„გამჭვირავლობის შესახებ კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ამერიკის მოქალაქე დააჯარიმეს

„გამჭვირავლობის შესახებ კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ნაცემი ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. მას წვრილმან ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას ედავებიან. ადვოკატმა აღნიშნა, რომ მოსამართლემ მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და ამიტომ უცნობია, რით დაასაბუთა თავისი „ეს უკანონო და უსამართლო“ გადაწყვეტილება.

ტედ ჯონასი ჰყვებოდა, რომ 1 მაისს ღამით აქციაზე დააკავეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

 

 

 

 

მსგავსი თემები