ეთიოპიაში მეწყერს, 157 ადამიანი ემსხვერპლა

ეთიოპიის სამხრეთ ნაწილში უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესი გამოიწვია, რის შედეგადაც, სულ მცირე, 157 ადამიანია დაღუპული.

ხელისუფლებაში შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება და მაშველებს პერიოდულად ტალახის მასიდან დაღუპულთა ცხედრები ამოჰყავთ. ამ დროისთვის დაკარგულად რამდენიმე პირია მიჩნეული.

მსგავსი თემები