დმიტრო კულება ჩინეთში ჩავიდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჩინეთში ჩავიდა, სადაც მას საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ისთან მოლაპარაკებები აქვს დაგეგმილი. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას კულება სოციალურ ქსელებში  ავრცელებს.

„წინ ჩინელ კოლეგასთან, ვან ისთან ფართო, დეტალური, საგნობრივი მოლაპარაკებებია სამართლიანი მშვიდობისკენ გზების შესახებ. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ სამშვიდობო გეგმების კონკურენცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიევი და პეკინი აწარმოებენ პირდაპირ დიალოგს და პოზიციების გაცვლას“, – აღნიშნავს კულება.

კულებას განცხადებით, ეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ორმხრივი ვიზიტია არა მხოლოდ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან, არამედ 2012 წლის შემდეგ.

უკრაინელი დიპლომატის განცხადებით, ჩინელ კოლეგასთან ორმხრივ ურთიერთობებსაც განიხილავს.

„დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო, ჩინეთმა ჩვენს სახელმწიფოსთან ურთიერთობებს ევროპასთან თავისი სტრატეგიული ურთიერთობების პრიზმიდან უნდა შეხედოს“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

მსგავსი თემები