“მკაფიოდ ვიტყვი, რომ აშშ მხარს არ უჭერს რომელიმე ერთ პარტიას მეორეს საპირწონედ” – ეზრა ზეია

“გვჭირდება დავინახოთ კონკურენტუნარიანი თავისუფალი პროცესი. ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და მხარს ვუჭერ მათ უფლებას, გააკეთონ არჩევანი,” – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეზრა ზეიამ. როგორც მან აღნიშნა, “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონი ქართველ ხალხს აზიანებს. “მე აქ ვიმყოფები ძალიან მნიშვნელოვან დროს, საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისა და 30 წლიანი პარტნიორობის რთულ დროს. ახლახან დავასრულე შეხვედრები. მე გავაჟღერე 3 ძირითადი გზავნილი. ჩვენ, აშშ, ვართ უაღრესად შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და დეზინფორმაცია, რომელიც ვრცელდება მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, რომელიც აზიანებს ჩვენს პარტნიორობას, ადამიანის უფლებებს და ევროატლანტიკურ გზას. ე.წ. “უცხოური გავლენის”…

მეტი...

უეფა-მ წესები შეცვალა – გიორგი მიქაუტაძეს „ოქროს ბუცის” მოგების შანსი კვლავ აქვს

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ევრო 2024-ზე ბომბარდირთა დავაში “ოქროს ბუცის” გადაცემის კრიტერიუმები შეცვალა. დღემდე მოქმედი წესით, თუ ფეხბურთელები თანაბარი რაოდენობის გოლებს დააგროვებდნენ, მაშინ ასისტები და ტურნირზე ჩატარებული წუთები ჩაითვლებოდა, რითაც ესპანელი დანი ოლმო ლიდერობდა. ამის შესახებ, ინფორმაციას უეფა ავრცელებს. ახალი წესების მიხედვით, კი ტურნირის ბომბარდირი და “ოქროს ბუცის” მფლობელი გახდება ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე მეტ გოლს გაიტანს. ამრიგად, ამ პრესტიჟული ჯილდოს მოპოვების შანსი გიორგი მიქაუტაძეს კიდევ აქვს, რომელსაც დანი ოლმოსთან, კოდი გაკპოსთან, ჰარი კეინთან, ჯამალ მუსიალთან და სლოვაკ ივან შრანცთან ერთად 3 გოლი აქვს შეგდებული.

მეტი...

მეწყერი ნეპალში – დაღუპულია 91 ადამიანი

ნეპალში მეწყერს 91 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის გამო გზის სავალი ნაწილი ჩამოიშალა და ორი ავტობუსი მდინარეში გადავარდა. სამოცი ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს. მაშველებმა მდინარეში გადავარდნილი ავტობუსიდან სამი ადამიანის პოვნა და გადარჩენა შეძლეს. ნეპალის პრემიერ მინისტრმა გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. მან სამაშველო სამსახურებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მეტი...

სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფით ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება ჰიდროფობიის კლინიკური ნიშნებით ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დადასტურდა ცოფის შემთხვევა“- აცხადებენ სააგენტოში. მათივე ცნობით, ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყეს მოკვლევა. „ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ინსპექტორებმა დაიწყეს მოკვლევა. დადგინდა, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პაციენტის ოჯახს რამდენიმე თვის წინ ქუთაისიდან წამოყვანილი ჰყავდა ლეკვი, რომელიც მალევე ავად გახდა და დაუდგენელი დიაგნოზით მოკვდა, ძაღლის სიკვდილის შესახებ სააგენტოს ინფორმაცია არ მიუღია. ცოფის შემთხვევის დადასტურების შემდეგ, გამოვლენის კერებში ტარდება ამთვისებელი ცხოველების გადაუდებელი ვაქცინაცია. სააგენტოს რეკომენდაციით, დაწესდა საკარანტინო შეზღუდვები, რაც ქუჩაში და სხვა ადგილებში…

მეტი...

საქართველომ „უკრაინის ბირთვული ობიექტების ტექნიკური და ფიზიკური უსაფრთხოების შესახებ“ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

საქართველო იმ 99 ქვეყანას შორისაა, რომელმაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას „უკრაინის ბირთვული ობიექტების ტექნიკური და ფიზიკური უსაფრთხოების შესახებ“ მხარი დაუჭირა. რეზოლუციაში ასევე გამოთქმულია მოწოდება რუსეთის მიმართ, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან და გაათავისუფლოს ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტრო სადგური. დოკუმენტს მხარი 99-მა ქვეყანამ, ცხრის წინააღმდეგ დაუჭირა. 60-მა დელეგატმა კი თავი შეიკავა. მათ შორის სომხეთმა. რეზოლუცია რუსეთისგან მოითხოვს „შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია“ და „უპირობოდ გაიყვანეს შეიარაღებული ძალები ამ ქვეყნის ტერიტორიებიდან, მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში“. დოკუმენტი ასევე შეიცავს მოთხოვნას ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურიდან გაყვანილი იქნას სამხედროებისა და სხვა ავტორიზაციის არმქონე პირები და ბირთვულ ობიექტზე კონტროლი უკრაინას დაუბრუნდეს.

მეტი...

ნაგავსაყრელზე სამგზავრო ჩანთაში, დასახიჩრებული ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს – ახალგაზრდა ქალს ეძებენ

რუსეთში, პერმში, ახალგაზრდა ქალმა სამგზავრო ჩანთა ნაგავსაყრელზე დატოვა, რომელშიც მცირეწლოვანი ბავშვის დასახიჩრებული ცხედარი აღმოაჩინა. მედიაში გავრცელდა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ ღამის საათებში, ახალგაზრდა ქალი ჩანთით ხელში, ქალაქის ქუჩებში გადაადგილდება. მასზე ძებნაა გამოცხადებული. ვარაუდობენ, რომ ის მოკლული ბავშვის დედაა.  

მეტი...

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე „ქართულ ოცნებას“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია „ქართულ ოცნებას“  დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. “მმართველი პარტიის ლიდერები ავრცელებენ დეზინფორმაციას ხანგრძლივი პარტნიორების შესახებ აშშ-ის ჩათვლით და ეს ემსახურება მხოლოდ ჩვენი მტრების ინტერესებს”, –  აცხადებს უზრა ზეია.  

მეტი...

“მნიშვნელოვანი დისკუსია მქონდა ცესკო-ს თავმჯდომარესთან” – უზრა ზეია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია ცესკო-ს თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდარიშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. როგორც უზრა ზეია აღნიშნავს, აშშ-ის მხარდაჭერა არის გრძელვადიანი და ფუნდამენტური ორმხრივი ურთიერთობებისთვის. „მნიშვნელოვანი დისკუსია მქონდა ცესკო-ს თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდარიშვილთან, რათა კიდევ ერთხელ გამომეხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, მათ შორის, არჩევნებზე ადგილობრივი და საერთაშორისო დაკვირვებისთვის. აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისთვის არის გრძელვადიანი და ფუნდამენტური ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე.

მეტი...

უნგრეთის მიერ ორგანიზებულ მინისტრთა სხდომებში რამდენიმე სახელმწიფო მონაწილეობას არ მიიღებს

უნგრეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს დროებითი თავმჯდომარე ქვეყნის მიერ ორგანიზებულ მინისტრთა სხდომებში მონაწილეობას შვედეთი და კიდევ რამდენიმე ევროპული სახელმწიფო არ მიიღებს. როგორც „როიტერი“ შვედეთის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით წერს,  ქვეყნების დემარში ვიქტორ ორბანის ნაბიჯს უკავშირდება, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება გამართა, რასაც ევროპელი ლიდერთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. „უნგრეთის ქმედებები ევროკავშირს ზიანს აყენებს და ამას ბუდაპეშტისთვის შედეგები უნდა მოჰყვეს. ამიტომ შვედეთი არ მონაწილეობს არაფორმალურ სხდომბეში, რომლებიც დაგეგმილია ივლისში“, – განაცხადა შვედეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა, ჯესიკა როსვალმა. როგორც მან აღნიშნა, შვედეთი, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი ამ სხდომებზე სახელწმიფო მოხელეებით და არა მინსტების დონეზე იქნება წარმოდგენილი. როსვალის…

მეტი...

ამბროლაურში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა-გარდაცვლილია 45 წლის ქალი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩორჯოში, ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოქალქე ცოფით, სავარაუდოდ მისივე ლეკვისგან დაინფიცირდა. „45 წლის ქალი, ცოფით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის თებერვალში, მისივე ლეკვისგან დაინფიცირდა. ამავე თვეში ლეკვი მოკვდა. ქალს ანტირაბიული დახმარებისთვის არ მიუმართავს. ცოფის კლინიკური სურათის განვითარება დაიწყო 6 ივლისს, ამ დაავადებისთვის ტიპური კლინიკური ნიშნებით. შემთხვევა კი 2024 წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა, რომელიც იმავე დღეს დასრულდა ლეტალური გამოსავლით. პჯრ კვლევით დიაგნოზი ლაბორატორიულად დადასტურდა. მსგავსი ფაქტი, 2022 წლის ნოემბრის შემდეგ, წელს პირველად დაფიქსირდა. მიმდინარეობს შესაბამისი რეაგირების ღონისძიებები. ცოფის ვირუსით…

მეტი...

ბრაკონიერობაზე სანქციები მკაცრდება

ბრაკონიერობის პრევენციის მიზნით, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებები შევიდა. აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა, საქართველოს პარლამენტმა მიიღო. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კანონით, რომელიც 2024 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება, ელექტროშოკური მოწყობილობა „თევზჭერის ელექტროიარაღად“ დაკვალიფიცირდა. „თევზჭერის ელექტროიარაღისა და თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის უკანონო ბრუნვა კი, მკაცრად დარეგულირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახალი მუხლით – 181 პრიმა 6. ამ მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. იმავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში,…

მეტი...

„დამ ფიზიკური ძალადობა დაადასტურა“- რა გახდა ცნობილი 21 წლის გოგოს მკვლელობის საქმეში

21 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლომ მტკიცებულებები გამოიკვლია. გაშიფრეს 112-ში შესული პირველი შეტყობინება. გამოიკითხა მოკლული არასრულწლოვანის დაც, რომელმაც ცინდელიანის მხრიდან 21 წლის გოგოზე ძალადობა დაადასტურა. თავად დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ბრალდებულის სახლის დათვალიერებისას ექსპერტიზამ სისხლის მაგვარი ლაქები ამოიღო. “ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის დათვალიერების დროს ამოღებული იქნა, სავარაუდოდ, სისხლის მაგვარი ლაქები, მათ შორის, უკვე მოწმენდილი ლაქები, რომელიც შემდეგ სპეციალური ხსნარის მეშვეობით დაამუშავეს. გარდაცვლილის არასრულწლოვანმა დამ დაადასტურა ფიზიკური ძალადობის ფაქტიც. პროცესზე დავკითხეთ ფსიქოლოგი, რომელმაც დაადასტურა, რომ გარდაცვლილს ჰქონდა ძალიან მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა.”- განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ. რაც შეეხება ბრალდებულის…

მეტი...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. მათივე ინფორმაციით, 13 ივლისის დილამდე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

მეტი...

„ვისაუბრეთ წინასაარჩევნო გარემოზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე“- კობახიძე უზრა ზეიასთან შეხვედრაზე

„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე  უზრა ზეიასთან საინტერესო საუბარი მქონდა საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების დინამიკაზე“ – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ხაზი გაესვა ორმხრივი პარტნიორობის გაუმჯობესების აუცილებლობას. „ხაზი გავუსვით ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის განახლების და გაუმჯობესების აუცილებლობას, რათა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობით სარგებელი მივიღოთ. ვისაუბრეთ წინასაარჩევნო გარემოზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე თავისუფალი, უსაფრთხო და გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველსაყოფად“ – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა  

მეტი...

მოსკოვის ოლქში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში ავიაკატასტროფა მოხდა. ინფორმაციას რუსული მედია ოლქის მეთაურზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, თვითმფრინავში მხოლოდ ეკიპაჟის წევრები, იმყოფებოდნენ. Sukhoi Superjet-ის ლაინერი ტყის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და სავარაუდოდ ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა.  რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ თვითმფრინავი გარემონტების შემდეგ ქარხნიდან ვნუკოვოს აეროპორტისკენ მიფრინავდა. ჩამოვარდნილი ლაინერი  ექსპლუატაციაში 2014 წლიდან იყო და ის ავიაკომპანია  „გაზპრომ ავიას“  ეკუთვნოდა.

მეტი...

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უზრა ზეიას შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, ასევე ბოლო პერიოდში არსებულ გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის და აღნიშნა, რომ ამ პროცესში შემხვედრ ნაბიჯებს და პრაგმატულ, რაციონალურ, სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო მომავალი საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო. პრემიერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ამჯერადაც უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება და პლურალისტური, საერთაშორისო…

მეტი...

„ისრაელისა და ნატო-ს თანამშრომლობის მცდელობას თურქეთი არ დათანხმდება“ – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ დაბლოკავს ნატო-სა და ისრაელის თანამშრომლობის ნებისმიერ მცდელობას, ვიდრე პალესტინის ტერიტორიაზე მშვიდობა არ იქნება მიღწეული. „ვიდრე ყოვლისმომცველი და მდგრადი მშვიდობა არ იქნება მიღწეული პალესტინის მიწაზე, ისრაელისა და ნატო-ს თანამშრომლობის მცდელობას თურქეთი არ დათანხმდება“, – განაცხადა ერდოღანმა ვაშინგტონში ნატო-ს სამიტის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს დაავალა, შეხვდეს სირიელ კოლეგას, რათა მომზადდეს თურქეთის პრეზიდენტისა და სირიის ლიდერის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ბაშარ ასადის შეხვედრა.

მეტი...

„მოვუწოდებ საქართველოს ხელმძღვანელობას, თავისი კომპასი გაასწოროს“ – აუსტრევიჩი

„2008 წლიდან პირველად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების განზრახვა არ იქნა ჩაწერილი“, – აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი “ტვიტერის” პირად გვერდზე. “2008 წლიდან პირველად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების განზრახვა არ იქნა ჩაწერილი. ეს ემთხვევა ქვეყნის მმართველი პარტიის დაპირებას, დაამარცხონ “ლიბერალური ფაშიზმი”. მოვუწოდებ საქართველოს ხელმძღვანელობას, თავისი კომპასი გაასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპულ გზასაც გაუშვებთ ხელიდან ”, – წერს აუსტრევიჩუსი.

მეტი...

ენმ-ის თავმჯდომარემ მოადგილეებად ზაზა გოგავა და იგორ ნარმანია დანიშნა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მოადგილეებად გენერალი ზაზა გოგავა და ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანია დაასახელა. მისი განცხადებით, ეს ინსტიტუციური ცვლილება არჩევნებამდე 3 თვით ადრე მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ ბრძოლაში, რომელიც ქართული ოცნების დამარცხებას გულისხმობს. „26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსი. მჯერა ერთიანობით, საერთო ძალისხმევით, გუნდურობით გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და გადარჩება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი. არჩევნებამდე დარჩა 106 დღე, შეუძლებელი უნდა შევძლოთ, უნდა ვიმუშაოთ 24 საათიან რეჟიმში, რათა გვქონეს ყველაზე ეფექტური კამპანია, ყველაზე გამართული ორგანიზაციული სტრუქტურა ამ არჩევნებისთვის, რომელსაც აქვს გადამწყვეტი როლი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ევროატლანტიკური…

მეტი...

,,ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა ავღანეთში ძალიან ბევრი სისხლი დაღვარეს და კონკრეტული ქვეყნის მაღალჩინოსნები ჩვენ გმირ ჯარისკაცებს უკან ეფარებოდნენ” – ანრი ოხანაშვილი

,,ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა ავღანეთში ძალიან ბევრი სისხლი დაღვარეს და კონკრეტული ქვეყნის მაღალჩინოსნები ჩვენ გმირ ჯარისკაცებს უკან ეფარებოდნენ”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებისას. „ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა ავღანეთში ძალიან ბევრი სისხლი დაღვარეს და კონკრეტული ქვეყნის მაღალჩინოსნები ჩვენ გმირ ჯარისკაცებს უკან ეფარებოდნენ. ეს ბიჭები იყვნენ ფრონტის წინა ხაზზე. როგორ ხდება ეს? ამ ბიჭების სიცოცხლე, აგვისტოს ომი დასრულდა, მორჩა? ანუ ეს არის ციფრები, წლები და დასრულდა და ახლა „ენჯეოების“ წვრთნების ინტერესი აქვს ვინმეს? ეს ყველას კიდევ…

მეტი...

ჩინეთის სამხედრო დელეგაცია ბელარუსში ჩავიდა

ჩინეთის არმიის გაერთიანებული ლოჯისტიკური ძალების ჩინეთის სამხედრო დელეგაცია 11 ივლისს ბელარუსში ჩავიდა. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე სამხედრო თანამშრომლობა განიხილეს. ჩინეთის დელეგაცია მინსკში 13 ივლისამდე დარჩება. იქამდე, 6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ჩინელი სამხედროები ბელარუსში ერთობლივ ანტიტერორისტულ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ.

მეტი...

BBC-ის ჟურნალისტის ცოლ-შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

კაცი, რომელიც BBC-ის ჟურნალისტის, ცოლისა და ორი შვილის არბალეტით მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი დააკავეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. პოლიციის განცხადებით, სამმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 26 წლის კაცი ხუთშაბათს, 11 ივლისის საღამოს დააკავეს. ,,გამოძიება ჩქარი ტემპით მიმდინარეობს და შედეგად, ჩვენ უკვე დავაკავეთ მამაკაცი. გამოძიება ამ დროისთვის გრძელდება,” – განაცხადა დეტექტივმა რობ ჰოლმა. შეგახსენებთ, რომ BBC-ის ჟურნალისტის ჯონ ჰანტის ცოლი და ორი შვილი სამშაბათს საღამოს, ჩრდილოეთ ლონდონში, არბალეტით მოკლეს.

მეტი...

,,ოპოზიციაში კონფიგურაციას დაალაგებს უცხოური ძალა, მათ არავინ შეეკითხება, ვინ ვისთან ერთად გამოვა” – გურამ მაჭარაშვილი

,,ოპოზიციაში კონფიგურაციას დაალაგებს უცხოური ძალა, მათ არავინ შეეკითხება, ვინ ვისთან ერთად გამოვა, ვერაფერს აკეთებენ, აგენტი როცა ხარ, ხელი გაქვს მოწერილი, ვერ შეეწინააღმდეგები”, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, უცხოური ძალა ცდილობს, ისეთი ცენტრი შექმნას, რომ ხუთპროცენტიანი ბარიერი გაადალახვინოს. „ოპოზიციაში კონფიგურაციას უცხოური ძალა დაალაგებს, მათ არავინ შეეკითხება, ვინ ვისთან ერთად გამოვა. მიუხედავად იმისა, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ნაცმოძრაობის“ გარდა, ყველა ამბობდა, ცენტრს თვითონ შექმნიდა, ვნახეთ, რომ ნიკა მელია, რომელიც ორი წლის განმავლობაში ოლიგარქს უწოდებდა კეზერაშვილს, აგინებდა, უკვე ჩაახუტეს კეზერაშვილს, დააქორწინეს და მეჯვარე გვარამია ჰყავს. უცხოური ძალა…

მეტი...

,,ამათი გაერთიანება რა უნდა იყოს? მკვდარი მკვდარს აეკიდაო” – ირაკლი ზარქუა ხაზარაძისა და გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე

ირაკლი ზარქუა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიების გაერთიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მიადგილე მიიჩნევს, რომ გაერთიანება „ლელოს“ და „საქართველოსთვის“ უცხოელმა „პატრონებმა“ დაავალეს. „რაც მათ ერთმანეთს აკადრეს, ერთმანეთს აგინეს, ამის შემდეგ ერთად რომ დადგები და ამომრჩეველს ეტყვი – ჩვენ გუნდი ვართ და კოალიციურად მოვდივართ მთავრობაში, ვინ დაგიჯერებს? ამათი გაერთიანება რა უნდა იყოს? მკვდარი მკვდარს აეკიდაო. იყვნენ და მოატყუონ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, შემორჩენილი რომ ჰყავთ. რატომ გაერთიანდნენ? პატრონებმა დაუკვეთეს. ასე არის საჭირო, რომ მადამ პრეზიდენტის ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდნენ და ერთიანი ფრონტი უნდა…

მეტი...

,,პოლონეთის საზღვრის მახლობლად ბელარუსის და ჩინეთის ერთობლივი წვრთნები ადასტურებს, როგორ უახლოვდება ჩინეთი ნატო-ს ევროპაში” – იენს სტოლტენბერგი

,,პოლონეთის საზღვრის მახლობლად ბელარუსის და ჩინეთის ერთობლივი წვრთნები ადასტურებს, როგორ უახლოვდება ჩინეთი ნატო-ს ევროპაში”, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხდა. მისი თქმით, ავტორიტარული რეჟიმები ერთმანეთს უახლოვდებიან. „უნდა გვახსოვდეს, რა რეჟიმებზეა საუბარი. ჩვენ ვსაუბრობთ ავტორიტარულ რეჟიმებზე. ჩინეთი ჩაგრავს საკუთარ ხალხს, ანადგურებს დემოკრატიულ ხმებს. მათ ფაქტობრივად ჩაახშეს დემოკრატიული ხმები ჰონგ კონგში, უფრო თამამი ქცევა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ემუქრებიან მეზობლებს, ემუქრებიან ტაივანს. ჩინეთი ახორციელებს სამხედრო ძალის უზარმაზარ გაფართოებას გამჭვირვალობის გარეშე და დიდ ინვესტიციას ახორციელებს ახალ თანამედროვე რაკეტებში, ბირთვულ იარაღში. კიდევ ერთხელ, ის ფაქტი, რომ ისინი უფრო და უფრო უახლოვდებიან…

მეტი...

,,საფრანგეთის ელჩის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს. არანაირი თანხა საქართველოს ბიუჯეტში საფრანგეთის ბიუჯეტიდან არ შედის” – პაპუაშვილი

,,საფრანგეთის ელჩის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს. არანაირი თანხა საქართველოს ბიუჯეტში საფრანგეთის ბიუჯეტიდან არ შედის. არანაირი პირდაპირი დაფინანსება საფრანგეთიდან არ არსებობს, ამიტომ ცოტა გაუგებარია რას ეხებოდა ეს კომენტარი”, – ასე შეაფასა შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ელჩის განცხადება იმის შესახებ, რომ პარიზმა გადაწყვიტა დროებით შეაჩეროს პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში. „რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, რომ ქვეყნისთვის განსაზღვრული თანხა გადაინაცვლებს „ენჯეო“ სექტორში, მე მგონი ეს პირდაპირ აჩვენებს, რაც ხდება. ვინც ატარებს მათ ინტერესს, მასთან მიდის ფული. რა მომენტშიც ჩათვალეს, რომ შესაძლოა საქართველოს მთავრობა არ ატარებს კონკრეტულად სხვა მთავრობის ინტერესს, დაფინანსებამ გადაინაცვლა მათკენ, ვინც მათ…

მეტი...

რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ლეონიდ გოზმანს დაუსწრებლად 8,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის გაგარინის რაიონის სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ლეონიდ გოზმანს დაუსწრებლად 8,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის პოლიტიკური სიძულვილის მოტივით რუსეთის ჯარზე ფეიკების გავრცელებაში დამნაშავედ ცნეს. Deutche Welle-ს ცნობით, გოზმანს 4 წლით საიტების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საქმიანობაც აეკრძალა. გოზმანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი Facebook-ში და Telegram-ში მისი პოსტები გახდა, სადაც ის, რუსეთის ხელისუფლების აზრით, „რუსეთის ხელისუფლებასა და შეიარაღებულ ძალებზე დამახინჯებულ განცხადებებს ავრცელებდა“. საუბარია გოზმანის მიერ სოცქსელებში 2022 წლის აპრილში გავრცელებულ პოსტებზე. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ გოზმანი საზღვარგარეთ წავიდა, მაგრამ შემდეგ რუსეთში დაბრუნდა. ამის შემდეგ გოზმანი ორჯერ დააკავეს ადმინისტრაციული წესით. პოლიტიკოსი…

მეტი...

,,ირაკლი, სიკეთით სავსე ბიჭო, ეს რა დილა გაგითენდა“ – ვინ არის ტრაგიკულად დაღუპული 17 წლის ბიჭი

ბათუმში უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სახურავიდან 17 წლის ბიჭი ჩამოვარდა და დაიღუპა. ახალგაზრდა ნათესავს სახურავის შეკეთებაში ეხმარებოდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და შენობიდან გადმოვარდა. სასწრაფო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისვლისას, ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდათ. გარდაცვლილი ირაკლი ირემაძეა. ახალგაზრდას მეგობრები და ახლობლები გლოვობენ: „გასკდა გული, შვილო“, ირაკლი, სიკეთით სავსე ბიჭო, ეს რა დილა გაგითენდა“,- წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

მეტი...

,,ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობამ უკვე დიდი ზიანი მოგვიტანა” – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობამ უკვე დიდი ზიანი გამოიწვია. უნგრეთი 1 ივლისს როტაციული პრინციპით გახდა თავმჯდომარე ქვეყანა მომდევნო 6 თვის განმავლობაში. უნგრეთის ულტრამემარჯვენე პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბოლო დღეებში რუსეთსა და ჩინეთში ევროკავშირის კოლეგების მხარდაჭერის გარეშე მოგზაურობით დაპირისპირება გამოიწვია. გუშინ, 11 ივლისს, ორბანი ფლორიდაში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ, დონალდ ტრამპსაც შეხვდა. გერმანიის სამინისტროს სპიკერმა კითხვაზე, თუ როგორ აპირებდა ბერლინი რეაგირებას ორბანის ბოლო დიპლომატიურ ვიზიტებზე უპასუხა, რომ მათ ,,უნდა ნახონ, როგორ გაგრძელდება უნგრეთის საბჭოს თავმჯდომარეობა… მე-12 დღეა და ამან უკვე დიდი ზიანი მოგვიტანა”.

მეტი...

სარფის საბაჟოზე 22 309,94 ლარის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდნენ

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი” არადეკლარირებული ოქროს ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის სამი ფაქტი აღკვეთეს. ,,მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 159,97 გრამი) ნაკეთობები გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 22 309,94 ლარი შეადგინა”, – წერია განცხადებაში. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში, 22 309,94 ლარის ოდენობით განესაზღვრათ.

მეტი...

ლა-მანშის სრუტის გადაკვეთის მცდელობისას, რეზინის ნავი ჩაიძირა – დაიღუპა 4 მიგრანტი

ლა-მანშის სრუტის გადაკვეთის მცდელობისას, რეზინის ნავი ჩაიძირა, შედეგად კი, 4 მიგრანტი დაიღუპა. მედიის ცნობით, საფრანგეთის სანაპირო დაცვამ 63 ადამიანის გადარჩენა ვერტმფრენისა და მეთევზეთა ნავის დახმარებით შეძლო. ცნობისთვის, ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობს კონსერვატორთა საკამათო გეგმაზე თავშესაფრის მაძიებლების რუანდაში დეპორტაციის შესახებ.

მეტი...

ევროკავშირის ერთგულება, იდგეს საქართველოს მოსახლეობის გვერდში და გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება, კვლავ უცვლელია – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

,,ევროკავშირის ერთგულება, იდგეს საქართველოს მოსახლეობის გვერდში და გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება, კვლავ უცვლელია”, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

მეტი...

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეზრა ზეია ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეზრა ზეია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებსა და თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. მანამდე ეზრა ზეია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი ძირითადად შეეხო არჩევნებს და მასზე დაკვირვების პროცესს გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედების პირობებში. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ NDI-ის, IRI-ის და IFES-ის წარმომადგენლები. ასევე, ეზრა ზეია დღეს უნდა შეხვდეს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს.

მეტი...

,,საინტერესოა, რა საქმიანობას ასრულებს კონკრეტული „ენჯეოს“ წარმომადგენელი იმაზე ღირებულს, ვიდრე მეხანძრე, მაშველი?” – ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლები მობილიზაციისგან გათავისუფლდნენ. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გარკვეულ კითხვებს სვამს, თუმცა დამატებითი შეფასებებისგან თავს იკავებს. „საინტერესოა, რა არის არგუმენტი, რა საქმიანობას ასრულებს კონკრეტული „ენჯეოს“ წარმომადგენელი იმაზე ღირებულს, ვიდრე მეხანძრე, მაშველი, რომელიც შეიძლება იყოს გამოძახებული და მობილიზაციაში ჩართული, ხოლო „ენჯეოს“ წარმომადგენელი არა. როდესაც ქვეყნის ინტერესების დაცვაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქის გამოძახება ხდება. მე არც მსურს შევიდე დამატებით შეფასებაში ომში მყოფ ქვეყანასთან მიმართებაში“, – აცხადებს ოხანაშვილი. უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, 133 საზოგადოებრივი ორგანიზაცია და შპს, რომლებიც უცხოური დაფინანსებით საქმიანობენ, მობილიზაციისგან…

მეტი...

პარლამენტში ამნისტიის პროექტის განხილვა მომდევნო კვირაში დაიწყება

„ამნისტიის პროექტი 15 ივლისს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შემოვა და შემდეგ მისი განხილვა კომიტეტებში გადაინაცვლებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მომდევნო კვირაში, რიგგარეშე სესიის ფარგლებში, კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებაა დაგეგმილი, ხოლო საშემოდგომო სესიის დროს მოხდება მისი მესამე მოსმენით მიღება. ,,მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ რატი იონათამიშვილს და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, რომელმაც ეს პროექტი მოამზადა, ასევე საქართველოს მთავრობისა და პროკურატურის წარმომადგენლებს, რომლებთან თანამშრომლობითაც ხდებოდა ამნისტიის პროექტის შემუშავება. ეს არის საკმაოდ დაბალანსებული ამნისტიის აქტი, რომელიც პირველი ნაბიჯია იქითკენ, რაც პრემიერ-მინისტრმა მისი არჩევის დღეს…

მეტი...

,,დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონში შეტანილ სადავო ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა

პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ ,,დაგროვებითი პენსიის” შესახებ კანონში ცვლილების თაობაზე პაკეტს დღეს ხელს ის მოაწერს. სადავო ცვლილებებს ხელი პრეზიდენტმა არ მოაწერა. კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა. ,,საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ პაკეტი „დაგროვებითი პენსიის“ შესახებ კანონში ცვლილების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან მოგვივიდა წერილი, რომ ის არც ხელს აწერს კანონს და არც მოტივირებული შენიშვნებით აბრუნებს მას, ანუ ვეტო არ არის. იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ვიხილეთ წინა ვეტოებთან დაკავშირებით, რომ არგუმენტად „იმიტომ“ იყო მოყვანილი, როგორც ჩანს, ამჯერად „იმიტომ“ არგუმენტით არ სურდა ქალბატონ სალომეს საპარლამენტო მდივანს პარლამენტში მოსვლა და…

მეტი...