პარიზის პოლიცია ავსტრალიელი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეს იძიებს

საფრანგეთის პოლიცია, პარიზში, ავსტრალიელი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეს იძიებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 25 წლის ავსტრალიელი ქალის განცხადებით, ის 5-მა მამაკაცმა დედაქალაქის ცენტში გააუპატიურა, რის შემდეგაც მან იქვე არსებული რესტორნის შენობას შეაფარა თავი. ის რესტორნის თანამშრომლებმა იპოვეს და გამოიძახეს როგორც პოლიცია  ასევე სასწრაფო დახმარების ჯგუფები. ჯერჯერობით, პოლიციას არავინ დაუკავებია, თუმცა ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე გამოძიების დაწყებას ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის სავარაუდო ჩადენის ადგილზე ვიდეო ჩანაწერების შესწავლა მიმდინარეობს.  

მეტი...

უკრაინის გენშტაბი ადასტურებს, რომ რუსულ საბორნე გემზე თავდასხმა მათი სპეცოპერაცია იყო

“კავკაზის” პორტში, რუსულ საბორნე გემზე თავდასხმა უკრაინის თავდაცვის ძალების სპეცოპერაცია იყო.  ინფორმაციას უწყება თავადვე ადასტურებს. შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბის შეტყობინებაში ნათქვამია, რომ უკრაინის საზღვაო ძალებმა, თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებთან ერთად, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მტრის ბორანს „სლავიანინს“ პორტ „კავკაზში“. „ოკუპანტებმა ეს ბორანი გამოიყენეს სამხედრო მიზნებისთვის სარკინიგზო ვაგონების, ძრავიანი მანქანებისა და კონტეინერების გადასაზიდად. „სლავიანინი“ არის მესამე და ბოლო სარკინიგზო ბორანი, რომელიც რუსეთის ფედერაციას ჰყავდა მითითებულ რეგიონში. ჩვენ ვაგრძელებთ მტრის, მისი აღჭურვილობისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას“, – აცხადებენ გენშტაბში. ინფორმაციისთვის, რუსეთის კრასნოდარის ოლქის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ “კავკაზის” პორტში…

მეტი...

რუსეთმა იაპონიის 13 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ოფიციალური ტოკიოს მიერ დაწესებული სანქციების პასუხად, რუსეთმა იაპონიის 13 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანქციები დაუწესდა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტს ტანაკა აკიჰიკოს, Toyota Motor Toyoda Akio-ს საბჭოს თავმჯდომარეს, Rakuten-ის კორპორაციის დამფუძნებელ მიკიტანი ჰიროშისა და სხვებს. უწყებაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგ იაპონიის დაწესებული სანქციებია”.  სანქცირებულ მოქალაქეებს რუსეთში შესვლა სამუდამოდ აეკრძალათ. ინფორმაციისთვის, რუსეთმა დღეს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებიც დაასანქცირა.

მეტი...

ექიმის განცხადებით, „კოვიდ-19“-ზე ჯო ბაიდენის სწრაფი ტესტის პასუხი უარყოფითია

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ექიმის, კევინ ო’კონორის განცხადებით, პრეზიდენტს „კოვიდ-19“-ზე ჩატარებულ სწრაფ ტესტზე უარყოფითი მაჩვენებელი დაუფიქსირდა და სიმპტომებიც აღარ აღენიშნება. მისივე განცხადებით, ინფიცირების დროს ბაიდენს არ ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებს არ სცილდებოდა. „პრეზიდენტს სიმპტომები აღარ აღენიშნება. ინფიცირებისას მას არ ჰქონდა სიცხე, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაში იყო, მათ შორის პულსოქსიმეტრია. მისი ფილტვები სუფთაა“, – აღნიშნულია ჯო ბაიდენის ექიმის განცხადებაში. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს „კოვიდ-19“ გასულ კვირას დაუდასტურდა. თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი ვაქცინირებულია და მას ბუსტერდოზაც გაკეთებული აქვს. ასევე, ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ ჯო…

მეტი...

“ჩინეთის ბანკმა” მოსკოვის საფონდო ბირჟასთან მუშაობა შეწყვიტა” – „კომერსანტი“

რუსული სახელმწიფო გამოცემა “კომერსანტის”ცნობით, “ჩინეთის ბანკმა” (Bank of China), ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სახელმწიფო ბანკმა, რომელსაც რუსეთში შვილობილი განყოფილებები გააჩნდა, მუშაობა შეწყვიტა მოსკოვის საფონდო ბირჟასთან, რომელიც სანქციების ქვეშ მოხვდა. გამოცემა ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. “ჩინური საკრეტიტო კომპანიის – “ჩინეთის ბანკის” – შვილობილი [განყოფილება] ბირჟაზე იუანებზე საკლირინგო ბანკის ფინქციებს ასრულებდა, [მოსკოვის] ბირჟის ბაზარზე მისი გავლით გადიოდა ყველა ოპერაცია ჩინურ ვალუტაში, თუმცა 15 ივლისიდან ბანკმა უარი თქვა ამ როლზე. მიზეზი მოსკოვის საფონდო ბირჟის ამერიკულ სასანქციო სიებში შეყვანა გახდა”, – განაცხადეს წყაროებმა. შედეგად, ჩინური იუანებით ვაჭრობა  დე ფაქტო ბოლო ვალუტა რუსულ ბირჟაზე – ერთადერთ…

მეტი...

“ყველამ იცოდა, რომ საქმე მიდიოდა ტერორიზმის მუხლით” – მდინარაძე

ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმესთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, “თავიდანვე ცნობილი იყო რადიკალებისთვის, რომ საქმე ტერორიზმის მუხლითაც იყო აღძრული”, თუმცა ისინი ამას გულდასმით მალავდნენ, რაც კონკრეტულ ეჭვებს ბადებს. “ერთი წამით, დავუშვათ, რომ სანამ გამოკითხვაზე მივიდოდნენ, არ იცოდნენ, რომელიმე მოწმე არ იყო საქმის კურსში, გამოკითხვიდან გამოსულებმა ხომ უკვე ყველამ იცოდა, რომ მიდიოდა საქმე ტერორიზმის მუხლით? ტელევიზიები, პოლიტიკოსები, თავად მოწმეები რატომ არ ამბობდნენ ამ ყველაფერს, მინიმუმ ძალიან საეჭვო არ არის? ამაში გაიშიფრნენ, ყველა საქმის კურსში იყო, რაში იყო საქმე, რომ თურმე, ბიძინა ივანიშვილისა და “ოცნების”…

მეტი...

“უნგრეთი დაბლოკავს ანაზღაურებას ევროკავშირის სახელმწიფოებისთვის” – სიიარტო

“უნგრეთი დაბლოკავს ანაზღაურების გადახდას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც კიევს იარაღი მიაწოდეს, ვიდრე უკრაინა თავის ტერიტორიაზე რუსული კომპანია „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტს არ დაუშვებს”, – აღნიშნულთან დაკავშირებით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა. მიმდინარე თვის დასაწყისში უნგრეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ ისინი ვეღარ იღებენ „ლუკოილისგან“ ნავთობს მილსადენ „დრუჟბის“ საშუალებით, მას შემდეგ, რაც უკრაინამ „ლუკოილს“ გასულ თვეში სანქციები დაუწესა. „ეს საკითხი ვიდრე არ მოგვარდება უკრაინის მიერ, ყველამ უნდა დაივიწყოს იარაღის გადაცემისთვის „ევროპის მშვიდობის ფონდიდან“ 6,5 მილიარდი ევროს ანაზღაურების მიღება“, – განაცხადა სიიარტომ. კიევში აცხადებენ, რომ აკრძალეს მათ ტერიტორიაზე „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტი, თუმცა…

მეტი...

“გამოკითხვების თანახმად, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპთან მარცხდება” – “ნიუსვიქი”

ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიიდან გასვლის შემდეგ ჩატარებული პირველი გამოკითხვების თანახმად, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპთან მარცხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ნიუსვიქი“ ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ბაიდენის განცხადების შემდეგ „ონ ფოინთ ფოლითიქსისა“ და „სოქალ რისერჩის“ მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვებში ჩანს, რომ ამომრჩევლების 51 პროცენტი დონალდ ტრამპს უჭერს მხარს, კანდიდატად დასახელების შემთხვევაში კი კამალა ჰარისს 43 პროცენტი დაუჭერდა მხარს, არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს. გამოკითხულთა ექვს პროცენტს გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული.

მეტი...

ეთიოპიაში მეწყერს, 157 ადამიანი ემსხვერპლა

ეთიოპიის სამხრეთ ნაწილში უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესი გამოიწვია, რის შედეგადაც, სულ მცირე, 157 ადამიანია დაღუპული. ხელისუფლებაში შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება და მაშველებს პერიოდულად ტალახის მასიდან დაღუპულთა ცხედრები ამოჰყავთ. ამ დროისთვის დაკარგულად რამდენიმე პირია მიჩნეული.

მეტი...

მარნეულში, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

არსებული ინფორმაციით, მარნეულში, სოფელ აშაღში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი სამგზავრო ავტომობილს შეეჯახა. არიან დაშავებულებიც. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.

მეტი...

კენიის დედაქალაქში მთავრობის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკება მოხდა

კენიის დედაქალაქ ნაირობიში მთავრობის მხარდამჭერ და მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ქალაქში დაიხურა კომერციული დაწესებულებები, სახელმწიფო ინსტიტუტებთან, მათ შორის პარლამენტთან, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები ნაირობის აეროპორტისკენ მსვლელობას გეგმავენ. კენიის პოლიცია მათ მოუწოდებს, თავი შეიკავონ აკრძალულ ზონებში მისვლისგან, მათ შორის აეროპორტებში.დემონსტრანტები პრეზიდენტ ვილიამ რუტოს გადადგომას და რეფორმების ჩატარებას ითხოვენ, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ. კენიაში დემონსტრაციები გადასახადების გაზრდის კანონპროექტის წინააღმდეგ ივნისში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ივნისის ბოლოს პრეზიდენტმა უილიამ რუტომ კანონპროექტი უკან გაიწვია, საპროტესტო გამოსვლები მისი გადადგომის მოთხოვნით გაგრძელდა.

მეტი...

დმიტრო კულება ჩინეთში ჩავიდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჩინეთში ჩავიდა, სადაც მას საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ისთან მოლაპარაკებები აქვს დაგეგმილი. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას კულება სოციალურ ქსელებში  ავრცელებს. „წინ ჩინელ კოლეგასთან, ვან ისთან ფართო, დეტალური, საგნობრივი მოლაპარაკებებია სამართლიანი მშვიდობისკენ გზების შესახებ. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ სამშვიდობო გეგმების კონკურენცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიევი და პეკინი აწარმოებენ პირდაპირ დიალოგს და პოზიციების გაცვლას“, – აღნიშნავს კულება. კულებას განცხადებით, ეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ორმხრივი ვიზიტია არა მხოლოდ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან, არამედ 2012 წლის შემდეგ. უკრაინელი დიპლომატის განცხადებით, ჩინელ კოლეგასთან ორმხრივ ურთიერთობებსაც განიხილავს. „დარწმუნებული…

მეტი...

“ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, ამიტომ ვართ ამაყები” – მდინარაძე

„საპარლამენტო არჩევნებში ჩარევა შეიძლება ყველამ მოინდომოს, რუსეთმაც და სხვამაც, ყველას თავისი ინტერესი აქვს, თან ჩვენნაირ პატარა და მოწყვლად ქვეყანაში, სადაც უამრავი აგენტია, რუბლებით, დოლარებით დაფინანსებული“, – აღნიშნულთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ხელისუფლება ყველა მხრიდან ჩარევას იცილებს თავიდან, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. „ხელისუფლება იმისთვის ხარ, რომ თავიდან აიცილო ჩარევები, რუსეთისგან იქნება თუ სხვა მხრიდან, თავიდან აიცილო საფრთხეები. აბსოლუტურად ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული…

მეტი...

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ჩატარებული რეიდის დროს 7 პალესტინელი დაიღუპა

„დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ჩატარებული რეიდის დროს 7 პალესტინელი დაიღუპა“- ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა რეიდი ქალაქ ტულქარმში განახორციელეს, სადაც ისრაელელი ჯარისკაცები და პალესტინელი მებრძოლები ერთმანეთს ქუჩებში დაუპირისპირდნენ. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაპირისპირებას „ჰამასისა“ და „ფატაჰის“ მებრძოლები ემსხვერპლა. ასევე, სროლის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა.

მეტი...

უკრაინა მოლდოვასთან მოქალაქეების დაბრუნების საკითხს განიხილავს

კიევი კიშინეუსთან უკრაინის იმ მოქალაქეების დაბრუნების საკითხს განიხილავს, რომლებმაც სამხედრო სამსახურის თავის არიდების მიზნით უკრაინა უკანონოდ დატოვეს და მოლდოვაში რჩებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოლდოვაში უკრაინის ელჩმა, მარკო შევჩენკომ განაცხადა. შევჩენკოს განცხადებით, კიევი კიშინეუსთან გარკვეულ დიალოგს აწარმოებს მოლდოვიდან გაწვევის ასაკის უკრაინელების დასაბრუნებლად. როგორც ელჩმა აღნიშნა, უკრიანიდან გაქცეულ პირთა გარკვეულ რაოდენობას მოლდოვაში თავშესაფარი აქვს მიღებული, ნაწილის ადგილსამყოფელი კი გაურკვეველია, ისინი ან მოლოდვის ტერიტორიაზე რჩებიან, ან სხვა ქვეყნებში არიან გადასული. მისი განცხადებით, ასეთი პირების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

მეტი...

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა, თანამდებობა დატოვა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა, კიმბერლი ჩიტლმა თანამდებობა დატოვა. კიმბერლი ჩიტლმა გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. კიმბერლი ჩიტლი პოსტს 13 ივლისს ექსპრეზიდენტსა და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის გამო ტოვებს. კიმბერლი ჩიტლი 22 ივლისს კონგრესის ზედამხედველობის კომიტეტში მოსმენაზე იყო დაბარებული. შესავალ სიტყვაში კიმბერლი ჩიტლმა აღნიშნა, რომ საიდუმლო სამსახურმა 13 ივლისს მარცხი განიცადა და სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა, თუმცა თანამდებობიდან წასვლაზე უარს ამბობდა. კონგრესმენთა მხრიდან იყო მოწოდებები, კიმბერლი ჩიტლს თანამდებობა დაეტოვებინა. ინფორმაციისთვის, 13 ივლისს ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ტრამპი დაიჭრა, თუმცა მის…

მეტი...

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკში კიდევ ერთი რუსული “სუ-25” ჩამოაგდეს

უკრაინული მხარის ცნობით, გენერალ მარკ ბეზრუჩკოს სახელობის 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მებრძოლებმა 23 ივლისს კიდევ ერთი რუსული სუ-25 ჩამოაგდეს. ოპერატიულ-სტრატეგიულ ჯგუფი “ხორტიცა” წერს, რომ საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს დონეცკის რეგიონში, პოკროვსკის მიმართულებით. მათივე ცნობით, აღნიშნულმა ბრიგადამ ამ თვეში  მეორე სუ-25 გაანადგურა.

მეტი...

„მზად ვართ ვიმუშავოთ რეგიონის სხვა ქვეყნებთან“ – ოფიციალური ჩინეთის პოზიცია

„გლობალური ეკონომიკური შენელებისა და მიმდინარე გეოპოლიტიკური კონფლიქტების მიუხედავად, აღმოსავლეთ აზია ზოგადად სტაბილურია და რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაცია სტაბილურად პროგრესირებს. ეს რეგიონი დარჩეს განვითარების ძრავად და თანამშრომლობის ჩემპიონად, ეს არის რეგიონის ქვეყნების ხალხის საერთო სურვილი“ – ეს განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. საუბარია იმაზე, რომ საგარეო მინისტრის ვანგ ი ASEAN Plus-ის  (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 10 სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება) საქმეთა მინისტრების შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. ჩინეთს იმედი აქვს, რომ ASEAN Plus საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები ხელს შეუწყობს კონსენსუსის შემდგომ ჩამოყალიბებას და ოქტომბერში აღმოსავლეთ აზიის თანამშრომლობის შესახებ ლიდერების შეხვედრებისთვის პოლიტიკური ნიადაგის და შედეგების…

მეტი...

რუსეთმა დიდი ბრიტანეთის 15 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „შავ სიაში“ მოხვდნენ უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ბრიტანული კერძო კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული არიან უკრაინელი სამხედროების მომზადებაში, სამხედრო სამრეწველო კომპლექსის საწარმოების ხელმძღვანელები, რომლებიც კიევს ეხმარებიან, ასევე ანტირუსული პოზიციის მქონე ექსპერტები და პუბლიცისტები. უწყების ცნობით, სასანქციო სიის გაფართოება ლონდონის აგრესიულ ქმედებებზე რეაგირების ფარგლებში მოხდა. რუსეთის სანქციების სიაში მოხვდა რამდენიმე თავდაცვითი კომპანიის ხელმძღვანელი, ასევე სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის თანამშრომელი ნაიჯელ გულდ-დევისი და გამოცემა „დეილი ტელეგრაფის“ მიმომხილველი.

მეტი...

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა,  დაკავებულია 1 პირი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში, გ.ცაბაძის ქუჩაზე 1993 წელს დაბადებული მ.შ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი –…

მეტი...

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა იქნება

სამხრეთ სამეზობლოში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ხავიერ კოლომინა გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეა პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და მსახურობდა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად. “ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და საჰელის რეგიონები მნიშვნელოვანია ჩვენი ალიანსისთვის. ხავიერ კოლომინას ნატო-ს პარტნიორებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი დანიშვნა კიდევ უფრო გააძლიერებს ნატოს მნიშვნელოვან მუშაობას სამხრეთში”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. განცხადების მიხედვით, კოლომინა იქნება პასუხისმგებელი სამხრეთში ნატოს ძალისხმევის კოორდინაციასა და ხილვადობის გაზრდაზე და გააძლიერებს პარტნიორებთან ჩართულობას.

მეტი...

ესტონეთის ახალი პრემიერი აცხადებს, რომ უკრაინას ომში გამარჯვებამდე დაეხმარება

კრისტენ მიხალი, ესტონეთის ახალი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ყოველთვის უკრაინის მხარდამჭერი იქნება და მას ომში გამარჯვებამდე დაეხმარება. „მხარს დავუჭერთ უკრაინას ომში მის  გამარჯვებამდე. ჩვენ ამას გრძელვადიანად გავაკეთებთ. იმედი მაქვს, ჩვენი მოკავშირეებიც ანალოგიურად ფიქრობენ“, – განაცხადა ესტონეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა. რაც შეეხება ქვეყნის ახალ მთავრობას, მისი შეფასებით, მტერს უგზავნიან გზავნილს, რომ ესტონეთი დაცულია. „ახალი მთავრობის მიზანია, ესტონელ ხალხს, ესტონურ ეკონომიკას, ჩვენს მოკავშირეებს უსაფრთხოების შეგრძნება მიანიჭოს და ჩვენს მტერს გაუგზავნოს გზავნილი, რომ ესტონეთი კარგად არის დაცული.  მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ნატო-ში მოკავშირეებთან და ასევე უკრაინასთან. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ჩვენი მშპ-ს 0,25%-ით. წინა მთავრობიდან მომდინარე ეს…

მეტი...

ერგნეთის 5 საათიანი შეხვედრა დღესაც შეთანხმების გარეშე დასრულდა

დისკუსია კონსენსუსის გარეშე -ერგნეთის შეხვედრა , რომელიც დღეს 5 საათი გაგრძელდა, კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. მოლაპარაკებების მთავარ თემა უკანონო ბორდერიზაცია  და ცხინვალის ციხეში მყოფი ტყვეების  გათავისუფლება იყო. “გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 120-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა  პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი, ასევე, მკაცრად დაგმეს შეხვედრებს შორის პერიოდში იდენტიფიცირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის წინაშე…

მეტი...

დავით ქაცარავა 2000 ლარით დააჯარიმეს

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წევრი, დავით ქაცარავა სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. ის პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს და ორი მუხლიდან ერთ-ერთში დამნაშავედ ცნეს. მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, წვრილმანი ხულიგნობას საქმე ქაცარაცას წინააღმდეგ მტკიცებულების არარსებობისა და დაუდასტურებლობის გამო შეწყდა. რაც შეეხება მეორე – 173-ე მუხლს, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს, ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დავით ქაცარავას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა ორი წლის ვადით.  

მეტი...

“უკრაინისთვის იარაღის შესაძენად რუსული აქტივების გამოყენებას საპასუხო ზომები მოჰყვება”- პესკოვი

„უკრაინისთვის იარაღის შესაძენად რუსული აქტივების გამოყენების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსეთი სამართლებრივ ზომებს მიმართავს“-ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვი ამბობს, რომ  აღნიშნული გადაწყვეტილება არის საკუთრების უფლების ხელყოფა. „მოსკოვი შეიმუშავებს იმ პირების სამართლებრივი დევნის შესაძლებლობებს, ვისაც კავშირი აქვთ რუსული აქტივების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებასთან, რადგან ეს არის საერთაშორისო სამართლის პირდაპირი დარღვევა, ეს არის საკუთრების უფლების ხელყოფა“, – განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, გუშინ ბრიუსელში გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდგომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ აგვისტოში ევროკავშირი უკრაინას გადასცემს გაყინული რუსული აქტივების შემოსავლებიდან 1,4 მილიარდ ევროს ოდენობის პირველ ტრანშს.  …

მეტი...

„აქ არის ორი ვარიანტი – არის შავი და არის თეთრი, არჩევანი ძალიან მარტივია“- ილიკო სუხიშვილი

“მე დღეს მესმის, რომ თქვენ ხართ მართლა იმედი, ჯენზი, თქვენ არ ნებდებით, თქვენ არ წააგებთ არასოდეს, იმიტომ, რომ იმხელა შინაგანი მუხტი დევს თქვენში და ეს ყველამ დავინახეთ”- ასე მიმართა ილიკო სუხიშვილმა ახალაგაზრდებს ღონისძებაზე, სადაც „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღდმეგები და ხელოვანები არიან შეკრებილები და არჩვნების წინ სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.  ქართული ნაციონალური ბალეტის, “სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ ხელმძღავენელმა შეკრებილებს უთხრა, რომ არჩევანი „შავსა და თეთრს“ შორის არის. „მე გამახსენდა ჩემი თაობის პერიოდში 9 აპრილის საშინელი დღეები, როცა მილიციის ფორმაში ჩაცმული ჩვენი მილიციელები ხალხის მხარეს იდგნენ და გამოჰყავდათ ხალხი და მეორე მხარეს იდგა მერვე პოლკი, რომელიც გვხოცავდა და…

მეტი...

უკრაინის საგარეო მინისტრო ჩინელ კოლეგას ხვდება

უკრაინის საგარეო სამეთა მინისტრი კულება ჩინეთშია. მისი ვიზიტი სამდღიანია, რომლის ფარგლებში კულება ჩინეთის საგარეო მინისტრ ვანგ ის შეხვდება. როგორც ჩინეთის საგარეო საქმთა სამინისტროში განმარტავენ, ერთ-ერთი სასაუბრო თემა ჩინეთ-უკრაინის თანამშრომლობა იქნება. „უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის კულებას ჩინეთში ვიზიტის დროს, საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი მასთან მოლაპარაკებებს გამართავს. ორი საგარეო საქმეთა მინისტრი გაცვლიან მოსაზრებებს ორი პრეზიდენტის საერთო გაგების განხორციელების, ჩინეთ-უკრაინის თანამშრომლობის ხელშეწყობისა და ორმხრივი ინტერესის საკითხებზე. როდესაც საქმე უკრაინის კრიზისს ეხება, ჩინეთს ყოველთვის სჯერა, რომ ადრეული ცეცხლის შეწყვეტა და პოლიტიკური მოწესრიგება ყველა მხარის ინტერესებშია. ჩინეთი გააგრძელებს მშვიდობისა და დიალოგის მხარეზე დგომას და…

მეტი...

მოჭიდავეები, რომლებიც ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან პატრიარქმა დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დალოცა მოჭიდავეები, რომლებიც ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „ა.წ. 22 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) ერთად დალოცა მოჭიდავეები, რომლებიც ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ და მიტროპოლიტმა შიომ ასევე დალოცეს უკვე პარიზში მყოფი ჩვენი სპორტსმენები და ყველას გამარჯვება უსურვეს“- აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.  

მეტი...

მინისტრი იმპორტიორებს მოუწოდებს სწრაფად აღმოფხვრან ონკოპაციენტების მედიკამენტების დეფიციტი

“ბოლო პერიოდში მწვავე და მძიმე შეხვედრა გვქონდა, მათ შორის აფთიაქებთან, იმპორტიორებთან, რომელთაც მოვუწოდეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრან ონკოპაციენტების მედიკამენტების დეფიციტი”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. როგორც მინისტრი ამბობს, თუ არ იქნება ადეკვატური გამოხმაურება კერძო სექტორიდან, სახელმწიფო იძულებული იქნება გარკვეული ინტერვენციებით შევიდეს და  რეგულაციის განსხვავებული მეთოდები აირჩიოს. სარჯველაზე ამბობს, რომ თითოეული ერთი მედიკამენტის დეფიციტი განსაკუთრებული ყურადღების საგანია. „რა საკვირველია, მედიკამენტების დეფიციტი ბაზარზე პერიოდულად იქმნება და საკმაოდ მწვავე კომუნიკაცია გვაქვს იმპორტიორებთან, სააფთიაქო ქსელებთან. მწვავე საკითხია, თითოეული ერთი მედიკამენტის დეფიციტიც განსაკუთრებული ყურადღების მიზეზია, განსაკუთრებული ინტერესის საგანიც. დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იმპორტს და…

მეტი...

თურქეთში ცნობილი რუსი ბლოგერი დაიღუპა

რუსი მოტობლოგერი ტატიანა ოზოლინა დაიღუპა. ის სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში, ქალაქ მილასთან ავტოავარიას შეეწირა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბლოგერი იზმირიდან ბოდრუმში მოტოციკლეტით მიემართებოდა, რა დროსაც ავარია მოუვიდა. ის მასთან ერთად მყოფ თურქ მოტო ბლოგერს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ტატიანა ოზოლინა ადგილზე გარდაიცვალა, თურქი მოტოციკლისტი კი, მძიმე დაზიანებებით, საავადმყოფოშია გადაყვანილი. ოზოლინა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოტობლოგერი იყო. მას სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავდა.

მეტი...

„მანანა ღვინჯილია პოლიტიკური ნიშნით არ გაგვინთავისუფლებია“ – №51 საჯარო სკოლის განცხადება

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის №51 საჯარო სკოლა სასწავლო დაწესებულებიდან მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის, მანანა ღვინჯილიას გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მანანა ღვინჯილია სკოლიდან პოლიტიკური ნიშნით არის გათავისუფლებული, სიმართლეს არ შეესაბამება და სკოლის დისკრედიტაციას ემსახურება. „მანანა ღვინჯილია სკოლაში განსაზღვრული იყო დასუფთავება-ჰიგიენაზე პასუხისმგებელ პირად და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორად. მისი გათავისუფლება მოხდა არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ არაერთი დისციპლინური გადაცდომის გამო. არსებული ფოტო და ვიდეომასალებით დგინდება მისი გულგრილი და ზერელე დამოკიდებულება დაკისრებული მოვალეობისადმი. აქვე გაცნობებთ, რომ გათავისუფლებამდე მას მიეცა შენიშვნა და შემდეგ უკვე – საყვედური. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, მან ჯეროვნად არ შეასრულა…

მეტი...

უკრაინაში საომარი მდგომარეობა გახანგრძლივდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის კიდევ 90 დღით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას რადას დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს. გადაწყვეტილებას პარლამენტის 339-მა წევრმა დაუჭირა მხარი. ამგვარად, საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია უკრაინაში 9 ნოემბრამდე გახანგრძლივდა.

მეტი...

სიცილიაში ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო აეროპორტი დაიხურა

სიცილიის ქალაქ კატანიაში ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო აეროპორტი დაიხურა. შეჩერებულია ყველა რეისის მიღება და გამგზავრება. ადმინისტრაციის ცნობით, აეროპორტი მუშაობას ნორმალურ რეჟიმში განაახლებს, როგორც კი ფერფლის ამოფრქვევა შეწყდება. ეტნა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, ბოლო დღეებია, ლავასა და ფერფლს აფრქვევს.

მეტი...

“ტრამპის არჩევის შემთხვევაში ჩნდება უდიდესი იმედი, რომ ომი დასრულდება”-მდინარაძე

“საერთოდ დავანებოთ თავი, ვის ვინ მოსწონს და რომელი ადმინისტრაცია, ტრამპი თუ სხვა ნებისმიერი კანდიდატი. ტრამპის არჩევის შემთხვევაში ჩნდება უდიდესი იმედი, რომ ომი დასრულდება”– ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ტრამპი ამბობს, რომ მეორე დღესვე შეუძლია ომის დასრულება, რაც ინტერესებს გადაალაგებს. „ომის დასრულება არის ის ფაქტორი, რაც ტრამპის არჩევის შემთხვევაში გაცილებით მოსალოდნელია, ვიდრე მეორე შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ლოგიკური გაგრძელება არის, რომ საქართველოს მიმართ შეიცვლება ინტერესები და ეს აწყობს მხოლოდ ხელისუფლებას კი არა – ჩვენც გვაწყობს სუბიექტურად – ობიექტურად აწყობს საქართველოს და მის მოსახლეობას, რომ ქვეყანაში ომში ჩართვის,…

მეტი...

“სამწუხაროდ, ძველი „ნაცმოძრაობა“ ბარიერს გადალახავს”- მდინარაძე

“სამწუხაროდ, ძველი „ნაცმოძრაობა“ ბარიერს გადალახავს, ახალი ეპოტინება მიზანს, დანარჩენები ცდილობენ, მაგრამ ბარიერს ვერ უახლოვდებიან და ამ შემთხვევაში ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას მივიღებთ” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძე ამბობს,რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველა რესურსის გამოყენების მცდელობა აქვს. „ნაცმოძრაობას“ მცდელობა აქვს, რომ ყველა რესურსი გამოიყენოს, „5“-იანის ფაქტორიც. პარტია ვინაიდან რამდენიმე ნაწილად გაიყო, მათი მიზანია, აგენტურამ მაქსიმალურად შეძლოს გაშლა ველზე იმგვარად, რომ გაშლილმა პატარ-პატარა ჯგუფებმა რამენაირად ბარიერი გადალახონ და თან რამენაირად საკუთარი ქვეყანა დააზიანონ. ერთწლიან პერიოდში ქვეყნის არევა, ომში ჩართვა და ამ ქვეყანაში კატასტროფის გამოწვევა მოახერხონ, ოღონდ დავალება შეასრულონ. ერთი პარტიის…

მეტი...

პალესტინელებს შორის დიდი შეთანხმება ჩინეთში შედგა

„ჩინეთი და პალესტინა მეგობრები და კარგი პარტნიორები არიან. 14 პალესტინის ფრაქციის შეკრება პეკინში ეროვნული სიმართლისთვის მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტი იყო პალესტინის განთავისუფლების საქმეში. ჩინეთი აფასებს ყველა ფრაქციის ძალისხმევას შერიგების მისაღწევად, ულოცავს წარმატებულ პეკინის დიალოგს და მხარს უჭერს 14 ფრაქციას პეკინის დეკლარაციის ხელმოწერაში განხეთქილების დასრულებისა და პალესტინის ეროვნული ერთიანობის გაძლიერების შესახებ“ – აღნიშნული განცხადება ჩინეთის საგარეო სამეთა მინისტრმა პალესტინის ფრაქციებს შორის შერიგების დეკლარაციის გაფორმების შემდეგ გააკეთა. როგორც ვანგ იმ აღნიშნა, ეროვნული გათავისუფლების საქმეში წარმატება ყველაზე მნიშვნელოვანია. „ჩინელები ამბობენ: “ძმები ერთად მუშაობენ და მათი მოგება ოქროს ამტვრევს”. როგორც არაბული ანდაზა ამბობს, “თანამშრომლობა იწვევს…

მეტი...