“ჯო ბაიდენი კარგავს მხარდაჭერას დემოკრატი დეპუტატების მხრიდან” – “ბლუმბერგი”

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ათამდე დემოკრატმა, შესაძლოა, ხელი მოაწეროს წერილს, რომლითაც ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნას მოსთხოვენ. აღნიშნულთად დაკავშირებით,  ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ჯო ბაიდენი კარგავს მხარდაჭერას დემოკრატი დეპუტატების მხრიდან, რომლებიც შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ ბაიდენის კანდიდატურამ, შესაძლოა, ქვეყანა რესპუბლიკელების და ტრამპის გამარჯვებამდე მიიყვანოს.

მეტი...

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუმინეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუმინეთის ელჩი კრისტიან ისტრატე საგარეო უწყებაში დაიბარეს და შენიშვნა მისცეს, ხოლო რუმინეთის საელჩოს თანამშრომელს, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, რუსეთიდან გააძევებენ. რუსეთის საგარეო უწყების განმარტებით, ეს არის პასუხი რუმინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, ბუქარესტში რუსეთის საელჩოს თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ. ინფორმაციისთვის, მაისის ბოლოს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ბუქარესტში რუსეთის საელჩოს ერთ-ერთი დიპლომატი. რუმინეთში მაშინ განაცხადეს, რომ საელჩოს თანამშრომელი ეჭვმიტანილია საქმიანობაში, რომელიც ეწინააღმდეგება ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ.

მეტი...

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაიცვალა

27 წლის სპორტსმენი ნუგზარ (ნუგო) წურწუმია გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ცხედარი ხობში, საკუთარ სახლში იპოვეს. ნუგზარ წურწუმია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონია. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.

მეტი...

„ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ ქართველთან თანამშრომლობას”- აშშ-ის ელჩი საქართველოში

„ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ ქართველთან თანამშრომლობას, რათა მხარი დავუჭიროთ ღია და წარმატებულ საქართველოს, რომელსაც აქვს უნარი დაიცვას საკუთარი თავი. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს განათლების სისტემას და ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას“- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა. ელჩის განმარტებით, აშშ-სადა საქართველოს შორის პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის სარგებლის მონტანი იყო. „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა გასული 32 წლის განმავლობაში წარმოუდგენელი წარმატების ისტორიაა ორივე ქვეყნისთვის, სარგებლის მომტანი როგორც ამერიკელების, ასევე ქართველებისთვის. აშშ-თან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ათწლეულის განმავლობაში გაწეული შრომისა და პარტნიორობის შედეგად მიღწეული…

მეტი...

ფოთში მდინარე რიონმა ცხედარი გამორიყა

ფოთში, ნაბადის უბანში, მდინარე რიონმა ახალგაზრდა ქალის ცხედარი გამორიყა. ცხედარი ადგილობრივმა მცხოვრებმა ნახა და შესაბამის უწყებას აცნობა. ადგილზე იმყოფება პოლიცია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება . გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

“დიდი სიხარული და ოპტიმიზმი მოგვიტანა“- რობინ დანიგანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატში ისტორიული ასპარეზობა მიულოცა. ელჩის განცხადებით, ნაკრებმა ყველას სიხარული და ოპტიმიზმი მოუტანა. „მსურს ამ საღამოს ზეიმი დავიწყოთ იმით, რომ მივულოცო გუნდს, რომელმაც მთელს საქართველოს და ყველას, ვისაც საქართველო გვიყვარს, დიდი სიხარული და ოპტიმიზმი მოგვიტანა– ვულოცავ ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს და ყველა საქართველოს მოქალაქეს ევროპის ჩემპიონატში ისტორიულ ასპარეზობას!“- აღნიშნა ელჩმა.  

მეტი...

„ჩვენი სურვილია მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სთან“- კობახიძე

„მინდა მივულოცო ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს დამოუკიდებლობის დღე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დღე ჩვენთვის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შეერთებული შტატების დამოუკიდებობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისებაზე. მთავრობის მეთაურის განცხადებით, იყო რამდენიმე წელი, რამაც დააზიანა ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის და ქართული მხარის სურვილია, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. „მინდა მივულოცო ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს დამოუკიდებლობის დღე. ამერიკის შეერთებული შტატები ასრულბს უმნიშვნელოვანეს როლს მსოფლიო მასშტაბით, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშნელობა ენიჭება ამ დღეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დღე ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა…

მეტი...

„საქართველოს ევროპულ კურსთან დაკავშირებით სპეკულაციები ხელს შეუშლის ქვეყნის წინსვლას“- ბოჭორიშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბუქარესტში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) ყოველწლიურ სესიაში მიიღო მონაწილეობა.  სიტყვით გამოსვლისას ბოჭორიშვილმა რეგიონში უსაფრთხოების გართულებულ ვითარებაზე ისაუბრა და მონაწილეებს შეახსენა, რომ საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა კვლავ რუსული ოკუპაციაა. „უკვე ათწლეულებია ვსაუბრობთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვაზე და საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის აუცილებლობაზე, თუმცა, ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოების საკითხები და ასი ათასობით ქართველის იძულებით გადაადგილება კვლავ ჩვენ ყოველდღიურ წუხილად რჩება,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს შეუქცევად ევროპულ მისწრაფებებს და რეგიონში არსებულ რთულ პირობებში საერთაშორისო პარტნიორების…

მეტი...

“შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს“- რობინ დანიგანი

“შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს, ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ ქართველთან თანამშრომლობას, რათა მხარი დავუჭიროთ ღია და წარმატებულ საქართველოს” – ამის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რობინ დანიგანმა აღნიშნა, რომ თავისუფლებას დიდი ფასი აქვს. ელჩის განცხადებით, მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადამიანებს, ვისაც დემოკრატია აშინებს. „ამერიკული ოცნების არსი არის რწმენა იმისა, რომ თუ თავისუფალ საზოგადოებაში იცხოვრებ და იშრომებ და ძალისხმევას არ დაიშურებ, შეძლებ შენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას. ეს რწმენა და ოპტიმიზმი არის ამერიკული სულისკვეთების არსი.…

მეტი...

“ამ რეზოლუციაში მოხვდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები“- პრემიერი ეუთო-ს რეზოლუციაზე

„ამ რეზოლუციაში მოხვდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა”- ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეუთო-ს რეზოლუციას ეხებოდა. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ფაქტი არის ძალიან დასანანი და სამწუხარო. “ამ რეზოლუციაში მოხვდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები, რაც ძალიან დასანანია, ძალიან სამწუხაროა, თუმცა ეს არის არსებული მოცემულობა და ამის იქით არ მინდა სიღრმეში შევიდე“ –  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

„დახვედრა, რომელიც ჩვენს ფეხბურთელებს ქართველმა ხალხმა მოუწყო, იყო აბსოლუტურად დამსახურებული“- კობახიძე

„ჩვენმა ფეხბურთელებმა გვაჩუქეს განსაკუთრებული სიხარული და სიამაყის განცდა, რაც ასე ძალიან სჭირდებოდა ჩვენს ხალხს“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.  ირაკლი კობახიძის განმარტებით, გუშინ შედგა ნამდვილი ზეიმი და ამას თითოეული ფეხბურთელი იმსახურებდა. „ჩვენმა ფეხბურთელებმა გვაჩუქეს განსაკუთრებული სიხარული და სიამაყის განცდა, რაც ასე ძალიან სჭირდებოდა ჩვენს ხალხს. აქედან გამომდინარე, ის მასშტაბური დახვედრა, რომელიც მოვუწყვეთ ჩვენს ფეხბურთელებს, რომელიც ქართველმა ხალხმა მოუწყო მათ, იყო აბსოლუტურად დამსახურებული. თქვენ ნახეთ, რომ გუშინ შედგა ნამდვილი ზეიმი, რასაც იმსახურებდა თითოეული ფეხბურთელი“- აღნიშნა პრემიერმა.  

მეტი...

იამაიკაში ქარიშხალ 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

იამაიკაში ქარიშხალმა  7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. განადგურებულია აღმოსავლეთ კარიბის ზღვის პატარა კუნძულებზე საცხოვრებელი სახლები და სოფლის მეურნეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ცნობით, ქარიშხალმა “ბერილმა” დაახლოებით დილის 05:00 საათისთვის, იამაიკის დედაქალაქ კინგსტონიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთით, 300 კილომეტრის დაშორებით გაიარა. მისი სიჩქარე, საათში 230 კილომეტრს შეადგენდა.

მეტი...

„არანაირ სანქცირებაზე არაა საუბარი, ყოველდღიური კავშირი გვაქვს ამერიკის საელჩოსთან“- კუპატაძე

„ჩვენ ყოველდღიური კავშირი გვაქვს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან, როგორც FBI-სთან, DEA-სთან, INL-თან და ძალიან ბევრი წარმატებული ოპერაცია გვაქვს ჩატარებული“- ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ. კუპატაძე ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. „პირველ რიგში მინდა მივულოცო ამერიკის ხალხს და მთავრობას დამოუკიდებლობის დღე. მინდა ქალბატონ ელჩს მადლობა გადავუხადო მოწვევისთვის. ჩემი ინფორმაციით, არანაირ სანქცირებაზე არაა საუბარი. ჩვენ ყოველდღიური კავშირი გვაქვს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან, როგორც FBI-თან, DEA-თან, INL-თან და ძალიან ბევრი წარმატებული ოპერაცია გვაქვს ჩატარებული. საათნახევრის წინ ჩამოვფრინდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მოვედი, რომ მივულოცო ამერიკელ ხალხს“- განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.…

მეტი...

„არანაირი სანქცია, არცერთ ძალოვანთან და მათ შორის არც ჩემთან არ მოსულა“- ვაჟა სირაძე

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე ძალოვნების დასანქცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. მისი თქმით, არანაირი შეღზუდვა და სანქცია, არც მასთან არც სხვა თანამშრომლებთან არ მისულა. „თითქოს მე და გარკვეული ძალოვნები დასანქცირდა. პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ძალიან ცუდია, როდესაც გადაუმოწმებელ ინფორმაციას გარკვეული ტელეარხები ავრცელებთ. ვინაიდან არანაირი სანქცია და შეზღუდვები არცერთ ძალოვანთან და მათ შორის არც ჩემთან არ მოსულა. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს შეერთებულ შტატებთან და ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან“- განსაცხადა მან. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება…

მეტი...

“არასოდეს დავუჭერთ მხარს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის კაპიტულაციას” – შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია არ დაუჭერს მხარს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უკრაინის კაპიტულაციას გამოიწვევს. ასე უპასუხა  კანცლერმა ბუნდესტაგში, მემარცხენე პარტიის დეპუტატის, გესინ ლოცშის შეკითხვას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას შეეხებოდა. მემარცხენე პარტიის დეპუტატის გეზინე ლოტჩის კითხვაზე, როდის შეიძლება ცეცხლის შეწყვეტა იქნას მიღწეული, გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის “მშვიდობის წინადადება” გააკრიტიკა. “ჩემი აზრით, ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც უკრაინის კაპიტულაცია აქვს მიზნად, გერმანიის მხრიდან არასდროს არ უნდა დავუჭიროთ მხარი” – განაცხად შოლცმა. მან პუტინის წინადადებას უცნაური უწოდა, ვინაიდან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის იქნება მზად თუ “უკრაინა ასევე დათანხმდება შემდგომ ანექსიებს”. როგორც…

მეტი...

რუსეთი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას აჩერებს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობის შეჩერების შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღეს. გარად ამისა, ის წყვეტს ორგანიზაციის ბიუჯეტში შენატანის გადახდას. რუსეთის პარლამენტის ორივე პალატა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას ადანაშაულებს „მიკერძოებულ დისკრიმინაციულ მიდგომებში, ორმაგ სტრანდარტებში, ტოტალურ რუსოფობიაში. აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთის დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, სულ მცირე, ორ სესიაში მონაწილეობაზე უარი თქვა – ერევანში 2023 წლის შემოდგომის სესიაში და ვენაში 2024 წლის ზამთრის სესიაში. ვიზების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო რუსეთის ფელეგაცია არ იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთსა და კანადაში 2022 და 2023 წლებში ჩატარებულ სხდომებზე.

მეტი...

ერთიან ეროვნულ საგამოცდო პროცესში აბიტურიენტი ბრალდებულები/მსჯავრდებულები ჩაერთნენ

,,წელს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს, მათ შორის 4 არასრულწლოვანია”, – ინფორმაციას ამის შესახებ პენიტენციური სამსახური ავრცელებს. „მსჯავრდებულთათვის აკადემიური განათლების ხელმისაწვდომობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტია. ამ მიზნით პენიტენციურ სისტემაში 2022 წლიდან მოქმედებს ინოვაციური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“, რომელიც პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ ფორმატში დისტანციურად მიიღონ უმაღლესი განათლება საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურებზე. აღსანიშნავია, რომ „ციფრული უნივერსიტეტი“ ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (Europris) ევროპის მასშტაბით 3 საუკეთესო ინოვაციას შორის დაასახელა. Europris-ის ყოველწლიურ ჯილდოზე ევროპის ქვეყნების 37 პროექტი იყო წარდგენილი”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,თუ კრემლი ფრონტის ხაზის გაფართოებას ეცდება, უკრაინას რუსეთის მიმართულებით უფრო შორ მანძილზე დარტყმის უფლება მიეცემა” – ჯიმ ობრაიენი

,,თუ რუსეთი ფრონტის ხაზის გაფართოებას ეცდება, უკრაინას რუსეთის მიმართულებით უფრო შორ მანძილზე დარტყმის უფლება მიეცემა”, – ამის შესახებ ჯიმ ობრაიენმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა. მან ასევე განმარტა, რომ კიევის მიერ საზღვართან რუსული შესაძლებლობების განადგურებით, მოსკოვი თავდასხმის უნარს კარგავს. „ამერიკის შეერთებული შტატების პრიორიტეტი იყო, რომ უკრაინისთვის იარაღი გადაუდებელი საჭიროების ზონებში მიგვეწოდებინა. თავდაპირველად ეს იყო ის ტერიტორია, სადაც რუსეთი უკრაინას ხარკოვის მიმართულებით უტევდა. ახლა კი, როგორც ეს გასულ კვირას ჯეიკ სალივანმა განაცხადა, თუკი რუსეთის ფედერაცია ამ ფრონტის ხაზის გაფართოებას ეცდება, უკრაინას მივცემთ უფლებას, რომ გაცილებით…

მეტი...

ისრაელში, სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა პირმა ორი მამაკაცი დაჭრა, ერთ-ერთი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა

ისრაელის ჩრდილოეთში, სავაჭრო ცენტრში, დანით შეიარაღებულმა პირმა ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა. ერთ-ერთი მათგანი, მოგვიანებით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს და წერს, რომ თავდამსხმელი სამართალდამცველმა მოკლეს. პოლიცია ინციდენტს ტერორისტულ აქტად განიხილავს.

მეტი...

რუსეთი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას აჩერებს

სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ მიიღეს განცხადება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობის შეჩერების შესახებ. მოსკოვი, ასევე შეწყვეტს საწევროს გადახდასაც. ,,მიკერძოებული დისკრიმინაციული მიდგომები, ორმაგი სტანდარტები და ტოტალური რუსოფობია, მოუმზადებლობა არსებითი დისკუსიისთვის, მიუთითებს ეუთოს საპარლამენტო ურთიერთობის მექანიზმის უკიდურეს დეგრადაციაზე“, – აცხადებს რუსეთის პარლამენტი. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც ამ დღეებში იმართება რუმინეთში. ცნობისთვის, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გამო, რუსეთის დელეგაციის წევრებს რუმინეთმა ასამბლეაზე დასასწრებად, ვიზებზე უარი უთხრა.

მეტი...

მიენიჭოს ბუდუ ზივზივაძეს საპატიო ქუთაისელის წოდება – გიორგი კილაძე

მიენიჭოს ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძეს საპატიო ქუთაისელის წოდება. ინიციატივით ქუთაისის საკრებულოს წევრი გიორგი კილაძე გამოდის. მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვანი შედეგი აჩვენა, ერთადერთი ქუთაისელი მონაწილე ბუდუ ზივზივაძე იყო და მას საპატიო ქუთაისელის წოდება ეკუთვნის. ,,მხოლოდ ერთი ქუთაისელი იყო “ევრო 2024″-ზე და ეს ბუდუ ზივზივაძე იყო. ამიტომ მიენიჭოს მას საპატიო ქუთაისელის წოდება. ქუთაისის მერიავ და საკრებულო, ერთი საქმე მაინც გააკეთეთ ქუთაისისთვის და ქუთაისელებისთვის”, – ამბობს პარტია “ახალის” წევრი გიორგი კილაძე.

მეტი...

ბაბაევს მოსამართლემ 1000 ლარიანი გირაო შეუფარდა – პროკურატურა 10 000-ს ითხოვდა

იოსებ ბაბაევს აღკკვეთის სახით 1000 ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გოგა კუპრეიშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. პროკურატურა ბაბაევისთვის 10 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის გარეშე დატოვებას. სამოქალაქო აქტივისტსა და ანტისაოკუპაციო რესტო ბარის მფლობელს, იოსებ ბაბაევს იარაღის უკანონო ფლობას ედავებიან. ბრალი ოფიციალურად მას დღეს წაუყენეს. შეგახსენებთ, რომ იოსებ ბაბაევი 5 ივნისის ღამეს დააკავეს. პოლიციამ მას ჩასაფრება იმ ტერიტორიაზე მოუწყო, რომელიც სათვალთვალო კამერებით არ კონტროლდება. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდნენ, თუმცა უფლებადამცველისა და მეგობრების ინფორმაციით, “მაკაროვი” და “კალაშნიკოვი” მანქანაში ბაბაევს პოლიციელებმა ჩაუდეს.

მეტი...

რუსი გენერალი ტეპლინსკი ფრონტზე დაიჭრა

უკრაინის მიერ რუსული არმიის სამეთაურო პუნქტზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკი დაიჭრა. ინფორმაციას ტელეგრამ არხი ,,Spy Dossier” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კვირას 30.06.2024 დაახლოებით 05:00 საათზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს რუსული ჯარების ჯგუფის „დნეპრის“ სამეთაურო პუნქტზე, რომელიც მდებარეობს სოფელ გენიჩესკის გარეუბანში. დარტყმა განხორციელდა ორი HIMARS MLRS რაკეტით კასეტური ქობინით. დარტყმის შედეგად 5 რუსი ჯარისკაცი დაიუღუპა, 12-მა კი სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობა მიიღო. წყაროს ცნობით, თავდასხმის დროს დაიჭრა ,,დნეპრის” ჯარების ჯგუფის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკი.

მეტი...

თურქეთში ტურისტული ავტობუსი ავარიაში მოხვდა

თურქეთში, ქალაქ ანტალიაში, ტურისტული ავტობუსი ავარიაში მოხვდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტობუსის ადგილობრივი მძღოლი დაიღუპა და 20 ტურისტი დაშავდა. მათგან 16 რუსეთის მოქალაქეა, 4 კი ბელარუსის. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ტურისტები, ავტობუსით, სასტუმროდან აეროპორტისკენ მიემართებოდნენ. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მეტი...

„ფეხბურთიდან წასვლას არ ვაპირებ“ – გურამ კაშია

როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნმა, გურამ კაშიამ განაცხადა, ის ფეხბურთიდან წასვლას არ აპირებს. ფეხბურთელი ქართველ ქომაგებს თანადგომისთვის მადლობას უხდის. ,,ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომელმაც ასეთი სიყვარული, სიამოვნება გვაჩუქა – მთელი ცხოვრება გვემახსოვრება ფეხბურთელებს. მიხარია, რომ საქართველოს ასეთი პატრიოტი ხალხი ჰყავს, ასე უყვართ თავიანთი ქვეყანა, როგორც ჩვენ, ფეხბურთელებს. მგონია, რომ თითოეულმა ადამიანმა თავისი წვლილი ჩადო ამ წარმატებაში და ვფიქრობ, ეს არის ყელა ქართველის წარმატება. მართლა ისე ვგრძნობთ ფეხბურთელები თავს, რომ თითქოს ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დავბრუნდით. ხალხს იმედი დაუბრუნდა და იმედია, რომ ეს ყველაფერი დასაწყისი იქნება. ნამდვილად არ მივდივარ,…

მეტი...

რუსების მიერ, დნიპროს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა – ქალაქში ხვალ გლოვის დღეა

რუსების მიერ, დნიპროს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაიღუპა 4 და დაშავდა 34 მშვიდობიანი მოქალაქე. დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ცნობით, დაშავებულებიდან ორი მძიმე მდგომარეობაშია. ხვალ, 4 ივლისს, ქალაქში გლოვის დღე გამოცხადდა. რუსეთის არმიამ დნიპროს რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით დღეს დილით შეუტია.

მეტი...

რა ეწერა წერილში, რომელიც ვილი სანიოლმა გურამ კაშიას მატჩის 65-ე წუთზე გაუგზავნა

რა ეწერა ვილი სანიოლის წერილში, რომელიც საქართველო-ესპანეთის თამაშის დროს გუნდის კაპიტანს გურამ კაშიას გიორგი წიტაიშვილმა გადასცა? კითხვა გადაცემა “შუადღის” ჟურნალისტმა კაშიას დაუსვა. ,,არ ვიცი, ვერ წავიკითხე. მე ხომ ვერ ვკითხულობ”, – უპასუხა გურამ კაშიამ ჟურნალისტს. შემდეგ კი აღიარა, რომ წერილი ტექნიკურ გადაადგილებას ეხებოდა. ჟურნალისტის კითხვაზე, დაეხმარა თუ არა რჩევა გუნდს, კაშია პასუხობს, რომ ვერა, რადგან ესპანეთთან მატჩი 4-1 დასრულდა. ცნობისთვის, ერთ-ერთ ინტერვიუში, გურამ კაშიამ განაცხადა, რომ დისლექსია აქვს: “დისლექსია თუ გაგიგიათ? კითხვის პრობლემა ვისაც აქვს, აი, მე ვარ დისლექტიკი. მთელი ბავშვობა ჩემი თავი შტერი, გაუნათლებელი მეგონა. ყველა მასწავლებელი მაგას მეუბნებოდა.…

მეტი...

,,საერთაშორისო ინსტიტუტებში დიდი პოლიტიკური კრიზისია შექმნილი” – ირაკლი ქადაგიშვილი

,,გაურკვეველი ფორმულირება შემოიტანეს „თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველო და აფხაზეთი და ოსეთი“. საერთოდ სად არიან დაკარგულები და რა უნდათ”, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას. „ჩაწერეს ის, რომ რუსეთს აქვს მცდელობები ეს კონფლიქტი მშვიდობიანად მოაგვაროს. საერთაშორისო ინსტიტუტებში დიდი პოლიტიკური კრიზისია შექმნილი, როდესაც წუთიერ, წამიერ პოლიტიკურ ინტერესებს სწირავენ გრძელვადიან საერთაშორისო სამართლისა და გრძელვადიანი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ინტერესებს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა. „ქართულმა ოცნებამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „რეზოლუციას „ეუთოს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა ინიციატივით დაემატა ფორმულირება,…

მეტი...

ბაბაევისთვის აღკვეთის სახით, პროკურატურა 10 000 ლარიან გირაოს ითხოვს

გორის რაიონულ სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის და ბიზნესმენის, იოსებ ბაბაევის პროცესი იწყება. პროკურატურა, რომელიც მას იარაღის უკანონო ფლობას ედავება, ბაბაევისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიან გირაოს ითხოვს, დაცვის მხარე კი აღკვეთის გარეშე დატოვებას. საქმეს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, გოგა კუპრეიშვილი განიხილავს. ანტისაოკუპაციო ,,რესტო ბარის” დამფუძნებელს პროკურატურა ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინა. ბრალდებული ამტკიცებს, რომ მას იარაღი პოლიციამ ჩაუდო. გორის სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ ბაბაევის ჩხრეკა უკანონოდ ცნო, თუმცა, სააპელაციომ ეს საქმე სამოქალაქო აქტივისტის წინააღმდეგ შემოატრიალა და გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ აქტივისტის მანქანის ჩხრეკა კანონიერად ცნო.

მეტი...

პუტინი ყაზახეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს დილით ყაზახეთში ჩავიდა, სადაც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება 3-4 ივლისს გაიმართება. სხდომაში მონაწილეობას იღებს ჩინეთის პრეზიდენტიც. სამიტის მონაწილეები გეგმავენ ხელი მოაწერონ 24 ერთობლივ დოკუმენტს და მიიღონ საბოლოო დეკლარაცია. რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, პუტინი შეხვდა მონღოლეთის პრეზიდენტს და მოლაპარაკებებზე ერთ-ერთ საკითხად დააყენა ენერგეტიკის სექტორში გაფართოებული თანამშრომლობის განხილვა. პუტინი ასევე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, რომელთანაც ასევე განიხილა ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საკითხი. პუტინის პრესმდივანმა, პესკოვმა თქვა, რომ თურქ კოლეგასთან მოლაპარაკებებზე საუბრი თემა იქნება სირიასა და უკრაინაში არსებული ვითარებაც. მან…

მეტი...

ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე 2 ადამიანი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირს ბრალდება წარუდგინა. ,,ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ე.წ. ქოლ-ცენტრი ჩამოაყალიბეს, რომლის ფუნქციონირებისთვის ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა შექმნეს. ბრალდებულები გამოგონილი სახელებით უკავშირდებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, უქმნიდნენ მათ სანდო საინვესტიციო კომპანიის შთაბეჭდილებას და მოგების მიღების მიზნით, ფულადი თანხების ინვესტირებას სთავაზობდნენ, რასაც შემდგომ თაღლითურად ეუფლებოდნენ. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები ავსტრალიის მოქალაქის კუთვნილ 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხას თაღლითურად…

მეტი...

,,ქოცრეჟიმი მასამართლებს იმისთვის, რომ სადამსჯელო რაზმმა გამიტაცა და ჩამიტარა ეგზეკუცია” – ქაცარავა

დავით ქაცარავა დაკითხვაზე სასამართლოშია დაბარებული. ჯერჯერობით, უცნობია რა დარღვევას ედავებიან სამართალდამცავები. ,,გუშინ მომივიდა შეტყობინება სასამართლოდან : 5 ივლისს ქოცრეჟიმი მასამართლებს იმისთვის, რომ 14 მაისს სადამსჯელო რაზმმა გამიტაცა და ჩამიტარა ეგზეკუცია. ალბათ, მოიყვანენ პოლიციელებს და ტრადიციულად ათქმევინებენ, რომ სამხრე კამერები გათიშული იყო და აი ზუსტად მაგ დროს დედის რძე ვაგინე მათ. რაც გამიკეთეს ამ ჯალათებმა, კი იყვნენ ამისთვის საგინებლები, მაგრამ მართლა არ მიგინებია. არც შარდი შემისხამს მათთვის(საბურთალოს გამგეობის თანამშრომელმა სცადა ამ ჭორის გავრცელება. მოკლედ, 5 ივლისს შაპიტოს მორიგი სხდომა გაიმართება. ფოტოს კი შეხსენებისთვის ვამატებ, თუ რისთვის უნდა გამასამართლონ ამ რუსის მონებმა.…

მეტი...

,,საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამაღელვებლად ქომაგობდნენ ჩვენი სომეხი ძმები, რაც ძალიან გვახარებს, ვაფასებთ ამ მხარდაჭერას” – ილია დარჩიაშვილი

,,საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამაღელვებლად ქომაგობდნენ ჩვენი სომეხი ძმები, რაც ძალიან გვახარებს, ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან ერთად გამართული ბრიფინგისას განაცხადა. მისი თქმით, იმედოვნებს, რომ საქართველო და სომხეთი შეძლებენ, ფეხბურთში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს წარმატებით უმასპინძლონ. „დიდი პატივია, ჩემს ძვირფას კოლეგას და მეგობარს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლო. თქვენი ვიზიტი დაემთხვა საქართველოსთვის ძალიან საამაყო დღეებს, ჩვენმა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგებს მიაღწია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამაღელვებლად ქომაგობდნენ ჩვენი სომეხი ძმები, რაც ძალიან გვახარებს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს…

მეტი...

ვიზიტორებისთვის დაწესებული შეზღუდვები გელათში – მამა კირიონის განმარტება

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ვიზიტორებისთვის დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, პირველი კომენტარი გაკეთდა. ტაძრის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მამა კირიონმა ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა. მამა კირიონის თქმით, მიმდინარეობს დროებით გადახურვის სამუშაოები. მისივე ინფორმაციით, გერმანული კომპანიის მიერ სპეციალურად შეიქმნა მასალები და სამუშაოებსაც გერმანელი სპეციალისტი განახორციელებენ, რომლებიც ტაძარში უახლოეს დღეებში ჩამოვლენ. გადახურვის პარალელურად, დაიწყება შიდა სამუშაოები. უცხოელები და ქართველი სპეციალისტები მოზაიკის და მხატვრობის მომდევნო სარეაბილიტაციო ეტაპს დაიწყებენ. მამაომ ასევე ისაუბრა, ტაძარში ვიზიტორებისთვის დაწესებულ შეზღუდვაზე. მისი განმარტებით, შეზღუდვა უსაფრთხოების გამო დაწესდა, რომ მძიმე ტექნიკა უსაფრთხოდ გადაადგილდეს. გელათის სამონასტრო კომპლექსი 15 აგვისტომდე…

მეტი...

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალთას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ,,ზურაბ ლობჟანიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ლობჟანიძის გატაცების შესახებ ინფორმაცია…

მეტი...

,,მინისტრის მოადგილემ გვითხრა, ვინ დაგპატიჟა, მოხვედი საცხოვრებლად მანდო” – ბათუმში ხანძრის შედეგად დაზარალებული

ბათუმში ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებლები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. ადგილზე 28 ივნისს ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგადაც 10 სახლი დაიწვა, ასევე დაზიანდა ეზოში მდგომი მანქანები. 4 ოჯახი კრიტიკულ მდგომარეობაშია და დროებით სხვა საცხოვრებელში გაყვანას ითხოვს. მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლება არ ინტერესდება თუ სად და როგორ უნდა იცხოვრონ მრავალშვილიანმა ოჯახებმა და ხანდაზმულებმა. მათი თქმით, ადგილზე მხოლოდ ერთხელ მივიდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ედუარდ ნაკაშიძე, რომელიც დაპირებით და ერთჯერადი დაფინანსებით შეთავაზებით შემოიფარგლა. დაზარალებულები ამბობენ, რომ დაფინანსება საყოფაცხოვრებო ტექნიკის ხელახლა შესაძენადაც არ ეყოფათ, ადგილიდან კი ხანძრის შედეგად დაგროვებული ნაგავი და დამწვარი მასალებიც კი არ გაიტანეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ უახლოეს დღეებში მათი…

მეტი...