თეთრ სახლში ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას განიხილავენ

თეთრ სახლში ისრაელის ეროვნული უსაფრთხოებისა და ფინანსთა მინისტრების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. Axios-ის ცნობით, ოთხშაბათს, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასავლეთ სანაპიროზე უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ გვირისა და ფინანსთა მინისტრის, ბეზალელ სმოტრიჩის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ იმსჯელეს.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ შეხვედრაში მონაწილე საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოების წარმომადგენლებს კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

 

მსგავსი თემები