”ტრამპმა ზელენსკის უთხრა არ დაუჯეროს, რომ აშშ-ის მისი გამარჯვება შესაძლოა, რუსეთისთვის სასარგებლო იყოს”- პრესსმდივანი

“დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეგფონო საუბრისას უთხრა, არ დაუჯეროს ყალბ ამბებს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვება შესაძლოა, რუსეთისთვის სასარგებლო იყოს”- ვოლოდიმის ზელენსკის პრესმდივნის ამ განცხადებას უკრაინული მედია ავრცელებს. სერგეი ნიკიფოროვის ინფორმაციით,  ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, რომ არ დაუჯეროს იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობენ ახსნან და გაამართლონ რუსეთი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებები. „ტრამპმა ასევე თქვა ძალიან საინტერესო რამ: მან თქვა, რომ არ დაიჯეროთ „ყალბი ამბები“, რომ მისი არჩევნებში გამარჯვება შეიძლება სასარგებლო იყოს რუსეთისთვის“- ამბობს სერგეი ნიკიფოროვი. ტრამპსა და და ზელენსკის შორის სატელეფნო საუბარი შედგა.

მეტი...

“პოლიტიკური კულტურა არ მაძლევს უფლებას, ვუპასუხო შეკითხვას, ვისი გამარჯვება მსურს აშშ-ში”- ალიევი

“გადაწყვეტილებას ამერიკელი ხალხი მიიღებს, მათი პრეზიდენტის არჩევნებია, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი მსოფლიოსთვის, რადგან  გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც აშშ-ის პირველი პირი მიიღებს, დიდწილად დამოკიდებული იქნება მრავალი ქვეყნის ხალხის ბედი”, – აღნიშნულთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, შუშის მეორე გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა. უპასუხა შეკითხვას, ვის გამარჯვებას ისურვებდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლიტიკური კულტურა არ აძლევს შესაძლებლობას, დაასახელოს სასურველი კანდიდატი, თუმცა, მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპის გზავნილები, რომ მისი პრეზიდენტობისას ომები არ ყოფილა. „არსებობს პოლიტიკური კულტურა, რომელიც არ მაძლევს უფლებას, პირდაპირ ვუპასუხო თქვენს შეკითხვას, მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, თქვენი კითხვა…

მეტი...

“საქართველოს ხელისუფლება ცდილობს პოზიციონირებას, როგორც ნეიტრალური, უბლოკო ქვეყანა” – ბჟანია

17 ივლისს, ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთს უახლოვდება და რომ “ოცნების” ხელისუფლება ცდილობს პოზიციონირებას, როგორც ნეიტრალური, უბლოკო ქვეყანა – კარგი ურთიერთობებით რუსეთთან. ის დე ფაქტო პარლამენტში ესწრებოდა სხდომას, სადაც “აპარტამენტების კანონს” განიხილავდნენ. ამ კანონპროექტს აფხაზეთში მოქალაქეების დიდი პროტესტი მოჰყვა. მას ე.წ. პრეზიდენტი პირადად ლობირებს. “ჩვენ გარშემო პოლიტიკური კონტექსტი იცვლება. უმჯობესდება ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს პოზიციონირებას, როგორც ნეიტრალური, უბლოკო ქვეყანა – კარგი ურთიერთობებით რუსეთთან. ამ პირობებში ვერ მოვახდენთ ჩვენი პოლიტიკური და დიპლომატიური შესაძლებლობების იგნორირებას”,- განაცხადა ბჟანიამ  

მეტი...

ისრაელმა იემენში შიიტი „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებულ ქალაქზე მასშტაბური იერიში მიიტანა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ იემენში შიიტი „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებულ ქალაქ ჰოდეიდაზე მასშტაბური იერიში განახორციელა. სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი დღით ადრე „ჰუსიტების“ უპილოტო აპარატი ისრაელის ქალაქ თელ ავივში აფეთქდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელი იემენლ „ჰუსიტებს“ საპასუხო მოქმედებით დაემუქრა. იემენური მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა საპორტო ქალაქში საწვავის საცავები დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ავიაგამანადგურებლებმა „ჰუსიტების“ სამხედრო სამიზნეები დაბომბეს. ეს არის ისრაელის პირველი პირდაპირი თავდასხმა იემენზე.  

მეტი...

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ რამაზ ბეღელურს 8-თვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა

საოკუპაციო რეჟიმმა რამაზ ბეღელურს 8-თვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. ბეღელური ოკუპანტებმა სამი თვის წინ, აღდგომას, იმ დროს დააკავეს, როცა ძმის საფლავს ასუფთავებდა. ოჯახთან კავშირზეა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს ტყვეობაში მყოფი კაცის გასათავისუფლებლად. ვითარებას ართულებს ის, რომ უკანონო პატიმარს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს. ბეღელური  წარსულში რამდენჯერმეა გატაცებული და ერთ-ერთი შემთხვევის დროს, ფორმიანების მხრიდან წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლიც გახდა. “ავად არის, ყოველდღიური წამლების ქვეშაა, წამლები რომ არ დალიოს კრუნჩხვებში ჩავარდება და რეანიმაციაში ხვდება. “ვივა მედის” კლინიკაში იმედს არც მეუბნებოდნენ ექიმები თუ გამოვიდოდა…

მეტი...

“აშშ-სთან ჩვენს ურთიერთობაში იყო გარკვეული აღმავლობის და დაცემის პერიოდები” – ალიევი

“აშშ-სთან ჩვენს ურთიერთობაში იყო გარკვეული აღმავლობის და დაცემის პერიოდები, რაც ჩვენი ბრალი არ იყო. ისინი ცდილობდნენ, ჩარეულიყვნენ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ცდილობდნენ პოლიტიკური ოპოზიციის დაფინანსებას”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშის გლობალურ მედიაფორუმზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრა აშშ-სთან ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ რესპუბლიკელების ადმინისტრაციებთან ქვეყნის ურთიერთობები იყო წარმატებული და შედეგებზე ორიენტირებული. „ჩვენ გვქონდა ძალიან ეფექტიანი თანამშრომლობა პრეზიდენტ ტრამპის დროს. ისინი აგებული იყო ურთიერთპატივისცემაზე და ურთიერთდახმარებაზე. ჩვენი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან ყოველთვის სტაბილური იყო. იყო გარკვეული აღმავლობის და დაცემის პერიოდები, რაც ჩვენი ბრალი არ იყო. იმის გამო, რომ ისინი ცდილობდნენ, ჩარეულიყვნენ ჩვენს პოლიტიკურ…

მეტი...

„ერთი მხრივ, ევროპა გვთხოვს გაზის წარმოების გაზრდას და ტრანსპორტირებას, მეორე მხრივ, არ აფინანსებენ”- ალიევი

„ერთი მხრივ, ევროპა გვთხოვს გაზის წარმოების გაზრდას და ევროპაში ტრანსპორტირებას, რადგან მათ ეს სერიოზულად სჭირდებათ, მეორე მხრივ, არ აფინანსებენ,“– ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშის გლობალურ მედიაფორუმზე. ალიევის განმარტებით, მათ ინვესტიციის სრული სარგებელი არ მიუღიათ. „მათ უნდათ, რომ სამხრეთ გაზის დერეფანი გავაფართოოთ, 16 მილიარდი კუბური მეტრიდან 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე, საუბარია ტრანსანატოლიურ მილსადენზე. მოდით, გავზარდოთ ტრანსადრიატიკული მილსადენი 10 მილიარდიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე. იქ მილიარდების ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ. შემიძლია ვთქვა, რომ სამხრეთ გაზის დერეფანში ჩვენი ინვესტიციის სრული სარგებელი ჯერ არ მიგვიღია. ისინი ჩვენგან იქ მილიარდების ინვესტიციას ელოდებიან. ამასთან, ამბობენ,…

მეტი...

“ჩვენ უკრაინის მხარეს უნდა ვიყოთ” – ოლაფ შოლცი

“გერმანიის ისტორიის გათვალისწინებით, ჩვენ უკრაინის მხარეს უნდა ვიყოთ”, – აღნიშნულთან დაკავშირებით,  გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ადოლფ ჰიტლერის წარუმატებელი მკვლელობის მცდელობის მე-80 წლისთავზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. „ჩვენი საკუთარი ისტორიის გათვალისწინებით, გერმანიისთვის ამ სიტუაციაში მხოლოდ ერთი ადგილი შეიძლება არსებობდეს: უკრაინის მხარეს. 2024 წელს არ შეგვიძლია ამ 20 ივლისის აღნიშვნა უკრაინის მამაც მოქალაქეებზე ფიქრის გარეშე, რომლებიც ორ წელზე მეტია ეწინააღმდეგებიან დანაშაულებრივ რუსულ აგრესიულ ომს“, – განაცხადა შოლცმა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე საუბრისას გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ახლა მიმდინარეობს ომი, „რომლითაც რუსეთის ხელმძღვანელები ღიად მისდევენ უკრაინის დაპყრობისა და მისი, როგორც სუვერენული ქვეყნის განადგურების…

მეტი...

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შემდეგი სამიტი უნგრეთში გაიმართება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შემდეგი სამიტი შვიდ ნოემბერს უნგრეთში გაიმართება. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შემდეგი სამიტი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორ დღეში ჩატარდება.  

მეტი...

ესპანეთში სამი პრორუსი ჰაკერი დააკავეს

ესპანეთში სამი პრორუსი ჰაკერი დააკავეს. ინფორმაციას ესპანეთის პოლიცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაკავებულები უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოების წინააღმდეგ კიბერშეტევებს ახორციელებდნენ. ისინი ესპანეთისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების სამთავრობო ინსტიტუტებისა და სტრატეგიული სექტორების წინააღმდეგ კიბერშეტევებში მონაწილეობდნენ. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინას მხარს უჭერენ, კიბერშეტევების სამიზნეს სამთავრობო სექტორის საჯარო და კერძო ორგანიზაციების ვებ-გვერდები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ძირითადი სერვისები წარმოადგენდა.

მეტი...

“ტერორიზმის და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მიბარებს სუს-ი”- ნადიმ ხმალაძე

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე აცხადებს, რომ მას სუს-ში გამოკითხვაზე იბარებენ. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, უწყებაში ტერორიზმის და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაიბარეს. “მე, ნადიმ ხმალაძეს, ტერორიზმის და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მიბარებს სუსი”- წერს ხმალაძე. ნადიმ ხმალაძე ე.წ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციებშიც მონაწილეობდა.  

მეტი...

„ჩინეთი უნდა შეჩერდეს“- ჯეიკ სალივანი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მრჩეველის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, შეერთებული შტატები ჩინეთში იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომს ხელს უწყობენ, ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩინეთი უნდა შეჩერდეს, რადგან ვფიქრობთ, რომ ის ღრმად სცილდება ნაციონალური სახელმწიფოების ღირსეული ქცევის საზღვრებს… თქვენ შეგიძლიათ ელოდოთ დამატებით სანქციებს, რადგან, როგორც ჩვენ ვხედავთ, ეს სურათი აგრძელებს განვითარებას უახლოეს კვირებში”- აღნიშნა სალივანმა.

მეტი...

კრასნოდარში მოსახლეობამ ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების მოთხოვნით ქუჩა გადაკეტა

კრასნოდარში მოსახლეობამ ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების მოთხოვნით ქუჩა გადაკეტა, პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.  ინფორმაციას რუსული „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლების ყურადღების მიქცევას ცდილობენ და აცხადებენ, რომ ჯერ ელექტროენერგია კვირაში ერთხელ, შემდეგ სამჯერ, ახლა კი 12-15 საათის განმავლობაში ითიშება. შემთხვევის ადგილზე ქალაქის მერი ევგენი ნაუმოვი და პოლიციელები მივიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დააკავეს.  

მეტი...

განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. პროკურატრურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ივლისს, ასხის მთაზე არსებულ საძოვარზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს  დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებისშედგეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 19 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მეტი...

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი დაიკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში დონეცკის რეგიონის ბახმუტის რაიონში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ამავე ცნობით, რუსი სამხედროები სოფელ რაზდოლოვკაში შევიდნენ და სოფელ პროგრესშიც შეძლეს წინსვლა, რომელიც დონეცკის რეგიონის პოკროვსკის რაიონში მდებარეობს. „დიფსთეითის“ ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს საბრძოლო მოქმედებების ახალი რუკა, რომელიც აჩვენებს, რომ პროგრესში მყოფი რუსები ცდილობენ წინსვლას ორი მიმართულებით.

მეტი...

თეთრ სახლში ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას განიხილავენ

თეთრ სახლში ისრაელის ეროვნული უსაფრთხოებისა და ფინანსთა მინისტრების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. Axios-ის ცნობით, ოთხშაბათს, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასავლეთ სანაპიროზე უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ გვირისა და ფინანსთა მინისტრის, ბეზალელ სმოტრიჩის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ იმსჯელეს. გამოცემა წერს, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ შეხვედრაში მონაწილე საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოების წარმომადგენლებს კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ.  

მეტი...

“დამნაშავის შეფარება არ არის ევროპული ღირებულება”- პაპუაშვილი

„როდესაც ევროპულ ღირებულებებზე იქნება საუბარი, არ დაგვავიწყდეს, რომ სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ ქართული ჯარისთვის ფულის მოპარვაში დამნაშავედ ცნობილი დავით კეზერაშვილი თავს ევროკავშირს აფარებს“ – ამის შესახებ,საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, დამნაშავის შეფარება არ არის ევროპული ღირებულება, როგორც ეს ქართველებს გვესმის. „როდესაც ევროპულ ღირებულებებზე იქნება საუბარი, არ დაგვავიწყდეს, რომ სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ ქართული ჯარისთვის ფულის მოპარვაში დამნაშავედ ცნობილი დავით კეზერაშვილი თავს ევროკავშირს აფარებს. მისივე აღიარებით, ჯარისთვის მოპარული ფულით, საქართველოში ის პარტიებს, ენჯეოებს და მედიას აფინანსებს. დამნაშავის შეფარება არ არის ევროპული ღირებულება, როგორც ეს ქართველებს გვესმის“ – წერს პაპუაშვილი.…

მეტი...

“ჩემი, შენი პატიმარი არ არსებობს”- მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები პროტესტს აგრძელებენ

საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით პატიმრების ოჯახის წევრების პროტესტს აგრძელრებენ. ისინი ხელისუფლებისგან პატიმრებისთვის სასჯელის ერთ მეოთხედით შემცირებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამნისტიის შესახებ ახალ კანონს ძალა დაეკარგება. „1/4 ამნისტიას ვითხოვთ, რომ საყოველთაო ამნისტია ყველას შეეხოს. ჩემი, შენი პატიმარი არ არსებობს, პატიმარი არის ჩვენი. არ ვითხოვთ, რომ გავიღეთ ციხის კარი და ყველა გამოუშით-თქო, უბრალოდ ადამიანები ყველა ვართ, ყველა ვუშვებთ შეცდომებს და გვინდა შეღავათი 1/4 მაინც მივცეთ პატიმრებს” – ამბობს პატიმრის ოჯახის წევრი.

მეტი...

მოტოციკლეტის საპატრულო პოლიციის მანქანაზე შეჯახების თვითმხილველი გაათავისუფეს

გიორგი მოდებაძე, რომელმაც 19 ივლისს მოტოციკლეტის საპატრულო პოლიციის მანქანაზე შეჯახების შემდეგ ვიდეო გადაიღო გაათავისუფლეს. ის პოლიციას მათი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული წესით ჰყავდა დაკავებული. 19 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თბილისში ბაიკერი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მოტოციკლეტი პატრულის მანქანას ყაზბეგის გამზირზე, ასათიანის ქუჩის კვეთასთან მაშინ შეეჯახა, როცა პოლიციის ეკიპაჟმა ბაიკერს გზა ჩაუკეტა. დაღუპული 19 წლის რევი დემეტრაშვილია. ამ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, ყაზბეგის გამზირზე ვიდეოგადაღება დაიწყო ერთ-ერთმა თვითმხილველმა გიორგი მოდებაძემ.  

მეტი...

ავტობანზე ტრაილერი ამოტრიალდა

ავტობანზე, გურიის გამოსასვლელთან ტრაილერი ამოტრიალდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული არავინაა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მეტი...

ტრამპსა და მის ოჯახზე მუქარის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, სენატორ ჯეი დი ვენსისა და მათი ოჯახების მიმართ სოციალურ ქსელებში მუქარის გამოქვეყნების ბრალდებით, ფლორიდაში მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. მოკვლის მუქარების ბრალდებით დაკავებულია მაიკ ვაისმენი, რომელიც საპატიმროშია გადაყვანილი. გამოძიების ცნობით, მაიკ ვაისმენმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დონალდ ტრამპისა და მისი ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატის, ვენსის წინააღმდეგ მუქარის შემცველი რამდენიმე შეტყობინება დაწერა. ასევე ფიზიკური დაზიანების მუქარებს ტრამპისა და ვენსის ოჯახის წევრების მისამართითაც აქვეყნებდა.  

მეტი...

საფრანგეთში პოლიციამ გარემოსდამცველი აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში პოლიციამ  გარემოსდამცველი აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციის მონაწილეები  სოფლის მეურნეობისთვის წყლის რეზერვუარების მშენებლობას აპროტესტებენ. აქტივისტები დემონსტრაციას უკვე მეორე დღეა მართავენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით ქალაქ ლა-როშელის პორტში მივიდნენ, სადაც მათ მობილიზებული პოლიცია დახვდათ. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, წყლის გიგანტურ აუზებში, რომელთა მშენებლობას მეტწილად საფრანგეთის ხელისუფლება აფინანსებს, ზამთრის პერიოდში წყლის დაგროვება უნდა მოხდეს, რათა მშრალი ზაფხულის პერიოდში ნათესების მოსარწყავად გამოიყენონ. რეზერვუარების შევსება, გრუნტის წყლის ამოქაჩვით უნდა მოხდეს, თუმცა პროექტის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს აზრს მოკლებული იქნება, თუკი ზამთრის პერიოდში საკმარისი ნალექი არ მოვა. მოწინააღმდეგეების მტკიცებით, გრუნტის წყლის ღია…

მეტი...

თბილის-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით საქართველოს რკინიგზა 1 აგვისტოდან რეისებს ამატებს. მატარებელი, რომელიც თბილისიდან 06:30 საათზე გადის, 25 აგვისტომდე იმოძრავებს.

მეტი...

ჩინური ფაიფური და ფასები – ვიდეორეპორტაჟი

როგორია ჩინური ფაიფური 2 000 წლიანი ისტორიით? რატომ სჭარბობს ლურჯი ფერები? რა გამოსახულებებია აღბეჭდილი ფაიფურის ნაკეთობებზე? როგორია ფასები – ეს ყველაფერი „მედიაცენტრი მთავარის“ ვიდეორეპორტაჟში.

მეტი...

ბანგლადეშში საპროტესტო აქციაზე სულ მცირე 105 ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 105 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სტუდენტების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე შვიდასზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ასი პოლიციელი და ოცდაათი ჟურნალისტი. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა დემონსტრანტებზე თავდასხმებს „შოკისმომგვრელი და მიუღებელი“ უწოდა და პასუხისმგებელი პირების დასჯა მოითხოვა. 19 ივლისს, ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი გამოაცხადა.  

მეტი...

ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 ივლისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 ივლისს 10:00 საათზე, დაიწყება. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაციას გაივლიან 2-დან 6 წლამდე საქართველოს მოქალაქე ან ბინადრობის უფლების მქონე ბავშვები, რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად. “იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს და ჩაეწეროს სარეზერვო სიაში“- აცხადებენ სააგენტოში.  

მეტი...

„მე ვიმედოვნებ, რომ საქართველო სერიოზულად გადახედავს ზოგიერთ კანონმდებლობას“- ლატვიის პრეზიდენტი

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩ “ამერიკის ხმისთცვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველომ სერიოზულად უნდა გადახედოს ზოგიერთ კანონმდებლობას. „თუკი რომელიმე ქვეყანას სურს გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი და ის არ აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, ეს არჩევანია, ამ ქვეყნის სუვერენული არჩევანი. მაგრამ წევრი სახელმწიფოების სუვერენული არჩევანია ისიც, რომ აღარ გააგრძელონ ეს პროცესი. მე ვიმედოვნებ, რომ საქართველო სერიოზულად გადახედავს ზოგიერთ კანონმდებლობას, და თუ ეს ასე არ მოხდა, ნუ ელოდებით ჩვენგან იმის შესაძლებლობის განხილვას, რომ საქართველოსთან პროცესი გაგრძელდეს. ეს არ ეხება [კანდიდატი ქვეყნების თაობაზე] შეუქცევად თუ შექცევად გადაწყვეტილებას. ეს ეხება იმას, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა იმ ორგანიზაციების…

მეტი...

ამერიკელი სენატორი უცხოურ აგენტად მოქმედებაში დამნაშავედ ცნეს

ბობ მენენდესი პირველი ამერიკელი სენატორი გახდა, რომელიც უცხოურ აგენტად მოქმედებაში დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას, ანალიტიკური ფორუმი Just Security აქვეყნებს. როგორც სტატიაში აღნიშნული, დემოკრატიული პარტიის წევრი სენატორისთვის, ბობ მენენდესისთვის 16 ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა ფატალური დარტყმა იყო აშშ-ის კონგრესში მისი 30-წლიანი კარიერისთვის. მენენდესმა მიანიშნა, რომ სენატიდან წასვლას გეგმავს. სტატიის ავტორი ადამ კლასფელდი წერს, რომ, პოლიტიკური შედეგების გარდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბრალდების მე-14 და მე-15 პუნქტებს, რომელთა თანახმადაც, მენენდესს ბრალი ედება ეგვიპტის მთავრობის აგენტად მოქმედებისთვის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ლიდერის პოზიციის გამოყენებაში. გარდა ამისა, სტატიაში ნათქვამია, რომ როდესაც სენატორს გასული წლის სექტემბერში პირველად წარუდგინეს…

მეტი...

ჩინეთში საავტომობილო ხიდი ჩამოინგრა-დაღუპულია 11 ადამიანი

ჩინეთში, შენსის პროვინციაში საავტომობილო ხიდის ჩანგრევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დილის საათებში მოხდა.  ხიდის ჩანგრევის მიზეზად წყალდიდობა სახელდება. სახელმწიფო მედიის ცნობით, დადასტურდა, რომ მდინარეში ხიდის ჩანგრევის შედეგად ხუთი მანქანა ჩავარდა, 30 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო რაზმები, მათ შორის 850-ზე მეტი პერსონალი, 90 მანქანა, 20 ნავი და 41 დრონი. ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა ადგილობრივ ხელისუფლებას სამაშველო ოპერაციისთვის ყველა ზომის გამოყენებისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ჩინეთი ამჟამად წყალდიდობის კრიტიკულ პერიოდში იმყოფება და ადგილობრივმა მთავრობებმა უნდა აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემის გასაძლიერებლად.

მეტი...

„ეს ამნისტია არის პოლიტიკურად მოტივირებული, უზნეო, არაჰუმანური ამნისტია”- გოცირიძე

“ევროოპტიმისტების” ლიდერი, რომან გოცირიძე ამნისტიის შესახებ კანონპროექტს უზნეოს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ოპოზიციონერის თქმით, სახალხო დამცვალის რეკომენდაცია სწორია, თუმცა მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ არ გაითვალისწინებს.  „ეს ამნისტია არის პოლიტიკურად მოტივირებული, უზნეო, არაჰუმანური ამნისტია, შერჩევითად არის განხორციელებული. სწორი რეკომენდაციაა, რასაც სახალხო დამცველი ამბობს, მაგრამ მეორე და მესამე მოსმენისას არ მგონია, რომ “ქართულმა ოცნებამ” ეს გაითვალისწინოს, ვინაიდან მათ უკვე წინასწარ აქვთ ყველაფერი გაანგარიშებული და დათვლილი”- ამბობს რომან გოცირიძე.

მეტი...

“თუ პუტინი მოიგებს, ის არა მხოლოდ საქართველოს მოისურვებს, არამედ ახლო საზღვარგარეთსაც”- ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი პუტინის აგრესიასა და მიზნებზე საუბრობს. ჯონსონი  Daily Mail-ში გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ ომის მოგების შემთხვევაში, პუტინი არ გაჩერდება. “თუ პუტინი მოიგებს, რა თქმა უნდა ის არ გაჩერდება უკრაინაში. დახედეთ რუკას, მოუსმინეთ იმ შემზარავ სიტყვებს, რასაც რუსეთის პრეზიდენტი ახლა ამბობს, მოუსმინეთ პოლონეთის ისტორიისა და მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზების მისეულ გაგებას. პუტინმა ნათელი გახადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა – მისი სიტყვებით – “მე-20 საუკუნის უდიდეს კატასტროფად” მოიაზრებს და მისი ხელახლა შექმნა უნდა. ის არა მხოლოდ საქართველოს მოისურვებს, არამედ მთელ რუსულ “ახლო საზღვარგარეთსაც”. მან უკვე დაიწყო ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში რუსულენოვანი…

მეტი...

თავდასხმის შედეგად სუმის ოლქში ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა

სუმის ოლქის ადმინისტრაციის ცნობით, რუსული ძალების მიერ მორიგი თავდასხმის შედეგად, ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა. ადგილზე ამ დროისთვის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობენ და ზარალის ხარისხს იკვლევენ. მანამდე, ბოლო თვეების განმავლობაში, უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის გაძლიერებული თავდასხმების ფონზე, უკრაინის უმსხვილესმა კერძო ენერგო პროვაიდერმა DTEK-მა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმების შედეგად გამოწვეული ენერგომომარაგების შემცირების გამო, უკრაინელებს ელექტროენერგია მხოლოდ 6-7 საათის განმავლობაში ექნებათ, მომავალ ზამთარს.

მეტი...

სროლის შედეგად დაჭრილი რადას ყოფილი დეპუტატი საავადმყოფოში გარდაიცვალა

უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატს ირინა ფარიონს ესროლეს. ის  საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას უკრაინული მედია ლვოვის პირველი სამედიცინო ასოციაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაცია  დაადასტურა  ლვოვის მერმა ანდრეი სადოვიმაც. შეგახსენებთ, რომ ფარიონის ლვოვში 19 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავში ჭრილობები მიაყენეს. ის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს.  

მეტი...

30 წლის გერმანელ ექიმს ბელარუსიაში სიკვდილით დასჯა მიესაჯა

ბელარუსში სასამართლომ გერმანელ ექიმს, 30 წლის რიკო კრიგერს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ის სასამართლომ დახურულ პროცესზე ექვსი მუხლით ცნო დამნაშავედ, მათ შორის ტერორიზმსა და დაქირავებულ საქმიანობაში. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვესნა“ ავრცელებს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მინსკში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს გერმანიის მოქალაქეს, თუმცა უწყებას განცხადებაში სახელი არ დაუკონკრეტებია. სამინისტროს ცნობით, უწყება მოქალაქეს საკონსულო დახმარებას უწევს და ინტენსიურად მუშაობს ბელარუსის ხელისუფლებასთან. ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ სიკვდილით დასჯას სასტიკ და არაჰუმანურ ფორმად მიიჩნევს და მთელ მსოფლიოში მის გაუქმებას უჭერს მხარს.  

მეტი...

ევროპის მე-8 ოლიმპიადას ფიზიკაში (EuPhO 2024) ქუთაისმა უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ორგანიზებით, მიმდინარე წელს ევროპის მე-8 ოლიმპიადას (EuPhO 2024) ქუთაისმა უმასპინძლა. ოლიმპიადის დახურვა და გამარჯვებულთა დაჯილდოება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცერემონიების დარბაზში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა მიიღო. მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მონაწილეებს ოლიმპიადაში მიღწეული წარმატება მიულოცა და მადლობა გადაუხადა მათ დაინტერესებისთვისა და ჩართულობისთვის. 2024 წლის ფიზიკის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების წევრებმა ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ლუკა თვალავაძემ ოქროს, თორნიკე ცაძიკიძემ ვერცხლის, ხოლო ცოტნე გიორგაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ…

მეტი...

როსტოვში აცხადებენ, რომ რეგიონის თავზე 26 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

როსტოვის ოლქის გუბერნატორის ვასილი გოლუბევის მტკიცებით, რეგიონის თავზე ღამით 26 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ გოლუბევი ტელეგრამ-არხში ავრცელებს. გუბერნატორის ინფორმაციით, დრონებით იერიშის შედეგად დაშავებულები არ არიან. დრონების ნამტვრევების ჩავარდნის ადგილებში საგანგებო სამსახურები მუშაობე გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში როსტოვის ოლქში მილეროვოს სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე აფეთქებების და ხანძრის შესახებ ვრცელდება ცნობები. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდეს სმოლენსკის ოლქის თავზე.  

მეტი...