რუსეთის სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობის შეჩერების შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღეს. გარად ამისა, ის წყვეტს ორგანიზაციის ბიუჯეტში შენატანის გადახდას.
რუსეთის პარლამენტის ორივე პალატა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას ადანაშაულებს „მიკერძოებულ დისკრიმინაციულ მიდგომებში, ორმაგ სტრანდარტებში, ტოტალურ რუსოფობიაში.
აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთის დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, სულ მცირე, ორ სესიაში მონაწილეობაზე უარი თქვა – ერევანში 2023 წლის შემოდგომის სესიაში და ვენაში 2024 წლის ზამთრის სესიაში. ვიზების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო რუსეთის ფელეგაცია არ იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთსა და კანადაში 2022 და 2023 წლებში ჩატარებულ სხდომებზე.