რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი დაიკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში დონეცკის რეგიონის ბახმუტის რაიონში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ამავე ცნობით, რუსი სამხედროები სოფელ რაზდოლოვკაში შევიდნენ და სოფელ პროგრესშიც შეძლეს წინსვლა, რომელიც დონეცკის რეგიონის პოკროვსკის რაიონში მდებარეობს.

„დიფსთეითის“ ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს საბრძოლო მოქმედებების ახალი რუკა, რომელიც აჩვენებს, რომ პროგრესში მყოფი რუსები ცდილობენ წინსვლას ორი მიმართულებით.

მსგავსი თემები