„მას წარმატებული დღე არ უნდა ჰქონდეს”- რას წერს ნაჩო ფერნანდესი მამარდაშვილზე

საქართველო-ესპანეთის მატჩამდე ორი დღე რჩება. გუნდები აქტიურად ემზადებიან დაპირისპირებისთვის. შეხვედრამდე ესპანეთის ნაკრების მცველმა, ნაჩო ფერნანდესმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. მისი თქმით, მამარდაშვილი დამაჯერებლად გამოიყურება, თუმცა ის გულშემატკივრებს აიმედებს, რომ ქართველ მეკარეს ბევრ გოლს გაუტანს. ,,გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგაში დამაჯერებლად გამოიყურება და ევროპის ჩემპიონატიც საკმაოდ კარგი აქვს. ის ჩვენი მეტოქე გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა ნუ ინერვიულებთ, რადგან, ვეცდებით, რომ მის კარში ბევრი ბურთი გავიტანოთ, მას წარმატებული დღე არ უნდა ჰქონდეს” – თქვა ესპანეთის ნაკრების მცველმა, ნაჩო ფერნანდესმა ესპანეთთან დაპირისპირებაზე ისაუბრა გიორგი მამარდაშვილმაც. „ესპანეთი ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ ჩვენ მებრძოლი…

მეტი...

36 ქვეყანა საქართველოს ხელისუფლებას “გამჭვირვალობის კანონის” გაუქმებისკენ მოუწოდებს

ჟენევაში ლიეტუვის მუდმივი მისია და კიდევ 35 სახელმწიფო საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. სახელმწიფოები “ქართულ ოცნებას „უცხოური გავლენის  გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებენ. ხელმომწერი სახელმწიფოები ბოლოდროინდელ პროცესებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ. “ჩვენ გამოვხატავთ შეშფოთებას, რომელიც უმაღლესმა კომისარმა თავის გამოსვლაში გამოთქვა – ე.წ. გამჭვირვალობის კანონი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას საფრთხეს უქმნის. კანონი შეიქმნა იმისთვის, რომ მედია მაუწყებლების, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობაზე საზიანო გავლენა ჰქონდეს. ეს მათი გაჩუმებისკენაა მიმართული. კანონი ქართველი ხალხის დიდი ნაწილის შეშფოთების უგულებელყოფით მიიღეს და მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობისა, მათ შორის, ვენეციის კომისიის დეტალური…

მეტი...

„მარტო ვილის არ გაუკეთებია, ეს გააკეთეს ბიჭებმა“- გიორგი ქოჩორაშვილის მამა

„ვილი სანიოლმა რაც გააკეთა ვართ იქ, მაგრამ მარტო ვილის არ გაუკეთებია, ეს გააკეთეს ბიჭებმა. როგორც ვილიმ გააკეთა ბიჭების საქმე, ისე ბიჭებმა გააკეთეს ვილის საქმე“- ამბობს გიორგი ქოჩორაშვილის მამა, როინ ქოჩორაშვილი. მისი თქმით, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზუსტად ის ბიჭები შეკრიბა, ვინც წარმატება მოგვიტანა. “ჩვენ ქართველებმა ვიცით განსხვავებული სიყვარული. ან ადამიანი მაგრად გვიყვარს და მერე შეიძლება მაგრად დავამარცხოთ ძირს, ან მაგრად დავამარცხოთ და მერე ავიყვანოთ. მოდი სტაბილურები ვიყოთ ყველაფერში რა. სტაბილურობა მოგვცემს წარმატებას. ვილიმ ჯერ კიდევ ბევრი საქმე გააკეთოს. ამისთვის მადლიერები ვართ ჩვენ, რომ შეკრიბა ზუსტად ის ბიჭები იმ ჩამონათვალით, ვინც ეს…

მეტი...

სომხეთი და აზერბაიჯანი აშშ-ში დაგეგმილ ნატო-ს შეხვედრაზე მიიწვიეს

სომხეთი და აზერბაიჯანი აშშ-ში დაგეგმილ ნატო-ს შეხვედრაზე მიიწვიეს. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამ ღონისძიებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა პარტნიორი ქვეყნისთვის ატარებს. „ველოდებით, რომ შეხვედრაში ორივე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას“ – განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ. ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ  ღონისძიებაში ნატო-ს 30 პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა, უზრუნველყოს აშშ-ში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. „იმედი მაქვს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები რაც შეიძლება მალე იპოვიან შეხვედრის შესაძლებლობას. ეს თუ ვაშინგტონში მოხდება,…

მეტი...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთის სოფელ ნაცხავატევში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

„ესპანეთი ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ ჩვენ მებრძოლი სულის მატარებელი ხალხი ვართ“- მამარდაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან შეხვედრისთვის ემზადება. როგორც ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამბობს, მოწინააღმდეგე ერთ-ერთი ფავორიტი გუნდია, თუმცა საქართველოს ნაკრები გამარჯვებისთვს ყველაფერს გააკეთებს. „ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ სასწაული მოვახდინოთ.  ბევრჯერ მოგვიწია ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაში, ბევრი რთული თამაში იყო. რა თაქმა უნდა გვინდა რევანშის აღება, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დაწყანარებულად და დამშვიდებულად. ესპანეთი ერთ-ერთი ფავორიტია ამ ტურნირის. ჩვენ მებრძოლი სულის მატარებელი ხალხი ვართ და ვიბრძოლებთ მანამ სანამ 1% მაინც იქნება დარჩენილი იმისი, რომ გავიდეთ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს“- ამბობს მამარდაშვილი საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და ესპანეთთან შეხვედრისთვის ემზადება.

მეტი...

„აშშ-ის ქმედებების გამო რუსეთმა უნდა დაიწყოს ბირთვული შესაძლებლობების მქონე რაკეტების წარმოება“ – პუტინი

მოსკოვმა შესაძლოა დაიწყოს ბირთვული რაკეტების წარმოება და შემდგომში, მათი განლაგება. ამის შესახებ, უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა,  ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. როგორც პუტინი ამბობს, აშშ-ის მხრიდან საშუალო და მცირე რადიუსზე მოქმედი რაკეტების განლაგება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში რუსეთში შეშფოთებას იწვევს და მოითხოვს რეაგირებას. „დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ არამარტო აწარმოებს სარაკეტო სისტემებს, არამედ უკვე განალაგა ევროპაში წვრთნებისთვის დანიაში და ახლა უკვე ფილიპინებშიც. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეაგირება და მივიღოთ გადაწყვეტილებები თუ რა უნდა გავაკეთოთ. როგორც ჩანს, ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ სარაკეტო სისტემების წარმოება და რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღოთ გადაწყვეტილებები…

მეტი...

„ეს თავდაჯერება და ეს მუხტი, ემოციური ფონი თან უნდა წავიღოთ ესპანეთთან თამაშის წინ“- კიტეიშვილი

„რა თქმა უნდა, პორტუგალიის ნაკრები არის ერთ-ერთი ფავორიტი და უმაღლესი დონის ნაკრები და წარმოუდგენლად შეიძლება ჩათვლილიყო თამაშის წინ, რომ მათი დამარცხება იყო ერთადერთი შანსი ჯგუფიდან გასვლის, მაგრამ ეს მოვახერხეთ და ალბათ, ეს თავდაჯერება და ეს მუხტი, ემოციური ფონი თან უნდა წავიღოთ ესპანეთთან თამაშის წინ“- ამბობს ოთარ კიტეიშვილი. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის თქმით, ესპანეთთან თამაშისთვის მაქსიმალურად უნდა მოემზადონ  და  შეასრულონ მწვრთნელის დავალებები. “ესპანეთის ნაკრები არის ყოველთვის გამორჩეული გუნდი თავისი გამოცდილებით, შეიძლება ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, რაც რამდენიმე წლის წინ იყო, მაგრამ ჰყავთ გამორჩეული ფეხბურთელები, განსხვავებული სტილი აქვთ თამაშის და მათთან…

მეტი...

რუსეთმა დნეპრში, საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში განახორციელა

“რუსეთმა დნეპრში, ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში მიიტანა, არიან დაშავებულები”, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავებულების ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, ცხრასართულიანი შენობის ოთხი სართული მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე მუშაობენ სახანძრო და სამაშველო ჯგუფები, ასევე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება.

მეტი...

“ღორის ხორცის შაურმა დაბინძურებული იყო”- ლაბორატორიული კვლევის შედეგები

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორების მიერ ქალაქ ქობულეთში, საშაურმეში ,,გივის შაურმა ნაკვერჩხალზე“ აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილია. სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიიდან მიღებული გამოცდის ოქმების თანახმად, საშაურმეში გამოყენებული ნედლეული არ შეესაბამება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანების „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები  პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.3.2.00 -00“ მოთხოვნებს. კერძოდ: ღორის ხორცის შაურმა და მისი ინგრედიენტები  დაბინძურებულია იყო  აერობული მიკროორგანიზმებით; აღმოჩნდა ასევე კოაგულაზა დადებითი სტაფილოკოკი, ხოლო სალათის ფოთოლში გამოვლინდა ობისა და საფუარის სოკოები. აღნიშნულიდან…

მეტი...

უკრაინელებმა რუსული „სუ-25“ მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს

„დონეცკის ოლქში უკრაინის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა რუსების „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურეს, რომელიც საბრძოლო დავალებას ასრულებდა“ – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის ეროვნულ გვარდიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ეროვნულ გვარდიაში აცხადებენ, რომ მტრის საჰაერო თავდასხმის საშუალების წინააღმდეგ ზუსტი გასროლა განახორციელდა გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს “იგლას” საშუალებით. „აღმოვაჩინეთ მტრის „სუ-25“, რომელიც საბრძოლო დავალებას ასრულებდა. მოიერიშე თვითმფრინავი კარგად გამიზნული გასროლით ჩამოვაგდეთ“ – აცხადებენ უკრაინის ეროვნულ გვარდიაში.

მეტი...

“ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ აჩვენა რამხელა ღირსებით და ბრძოლის ჟინით შეუძლია ქართველებს ბრძოლა”- მდინარაძე

„ეროვნულმა ნაკრებმა ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს კიდევ სხვა თვალით გააცნო. მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს რამხელა ღირსებით და ბრძოლის ჟინით შეუძლიათ ქართველებს ბრძოლა. მათ ახალი  ისტორია დაწერეს“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოხსენებით გამოვიდა. მდინარაძის განმარტებით, უპრეცედენტო ისტორია დაიწერა წყალბურთში, ხელბურთში, რაგბიში, კალათბურთში და ფეხბურთში და ეს ყველაფერი ქვეყნის განვითარებისა და პროგრესის კვალდაკვალ ხდება. „ამის ფონზე, განსაკუთრებით საამაყო და გასაკვირია ის, რომ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ამ ზრდის ტემპით ევროპაში ვართ პირველები, არათუ ვუსწრებთ მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, არამედ, ევროპაში პირველები ვართ, მით უფრო…

მეტი...

„როდესაც საქართველო  ნაკრების წარმატებას ზეიმობდა, ენმ აინიცირებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ამორიცხვის საკითხს“- მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით,  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ყველაფერს ცდილობენ, რომ საქართველოს საერთაშორისო საზოგადოებიდან იზოლაცია მოხდეს. „მაშინ როდესაც მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების უპრეცედენტო წარმატებას ზეიმობდა „ნაცმოძრაობა“ აინიცირებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ამორიცხვის საკითხს, უბრალოდ, ეს ვერ მოხვდა შესაბამის პროექტში და ამ უპრეცედენტო ღალატზე ოპოზიციურ მედიასაშუალებებს ერთი სიტყვაც არ დასცდენიათ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციირებით და მხარდაჭერით დგებოდა საკითხი, რომ საქართველო ამორიცხულიყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან. ისინი ყველაფერს ცდილობენ, რომ მოხდეს საქართველოს იზოლაცია საერთაშორისო საზოგადოებიდან. შენ გაბრალებენ და თვითონ იღვწიან იმისთვის, რომ ეს გააკეთონ“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მეტი...

ჯო ბაიდენი არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურას არ მოხსნის

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლების განცხადებით, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნას. „ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. არაფერი არ მიანიშნებს იმაზე, რომ ამომრჩევლები ამას ეთანხმებიან “, – განაცხადა ბაიდენის ერთ-ერთმა მრჩეველმა „სიენენთან“ საუბრისას. როგორც „სიენენი“ წერს, „აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის დებატების შემდეგ, დემოკრატების პანიკის მიუხედავად, პრეზიდენტის მრჩევლები კატეგორიულად არ ეთანხმებიან ზოგიერთი მათგანის მოწოდებას ბაიდენის მხრიდან კანდიდატურის მოხსნის თაობაზე“. ამასთან, ბაიდენის საარჩევნო კამპანიის სპიკერის, სეთ შუსტერის განცხადებით, ჯო ბაიდენი არ დატოვებს რბოლას. ცნობისთვის, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ…

მეტი...

“ოპოზიციის რეიტინგი არის ისტორიულ მინიმუმზე”- პრემიერი

„საზოგადოება უკვე კარგად არჩევს შავს და თეთრს, ვინ ემსახურება საკუთარ ქვეყანას, ვინ ემსახურება სხვა ინტერესებს, ვინ მტრობს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ისიც, რომ ოპოზიციის რეიტინგი არის ისტორიულ მინიმუმზე“  -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, თუ წინა არჩევნებზე მხოლოდ პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო ხმების 30%, ამ შემთხვევაში მთელი კოლექტიური ნაცმოძრაობის შედეგი არის 30%-ზე ნაკლები. „აქ საუბარი იყო ჩვენს პოლიტიკურ რეიტინგებზე, მმართველი გუნდის პოლიტიკურ, პარტიულ რეიტინგზე, რომელიც არის ისტორიულ მაქსიმუმზე და რომელიც სტაბილურად უტოლდება დაახლოებით 60%-ს. ეს არის ისტორიული მაქსიმუმი…

მეტი...

“უკრაინა მალე ომის დამთავრების ყოვლისმომცველ გეგმას წარადგენს”-ზელენსკი

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, წარმოვადგინოთ ომის დასრულების გეგმა, რომელსაც მხარს დაუჭერს მსოფლიოს უმრავლესობა“ – განაცხადა  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. განცხადება მან სლოვენიის პრეზიდენტ ნატაშა პირც მუსართან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. “უკრაინის მიერ არჩეული დიპლომატიური გზა ჩვენი ინიციატივაა, რადგან ჩვენ ამ ომის მსხვერპლი ვართ. სამშვიდობო სამიტი გაიმართა და ახლა დეტალურად სამ მიმართულებაზე ვმუშაობთ: ენერგეტიკა, სასურსათო უსაფრთხოება და ტყვეთა გაცვლა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხებს მოვაგვარებთ. სულ მცირე, დეტალურ გეგმას მოვამზადებთ. ეს მალე მოხდება. ჩვენ ასევე განვავითარებთ მშვიდობის ფორმულის ყველა სხვა პუნქტს და ყოვლისმომცველ გეგმას მოვამზადებთ. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, წარმოვადგინოთ ომის დასრულების გეგმა, რომელსაც მხარს…

მეტი...

„ღმერთმა დაიცვას მშვიდობა, ვისიამოვნოთ მშვიდობით“ – პრეზიდენტი სი ძინპინი (video)

ჩინეთმა დღეს მსოფლიო მნიშვნელობის ფორუმს უმასპინძლა. 28 ივნისს მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთი პრინციპის გამოქვეყნებიდან 70 წელი გავიდა რაც პეკინში საზეიმოდ აღნიშნეს. ·        სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა; ·        არა ორმხრივ აგრესიას; ·        ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობა; ·        თანასწორობა და ორმხრივი სარგებლობა; ·        და მშვიდობიანი თანაცხოვრება. სწორედ ეს არის მთავარი 5 პრიციპი, რომელზეც პრეზიდენტმა ფორუმზე ისაუბრა და მსოფლიოს მიმართა. პრეზიდენტის თქმით, ჩინეთის კარი ღიაა და ის არასოდეს დაიხურება.   ეკა გულუა, პეკინიდან 

მეტი...

მაშველებმა ავტოფარეხის სამშენებლო კონსტრუქციაში გაჭედილი კნუტი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის მაშველებმა ორთაჭალაში, მეფე სოლომონ II-ის ქუჩაზე , ავტოფარეხის სამშენებლო კონსტრუქციაში გაჭედილი კნუტი გადაარჩინეს. მაშველებმა 6-7 მეტრის სიღრმის მილიდან კნუტი უსაფრთხოდ ამოიყვანეს და მასზე მზრუნველ ადამიანთან დააბრუნეს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.

მეტი...

ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანების პროცესს აჩერებს – გერმანული მედია

გერმანული მედიის ცნობით, ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანების პროცესს აჩერებს. ამის მიზეზი კი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური კურსია. როგორც გამოცემა Sueddeutsche წერს, ევროსაბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. ,,იქაურ ხელისუფლებას არსებული კურსის შეცვლა მოუწევს, რადგან ეს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ საფრთხეს უქმნის და გაწევრიანების პროცესის შეჩერებას იწვევს”, – წერია სტატიაში. ,,მმართველი პარტია ,,ქართული ოცნება”, რომელიც პარლამენტში უმრავლესობას ფლობს, იყენებს კანონს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გასამკაცრებლად, რომლებიც შემოსავლების 20 პროცენტზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ. ამას მეტი გამჭვირვალობით ამართლებენ. რუსეთში მსგავსი კანონი ამ უცხოეთის მხარდაჭერილ ორგანიზაციებს „უცხოურ აგენტებად“ უწოდებს. კანონის მამოძრავებელ ძალად პარტიის…

მეტი...

კვარიათში, ზღვაში დაკარგული ორი ადამიანიდან ერთ-ერთი გარდაცვლილი იპოვეს

კვარიათში, ზღვაში დაკარგული ორი ადამიანიდან ერთ-ერთი გარდაცვლილი იპოვეს. კვარიათის ზღვაში დაკარგული ორი ახალგაზრდას სამძებრო სამუშაოები გუშინ, 27 ივლისს დაიწყო. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ქალი და კაცი ზღვაში გუშინ შევიდნენ და გაუჩინარდნენ. მეორე დაკარგულის საძიებო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

მეტი...

ალიევმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეექვსე მოწვევის მილი მეჯლისის დაშლისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. პრეზიდენტის ბრძანებულებით, მეექვსე მოწვევის მილი მეჯლისს 2024 წლის 1 სექტემბერს დაითხოვენ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებენ.

მეტი...

გიორგი მიქაუტაძე კარიერას მონაკოში გააგრძელებს

გიორგი მიქაუტაძე კარიერას მონაკოში გააგრძელებს. Fabrizio Romano-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია, ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაოფიციალურდება.

მეტი...

ხანძარი ბათუმში – არიან დაშავებულები

ბათმში ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცეცხლის გაჩენის შედეგად დაიწვა 6 ხის ნაგებობა და 2 ავტომობილი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, ცეცხლი თავდაპირველად ერთ-ერთ ფიცრულში გაჩნდა, რასაც აფეთქება მოჰყვა.

მეტი...

ირანში საპრეზიდენტო არჩევნებია

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. პოსტზე ექვსი სახელმწიფო მოხელე იყო წარდგენილი, თუმცა ორმა კანდიდატურა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოხსნა. ირანში თეოკრატიული მმართველობის პირობებში პრეზიდენტი სახელმწიფო მმართველობის სისტემაში მეორე პირია, აიათოლა ჰომეინის რელიგიური ლიდერის შემდეგ. პრეზიდენტის მოვალეობაა კონსტიტუციური სამართლის უზრუნველყოფა და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელობა. ახალი პრეზიდენტი ასევე ქვეყნის საგარეო კურსს განსაზღვრავს . ირანში ვადამდელი არჩევნები პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში გარდაცვალების შემდეგ ტარდება.

მეტი...

ნახეთ, რა ეღირება საქართველო-ესპანეთის მატჩზე გასამგზავრებელი ჩარტერული რეისის ბილეთი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრები კვლავ შეძლებენ ავიაბილეთის სპეციალური, სუბსიდირებული ფასით შეძენას და საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური ჩარტერული რეისებით, 30 ივნისს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან მერვედფინალურ მატჩზე საგულშემატკივროდ გერმანიაში გამგზავრებას. ფრენები განხორციელდება თბილისი-კიოლნი-თბილისის მიმართულებით. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩარტერები შესრულდება 29 და 30 ივნისს, ხოლო 2 ივლისს ქართველი გულშემატკივრები შეძლებენ გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებას. სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება კვლავ 195 ევრო იქნება. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს 390 ევროს. სუბსიდირებული ავიაბილეთით სარგებლობას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ. ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პორტალზე TKT.GE.

მეტი...

,,ქართულმა საზოგადოებამ ერთი წამითაც არ უნდა იფიქროს, რომ აშშ-ი და ევროკავშირი მხარს უჭერენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ – პრემიერი

,,სინამდვილეში, განსაკუთრებით ამ 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ დაგვეცვა ამ ქვეყანაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეპუტაცია”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დეპუტატ თეონა აქუბარდიას კითხვის იმ ნაწილს, რომელიც ანტიდასავლურ დეზინფორმაციას ეხებოდა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ძალიან ხშირად, ამ წლების განმავლობაში ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების სახელით უსამართლო ნაბიჯები იდგმებოდა და კონკრეტული უსამართლო განცხადებები კეთდებოდა. „ამას აკეთებდნენ მაგალითად ევროპარლამენტარები, სენატორები, კონგრესმენები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან აგვერიდებინა დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციის დაზიანება ქართული საზოგადოების თვალში, ვსაუბრობდით გლობალურ ომის პარტიაზე, რაც სიმართლეც არის ყველაფერთან ერთად. ერთი, რომ ეს გვაძლევდა…

მეტი...

ფინეთი უკრაინას 159 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუგზავნის

ფინეთი უკრაინას 159 მილიონი ევროს (170 მილიონი დოლარის) ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუგზავნის. ეს დახმარების 24-ე პაკეტია. კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის (IfW Kiel) მიხედვით, რომელიც უკრაინის საერთაშორისო დახმარებას აკონტროლებს, ფინეთმა ასევე, 2024 წლის აპრილის ბოლოსთვის, 239 მილიონი ევროს (255 მილიონი აშშ დოლარი) ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება უზრუნველყო. ,,ფინეთი მზად არის მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმასთან ბრძოლაში. ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ, საბოლოო ჯამში, ყველა თავისუფალი ხალხის არსებობის უფლებას,” – თქვა თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა და აღნიშნა, რომ ფინელებმა საკუთარი ისტორიიდან ისწავლეს რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი. სამინისტროს ცნობით,…

მეტი...

ქობულეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთის სოფელ ნაცხავატევში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია ,,აჭარა თაიმსმა” გაავრცელა და დაწერა, რომ მანქანა ხევში გადავარდა. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

,,აპოლიტიკური უნდა იყოს სპორტი და ამაზე მაქსიმალურად ვიზრუნებთ” – კობახიძე

,,სასურველია, რომ ფეხბურთი იყოს დაცლილი პოლიტიკური კონტექსტისგან. ფეხბურთი არის ყველასი, თითოეული ფეხბურთელი არის ყველასი და ასე უნდა დარჩეს ეს სფერო”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. პრემიერის თქმით, სპორტი უნდა იყოს აპოლიტიკური. „ბევრი ინტერპრეტაცია მიეცა ჩვენს საფეხბურთო წარმატებას, მათ შორის, ოპოზიცია ცდილობდა, თავისებური ინტერპრეტაცია მიეცა საფეხბურთო წარმატებისთვის. ზოგადად, სასურველია, რომ ეს სფერო, ფეხბურთი იყოს დაცლილი პოლიტიკური კონტექსტისგან. ფეხბურთი არის ყველასი, თითოეული ფეხბურთელი არის ყველასი და ასე უნდა დარჩეს ეს სფერო. ვიღაცეები ცდილობენ, რომ სხვანაირად წარმართონ პროცესები, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავუფრთხილდეთ სპორტის აპოლიტიკურობას.…

მეტი...

,,ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება განათლება, ჯანდაცვა, შემოგთავაზებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს” – პრემიერი

,,ყველას გახსოვთ ქართველი ხალხის ბრძოლა 80-იანი წლების ბოლოდან 90-იანი წლების დასაწყისში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის და ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღესაც გრძელდება ბრძოლა იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული გზა. „დღესაც გრძელდება ბრძოლა იმისათვის, რომ ჩვენ ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული გზა და თქვენ იცით, რა არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანები. თუმცა, მანამდე მინდა ვისაუბრო ძირითად გამოწვევებზე, რომლებთანაც მოგვიწევს შეჭიდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში, პირველი, ეს არის დემოგრაფია. მიუხედავად ეკონომიკური ზრდისა, ჩვენ კვლავაც გვაქვს დასავლეთ ევროპულთან შედარებით დაბალი ეკონომიკური მაჩვენებელი, თუმცა…

მეტი...

,,კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ 10-მდე ქვეყანას” – პრემიერი

,,ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, გვინდა, რომ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ადგილი დავიკავოთ ევროპის მოწინავე ქვეყნებს შორის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კორუფციის სიმცირის კუთხით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 10-მდე ქვეყანას. „თებერვლის მოხსენების დროს, მე ვისაუბრე კორუფციაზე. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა ამ თვეების განმავლობაში, რომელიც უკვე დადებითად აისახა ამ კუთხით ქვეყნის მდგომარეობაზე. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რაზეც ვისაუბრე თებერვალში. ჩვენ გვინდა, რომ ადგილი დავიკავოთ ევროპის მოწინავე ქვეყნებს შორის. დღესაც ვუსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ასევე ვუსწრებთ ევროკავშირის…

მეტი...

,,ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” – 29 ივნისს, მარტვილის მერიასთან აქცია გაიმართება

მოძრაობა ,,ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” ხვალ, 29 ივნისს, 16:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასთან აქციას გამართავს. მოსახლეობა ითხოვს, ,,გაუქმდეს უკანონოდ, მოსახლეობისგან მალულად და შესაძლო კორუფციული სქემით გაცემული ბალდის კანიონის იჯარის ხელშეკრულება და სამშენებლო ნებართვა”, გათავისუფლდეს ინდიკო ბჟალავა, რომელიც მოძრაობის მხარდამჭერია. ,,თავიდან ჩვენი სოფლის, ბალდის გულის – ხელშეუხებელი კანიონის მალულად გაყიდვას ვეწინააღმდეგებოდით. დღეს გვიწევს ბრძოლა თანამებრძოლთა სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის. განვლილი გზა გრძელია: ჩვენ ჩამოგვართვეს უფლება, მონაწილეობა მიგვეღო ჩვენივე სოფლის ბედის გადაწყვეტაში. ბალდის კანიონის ჩვენგან მალულად, 40 წლით გასხვისების გამო სასამართლოს მივმართეთ. ერთი წლის განმავლობაში განხილვა არ ჩანიშნულა. თითქოს სასამართლო ჩვენთვის არც არსებობს. მოგვიწია,…

მეტი...

,,ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანაა, რომ თითოეული თანამემამულე საბოლოოდ დაუბრუნდეს საკუთარ სამშობლოს” – კობახიძე

,,დიასპორის საქართველოსთან, სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება, პროექტი ხორციელდება, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი დიასპორის კავშირი სამშობლოსთან. „გუშინ მონაწილეობა მივიღე ღონისძიებაში, რომელიც ამ თემას ეძღვნებოდა, მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება, პროექტი ხორციელდება, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი დიასპორის კავშირი სამშობლოსთან, საქართველოსთან. კიდევ უფრო მეტად იხვეწება არსებული მექანიზმები პროცესში გათვალისწინებულია სხვადასხვა მოწინავე ქვეყნის მაგალითი როგორიც არის ირლანდია, ისრაელი, იტალია. ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წარმატებულ პროგრამებსა და პროექტებს. დანერგილია საგრანტო მექანიზმების სისტემა…

მეტი...

,,2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მზად იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა” – პრემიერი

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ საანგარიშო პერიოდში საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, უმთავრეს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება ევროკავშირში ინტეგრაცია. „პირველი ოფიციალური ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში განვახორციელე სწორედ ბრიუსელში, სადაც დავესწარი ასოცირების საბჭოს სხდომას. რა თქმა უნდა, გაგრძელდება ასოცირების დღის წესრიგით და 9 პრიორიტეტით გათვალისწინებული პირობების შესრულება. 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მზად იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას…

მეტი...

,,არ არის გამორიცხული, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მთლიანი ტერიტორია იყოს გამოყენებული საავადმყოფოს გაფართოებისთვის, ან საუნივერსიტეტო სივრცის დამატებისთვის” – პრემიერი

,,სამომავლოდ არის დაგეგმილი მნიშნველოვანი რეფორმები. სისტემას ჰყავს ახალი მინისტრი, მადლობა მინდა მას გადავუხადო ენთუზიაზმით მუშაობისთვის და ჩვენ, რა თქმა უნდა, ოქტომბერში, წინასაარჩევნოდ წარვადგენთ ახალ 4-წლიან გეგმას, რომელიც მიზნად დაისახავს ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, რაც არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან და ასევე პაციენტებთან ინტენსიური კომუნიკაცია. „მადლობა კიდევ ერთხელ ჯანდაცვის მინისტრს იმისათვის, რომ მას აქვს ასეთი ძალიან აქტიური და ცოცხალი კომუნიკაცია, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთა, ასევე პაციენტებთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც უკავშირდება…

მეტი...

,,ყველას კარგად გახსოვთ, რა ვითარება იყო სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლამდე” – პრემიერი

,,ყველას კარგად გახსოვთ, რა ვითარება იყო სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლამდე. მითუმეტეს, ამ ფონზე და ამ ფონის მიღმაც, ჩვენ შეგვიძლია თავი მოვიწონოთ იმ მიღწევებით, რომელიც გვაქვს პენიტენციურ სფეროში”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. „მინდა, ჩამოვთვალო ბოლო დროის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებები: დაბა ლაითურში დასრულდა უმაღლესი ევროპული სტანდარტების, 700 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა; რუსთავში მიმდინარეობს მცირე ზომის, 150 მსჯავრდებულზე გათვლილი, პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა, სრულად განახლდა პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული მოედნები და ინფრასტრუქტურა, 2023 წლის ივნისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში…

მეტი...