„როდესაც საქართველო  ნაკრების წარმატებას ზეიმობდა, ენმ აინიცირებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ამორიცხვის საკითხს“- მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით,  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ყველაფერს ცდილობენ, რომ საქართველოს საერთაშორისო საზოგადოებიდან იზოლაცია მოხდეს.

„მაშინ როდესაც მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების უპრეცედენტო წარმატებას ზეიმობდა „ნაცმოძრაობა“ აინიცირებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ამორიცხვის საკითხს, უბრალოდ, ეს ვერ მოხვდა შესაბამის პროექტში და ამ უპრეცედენტო ღალატზე ოპოზიციურ მედიასაშუალებებს ერთი სიტყვაც არ დასცდენიათ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციირებით და მხარდაჭერით დგებოდა საკითხი, რომ საქართველო ამორიცხულიყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან. ისინი ყველაფერს ცდილობენ, რომ მოხდეს საქართველოს იზოლაცია საერთაშორისო საზოგადოებიდან. შენ გაბრალებენ და თვითონ იღვწიან იმისთვის, რომ ეს გააკეთონ“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები