„უხეირო არის ის განცხადება, სადაც ეს სიტყვა იყო ნახსენები“- პრემიერი ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაკეთებულ შეფასებაზე

სენატში გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი “უხეირო დიქტატორად” მოიხსენიეს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. როგორც პრემიერი აცხადებს, უხეირო არის ის განცხადება, სადაც ეს სიტყვა იყო ნახსენები.

“უხეირო არის ის განცხადება, სადაც ეს სიტყვა იყო ნახსენები. ყველაფერი მიანიშნებს, რომ კონკრეტულ ძალებში ისტერიკაა, რომელთაც საქართველოში მეორე ფრონტი სურდათ და ვერ მიაღწიეს. რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა იყო. გახსოვთ, რამდენი რამ გააფუჭა ამერიკის წინა ელჩმა, ევროკავშირის წინა ელჩთან ერთად. ამ პირობებში, თუ ვინმე უნდა ზრუნავდეს და ხელეწიფებოდეს ურთიერთობების გადატვირთვა, სწორედ მეორე მხარეა – ამერიკის შეერთებული შტატები. როდესაც ვხედავთ რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობას “ენჯეოების”

პირდაპირი მონაწილეობით და ამ პირობებში აპროტესტებ “ენჯეოების” გამჭვირვალობას, ლოგიკური დასკვნა ჩნდება, რომ ვიღაცას უნდა “ენჯეოების” ხელით რევოლუციის მესამედ მოწყობის მცდელობა. სწორი და სამართლიანი იქნებოდა, ნაცვლად სხვა თემებზე საუბრისას ურთიერთობების გადატვირთვაზე ვისაუბროთ”- აღნიშნა პრემიერმა

 

მსგავსი თემები