კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

​თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ჯამში თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსიგან 29 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი – 39.

„გამოჯანმრთელებული პაციენტების სიას შეემატა კიდევ სამი პაციენტი, ჩვენს ცენტრს ჰყავს 29 გამოჯანმრთელებული პაციენტი. გაეწერებიან ალბათ დღეს. უკვე პასუხი მიღებულია, შეჯერებულია მათი კლინიკური მონაცემები პისიარის ტესტის პასუხთან და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, თანდათანობით დატოვებენ ცენტრს“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები