,,პოლონეთის საზღვრის მახლობლად ბელარუსის და ჩინეთის ერთობლივი წვრთნები ადასტურებს, როგორ უახლოვდება ჩინეთი ნატო-ს ევროპაში” – იენს სტოლტენბერგი

,,პოლონეთის საზღვრის მახლობლად ბელარუსის და ჩინეთის ერთობლივი წვრთნები ადასტურებს, როგორ უახლოვდება ჩინეთი ნატო-ს ევროპაში”, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხდა.

მისი თქმით, ავტორიტარული რეჟიმები ერთმანეთს უახლოვდებიან.

„უნდა გვახსოვდეს, რა რეჟიმებზეა საუბარი. ჩვენ ვსაუბრობთ ავტორიტარულ რეჟიმებზე. ჩინეთი ჩაგრავს საკუთარ ხალხს, ანადგურებს დემოკრატიულ ხმებს. მათ ფაქტობრივად ჩაახშეს დემოკრატიული ხმები ჰონგ კონგში, უფრო თამამი ქცევა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ემუქრებიან მეზობლებს, ემუქრებიან ტაივანს. ჩინეთი ახორციელებს სამხედრო ძალის უზარმაზარ გაფართოებას გამჭვირვალობის გარეშე და დიდ ინვესტიციას ახორციელებს ახალ თანამედროვე რაკეტებში, ბირთვულ იარაღში.

კიდევ ერთხელ, ის ფაქტი, რომ ისინი უფრო და უფრო უახლოვდებიან რუსეთს, ბელარუსს, უბრალოდ ჯდება ავტორიტარული ძალების ერთობლივი მუშაობის ამ ფართო სურათში. და, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუშაობას ასევე ინდო-წყნარ ოკეანეთში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები