უკრაინელებმა რუსული „სუ-25“ მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს

„დონეცკის ოლქში უკრაინის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა რუსების „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურეს, რომელიც საბრძოლო დავალებას ასრულებდა“ – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის ეროვნულ გვარდიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეროვნულ გვარდიაში აცხადებენ, რომ მტრის საჰაერო თავდასხმის საშუალების წინააღმდეგ ზუსტი გასროლა განახორციელდა გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს “იგლას” საშუალებით.

„აღმოვაჩინეთ მტრის „სუ-25“, რომელიც საბრძოლო დავალებას ასრულებდა. მოიერიშე თვითმფრინავი კარგად გამიზნული გასროლით ჩამოვაგდეთ“ – აცხადებენ უკრაინის ეროვნულ გვარდიაში.

მსგავსი თემები