მოსკოვის ოლქში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში ავიაკატასტროფა მოხდა. ინფორმაციას რუსული მედია ოლქის მეთაურზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, თვითმფრინავში მხოლოდ ეკიპაჟის წევრები, იმყოფებოდნენ. Sukhoi Superjet-ის ლაინერი ტყის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და სავარაუდოდ ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა.  რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ თვითმფრინავი გარემონტების შემდეგ ქარხნიდან ვნუკოვოს აეროპორტისკენ მიფრინავდა.

ჩამოვარდნილი ლაინერი  ექსპლუატაციაში 2014 წლიდან იყო და ის ავიაკომპანია  „გაზპრომ ავიას“  ეკუთვნოდა.

მსგავსი თემები