„მოლაპარაკებისთვის მზადყოფნის შესახებ კულებას განცხადება კრემლის პოზიციასთან უნისონშია“ – პესკოვი

“უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებას განცხადება რუსეთთან მოლაპარაკების პროცესისთვის მზადყოფნის შესახებ კრემლის პოზიციასთან უნისონშია, მაგრამ ჩვენ უნდა დაველოდოთ დამატებით განმარტებებს”, – განაცხადა რუსეთს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

„ასეთი განცხადება გაკეთდა ბატონ ვან ისთან შეხვედრაზე. თავად გზავნილი, შეიძლება ითქვას, ჩვენს პოზიციასთან უნისონშია. მოგეხსენებათ, რუსულ მხარეს არასოდეს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და ყოველთვის ინარჩუნებდა ღიაობას მოლაპარაკებების პროცესის მიმართ. აქ მნიშვნელოვანია დეტალები, რომლებიც ჯერ არ ვიცით, ამიტომ ალბათ დაველოდებით დამატებით განმარტებებს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ინფორმაციისთვის, ჩინეთში ვიზიტის დროს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან გონივრული და კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.

 

მსგავსი თემები