,,ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა ავღანეთში ძალიან ბევრი სისხლი დაღვარეს და კონკრეტული ქვეყნის მაღალჩინოსნები ჩვენ გმირ ჯარისკაცებს უკან ეფარებოდნენ” – ანრი ოხანაშვილი

,,ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა ავღანეთში ძალიან ბევრი სისხლი დაღვარეს და კონკრეტული ქვეყნის მაღალჩინოსნები ჩვენ გმირ ჯარისკაცებს უკან ეფარებოდნენ”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებისას.

„ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა ავღანეთში ძალიან ბევრი სისხლი დაღვარეს და კონკრეტული ქვეყნის მაღალჩინოსნები ჩვენ გმირ ჯარისკაცებს უკან ეფარებოდნენ. ეს ბიჭები იყვნენ ფრონტის წინა ხაზზე. როგორ ხდება ეს? ამ ბიჭების სიცოცხლე, აგვისტოს ომი დასრულდა, მორჩა? ანუ ეს არის ციფრები, წლები და დასრულდა და ახლა „ენჯეოების“ წვრთნების ინტერესი აქვს ვინმეს? ეს ყველას კიდევ ერთხელ უნდა აძლევდეს დაფიქრების საშუალებას, რომ ასეთი მიდგომით ჩვენ ერთობლივი სასიკეთო საქმეებისთვის მავანის ინტერესი შეიძლება უფრო დავაკმაყოფილოთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონმა მრავალეროვნჯული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“, ევროკავშირმა კი ევროპული სამშვიდობო ფონდიდან 30 მილიონი ევროს გამოყოფა შეაჩერა.

მსგავსი თემები