კრასნოდარში მოსახლეობამ ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების მოთხოვნით ქუჩა გადაკეტა

კრასნოდარში მოსახლეობამ ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების მოთხოვნით ქუჩა გადაკეტა, პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.  ინფორმაციას რუსული „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლების ყურადღების მიქცევას ცდილობენ და აცხადებენ, რომ ჯერ ელექტროენერგია კვირაში ერთხელ, შემდეგ სამჯერ, ახლა კი 12-15 საათის განმავლობაში ითიშება.

შემთხვევის ადგილზე ქალაქის მერი ევგენი ნაუმოვი და პოლიციელები მივიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დააკავეს.

 

მსგავსი თემები