რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ლეონიდ გოზმანს დაუსწრებლად 8,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის გაგარინის რაიონის სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ლეონიდ გოზმანს დაუსწრებლად 8,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის პოლიტიკური სიძულვილის მოტივით რუსეთის ჯარზე ფეიკების გავრცელებაში დამნაშავედ ცნეს.

Deutche Welle-ს ცნობით, გოზმანს 4 წლით საიტების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საქმიანობაც აეკრძალა.

გოზმანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი Facebook-ში და Telegram-ში მისი პოსტები გახდა, სადაც ის, რუსეთის ხელისუფლების აზრით, „რუსეთის ხელისუფლებასა და შეიარაღებულ ძალებზე დამახინჯებულ განცხადებებს ავრცელებდა“. საუბარია გოზმანის მიერ სოცქსელებში 2022 წლის აპრილში გავრცელებულ პოსტებზე.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ გოზმანი საზღვარგარეთ წავიდა, მაგრამ შემდეგ რუსეთში დაბრუნდა. ამის შემდეგ გოზმანი ორჯერ დააკავეს ადმინისტრაციული წესით. პოლიტიკოსი იძულებული იყო, რომ რუსეთი ისევ დაეტოვებინა.

მსგავსი თემები