“რას გადამეკიდეთ, არა რა ტერორისტი?!”- ბიზნესმენმა ელიზბარ რაქვიაშვილმა სუს-ის შენობა დატოვა

„არაფერი ხდება, ვიყავი პირად გასაუბრებაზე. დაგაკმაყოფილათ ჩემმა პასუხმა?! „- განუცხადა  ბიზნესმენმა ელიზბარ რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს სუს-დან გამოსვლის შემდეგ, რომელიც უწყებაში ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყონ თუ არა საუბარი გამოკითხვისას ტერორიზმზე, რაქვიაშვილმა უპასუხა, რომ უწყებაში  პირად სქმეზე იმყოფებოდა.

“რას გადამეკიდეთ, რა გინდათ, ვერ გავიგე. რა საქმეზე [მოვედი], მეგობარო?ვინ გითხრა, რაზე ვარ? არა, რა ტერორისტი, რა გინდა, რა შეკითხვებს მისვამ? ვისთან, რაზე ვიყავი… არ ვყოფილვარ გამოძიებასთან დაკავშირებით. ჩემი საქმეა, რამდენი ხანი ვიმყოფებოდი” – განაცხადა ელიზბარ რაქვიაშვილმა.

მსგავსი თემები