„ისრაელისა და ნატო-ს თანამშრომლობის მცდელობას თურქეთი არ დათანხმდება“ – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ დაბლოკავს ნატო-სა და ისრაელის თანამშრომლობის ნებისმიერ მცდელობას, ვიდრე პალესტინის ტერიტორიაზე მშვიდობა არ იქნება მიღწეული.

„ვიდრე ყოვლისმომცველი და მდგრადი მშვიდობა არ იქნება მიღწეული პალესტინის მიწაზე, ისრაელისა და ნატო-ს თანამშრომლობის მცდელობას თურქეთი არ დათანხმდება“, – განაცხადა ერდოღანმა ვაშინგტონში ნატო-ს სამიტის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს დაავალა, შეხვდეს სირიელ კოლეგას, რათა მომზადდეს თურქეთის პრეზიდენტისა და სირიის ლიდერის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ბაშარ ასადის შეხვედრა.

მსგავსი თემები