“მაქვს იმედი, რომ ქართველ ხალხს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, მოლაპარაკებების გახსნაზე უარს არ ეტყვიან“- კობახიძე

“მაქვს იმედი, რომ ქართველ ხალხს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, მოლაპარაკებების გახსნაზე უარს არ ეტყვიან. თუ სხვანაირად მოხდება, გამოდის, რომ ქართველი ხალხის მიმართ არის არასწორი დამოკიდებულება”- განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საგანგებო ბრიფინგის დასრულების შემდეგ.

პრემიერი ამბობს, რომ როგორც კი ინტერესები შეიცვლება, მაშინვე შეიცვლება საქართველოს მიმართ მიდგომები და მაშინვე გაიხსნება მოლაპარაკებებიც.

„რაც შეეხება იმას, გაიხსნება თუ არა ოქტომბერში მოლაპარაკებები, ეს არის ევროკავშირის გადასაწყვეტი. მაქვს იმედი, რომ ქართველ ხალხს მოლაპარაკებების გახსნაზე უარს არ ეტყვიან. თუ სხვანაირად მოხდება გამოდის, რომ ქართველი ხალხის მიმართ არის არასწორი დამოკიდებულება. ხედავთ, როგორი უსამართლობაა, დსთ-ის წევრი ქვეყანა, მოლდოვა, ნული პოლიტიკური და მედია პლურალიზმით, დემოკრატიის, კორუფციის კუთხით სერიოზული პრობლემებით, აქვს მოლაპარაკებები გახსნილი და ჩვენ არა, ეს არის სრული უსამართლობა. ერთადერთი ახსნა და მიზეზი შეიძლება ჰქონდეს ამ უსამართლობას, ეს არის განსხვავებული ინტერესები. როგორც კი ინტერესები შეიცვლება, მაშინვე შეიცვლება საქართველოს მიმართ მიდგომები და მაშინვე გაიხსნება მოლაპარაკებებიც“- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები