“ამ არჩევნებში მთავარი თემაა, ბიძინას გვიკლავენ”- გოცირიძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, ბიძინა ივანიშვილის, შესაძლო ლიკვიდაციის მცდელობის შესახებ, ოპოზიციაში ეხმაურებიან. პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ აღნიშნულ ინფორმაციას აბსურდი უწოდა.

„წინა არჩევნების მთავარი ლეიტმოტივი იყო, რომ გარეჯს გვართმევენ, ამ არჩევნებში მთავარი თემაა, ბიძინას გვიკლავენ. მერე  მარტო ბიძინას არა და შეიძლება ზებრას გვიკლავენ. ფრინველები რომ ჰყავდა, სოფელშ რომ ვნახეთ, თავზე რომ ასხედან, აი, ისინი მოწამლული არიან და მოწამლული ჩიტებით ბიძინას გვიწამლავენ. აბსურდია, მე-12 სერიაა. ვის სჯერა ამის?“ – ამბობს გოცირიძე.

მსგავსი თემები