ისრაელის ჩრდილოეთში, სავაჭრო ცენტრში, დანით შეიარაღებულმა პირმა ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა. ერთ-ერთი მათგანი, მოგვიანებით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს და წერს, რომ თავდამსხმელი სამართალდამცველმა მოკლეს. პოლიცია ინციდენტს ტერორისტულ აქტად განიხილავს.