოკიდებულება. ხედავთ, როგორი უსამართლობაა, დსთ-ის წევრი ქვეყანა, მოლდოვა, ნული პოლიტიკური…

მეტი...