“ღარიბაშვილზე უფრო ბნელი და გაუნათლებელი “ქართულ ოცნებას” არავინ ჰყავს” – თინა ხიდაშელი

ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ  დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ყველაზე მეტად სჭირდება “ქართულ ოცნებას”, რადგან  ე.წ. “პრორუსულ ხმებში, ღარიბაშვილი საუკეთესო კანდიდატია”.

„ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, ვინ სად იქნება “ქართულ ოცნებაში”, ვინ სიის სათავეში იქნება, ვინ ბოლოში, ვის მოიკვეთს ივანიშვილი დროებით, ვის მერე შეურიგდება და მერე ისევ გაებუტება. ჩემი აზრით, დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ყველაზე მეტად სჭირდება “ქართულ ოცნებას”, იმიტომ, რომ იმ ტიპის ამომრჩევლის მოსაზიდად, რომელიც ე.წ. პრორუსულ ხმებში, ღარიბაშვილი არის საუკეთესო კანდიდატი. მასზე უფრო ბნელი, მასზე უფრო გაუნათლებელი და მასზე უფრო არათავსებადი რამესთან, რაც კი თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოსთან შეიძლება ასოცირდებოდეს, ნამდვილად არ ჰყავს “ქართულ ოცნებას”, ამიტომაც ასეთი ამომრჩევლისთვის, დღეს ის მნიშვნელოვანი ფიგურაა” – ამბობს თინა ხიდაშელი.

მსგავსი თემები