ბანგლადეშში საპროტესტო აქციაზე სულ მცირე 105 ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 105 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სტუდენტების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე შვიდასზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ასი პოლიციელი და ოცდაათი ჟურნალისტი.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა დემონსტრანტებზე თავდასხმებს „შოკისმომგვრელი და მიუღებელი“ უწოდა და პასუხისმგებელი პირების დასჯა მოითხოვა.

19 ივლისს, ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი გამოაცხადა.

 

მსგავსი თემები