მოტოციკლეტის საპატრულო პოლიციის მანქანაზე შეჯახების თვითმხილველი გაათავისუფეს

გიორგი მოდებაძე, რომელმაც 19 ივლისს მოტოციკლეტის საპატრულო პოლიციის მანქანაზე შეჯახების შემდეგ ვიდეო გადაიღო გაათავისუფლეს. ის პოლიციას მათი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული წესით ჰყავდა დაკავებული.

19 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თბილისში ბაიკერი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მოტოციკლეტი პატრულის მანქანას ყაზბეგის გამზირზე, ასათიანის ქუჩის კვეთასთან მაშინ შეეჯახა, როცა პოლიციის ეკიპაჟმა ბაიკერს გზა ჩაუკეტა. დაღუპული 19 წლის რევი დემეტრაშვილია.

ამ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, ყაზბეგის გამზირზე ვიდეოგადაღება დაიწყო ერთ-ერთმა თვითმხილველმა გიორგი მოდებაძემ.

 

მსგავსი თემები