პატიმრები, რომლებმაც რუსეთში მძევლები აიყვანეს, მოკლეს

პატიმრები, რომლებმაც მძევლები აიყვანეს დონის როსტოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში, მოკლეს. ინფორმაციას, მედია ფედერალურ სასჯელაღსრულების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, მძევლები თავისუფლები არიან. ერთ-ერთი მძევალი ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის როსტოვის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსი იყო, მეორე სამთავრობო მედია “რიას” მიხედვით, ზედამხედველი. რუსეთში პატიმრებმა მძევლები აიყვანეს

მეტი...

„დანიიდან F-16-ები უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩამოვა“- ზელენსკი

დანიიდან F-16-ები უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩამოვა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტის ფარგლებში, დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „შეხვედრის დროს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა F-16-ის თვითმფრინავების გადმოცემის მზადების მომდინარეობა განგვეხილა, რომლებიც უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩამოვა“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.    

მეტი...

„კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ“- ბორელი

საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ სხდომამდე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ევროპული მომავლის შესახებ კარგი საუბარი ჰქონდა. ბორელი ამბობს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველი ხალხის არჩევანს ევროკავშირის გზაზე. „კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ, საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ სხდომამდე. ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველი ხალხის არჩევანს ევროკავშირის გზაზე დემოკრატიული ქვეყნის შესახებ“ – წერს ბორელი X-ზე.    

მეტი...

თბილისში ქალს მატარებელი შეეჯახა, ის ადგლიზე გარდაიცვალა

თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე, მატარებელი ქვეითს შეეჯახა, რის შედეგად შუა ხნის ქალი ადგილზევე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ქალი ლიანდაგზე გადადიოდა. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

მეტი...

თბილისში კაცი დაჭრეს

თბილისში, ვაკეში კაცი დაჭრეს. მას, სავარაუდოდ,  ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებუილი. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სასაფლაოსთან მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მეტი...

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა დაფიქსირდა.  დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძრა ქალაქ ონთან – სოფელ ცხმორში მოხდა. ამავე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე პირველადი მონაცემებით, 4.4 მაგნიტუდას შეადგენდა. შეგახსენებთ, ქალაქ ონთან მიწისძვრა დღის პირველ ნახევარშიც დაფიქსირდა, მიწისძვრის სიმძლავრე 3.8 მაგნიტუდას შეადგენდა. საქართველოში მიწისძვრა იყო

მეტი...

“გუნდურობის პრინციპს არღვევს”- ფეხბურთის ფედერაციაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას ეხმაურებიან

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, დაჯილდოების შესახებ 13 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ პერიოდში მიუღებელია გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება. „გვსურს, გამოვეხმაუროთ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 13 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების შესახებ. პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ღირსების ორდენზე პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი თავდაპირველი სია, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბი, ადმინისტრაციული პერსონალი და ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტი იყო შეყვანილი, გაუგებარი მიზეზით, არასრული შემადგენლობით იყო გამოქვეყნებული. ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში…

მეტი...

უკრაინის მშვიდობის სამიტი დღეს დასრულდება

შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტი დღეს სრულდება. სამიტს 100 ქვეყნის დელეგაცია ესწრება, მათ შორის 57 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მთელი მსოფლიოდან. მისი მიზანი უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი სამშვიდობო პროცესის წამოწყება და შემდგომი ნაბიჯებისთვის ინიციატივების ჩამოყალიბებაა. განხილვის მთავარი თემები, უკრაინაში ბირთვულ საფრთხეები, საკვების უსაფრთხოება და ჰუმანიტარული საჭიროებებია. შვეიცარიაში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.  

მეტი...

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

“საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ „ტელეკომპანია  პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც ნათქვამი იყო რომ თითქოს ქართველი მესაზღვრეების მხრიდან უკრაინის მოქალაქის მიმართ განხორციელდა ძალადობა”- აცხადებენ შსს-ს  სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში. მათივე ცნობით, აღნიშნული მოქალაქე  მიმდინარე წლის 11 აპრილს გამოცხადდა დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე,   იქიდან გამომდინარე, რომ მან ვერ წარმოადგინა სამგზავრო  დოკუმენტი ვინაობის დადგენის მიზნით მოხდა აღნიშნული პიროვნების სპეციალურად გამოყოფილ ადგილას გადაყვანა. „ასევე, მოქალაქეობის დადგენის მიზნით უკრაინის საკონსულოში გაგზავნილი იქნა წერილი, საიდანაც საპასუხოდ გამოგზავნილი იქნა ნოტა რომლის მიხედვით დადასტურდა რ.ს. – ს უკრაინის მოქალაქეობა, რის შემდეგაც საგამონაკლისო წესით, მიმდინარე წლის 31 მაისს შემოშვებული…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა იყო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ონთან, სოფელი ირი იყო.  

მეტი...

„„ჰამასი“ მზად არის ყოვლისმომცველი შეთანხმებისთვის“- ისმაილ ჰანიე

„„ჰამასი“ მზად არის ყოვლისმომცველი შეთანხმებისთვის, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს“ – ამის შესახებ „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა, ისმაილ ჰანიემ განაცხადა. ისმაილ ჰანიემ აღნიშნა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე „ჰამასის“ პასუხი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ პრინციპებს შეესაბამება. „პალესტინური დაჯგუფებები და „ჰამასი“ მზად არიან ყოვლისმომცველი შეთანხმებისთვის, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას, ჯარების გაყვანას, რეკონსტრუქციასა და ყოვლისმომცველ გაცვლას ითვალისწინებს“ – განაცხადა ჰანიემ.  

მეტი...

ჰამბურგში ჩემპიონატის მატჩის დაწყებამდე პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა წერაქვით შეიარაღებულ მამაკაცს

ჰამბურგის ცენტრში ევროპის ჩემპიონატის მატჩის, პოლონეთი-ნიდერლანდების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე პოლიციელებმა ცეცხლი გაუხსნეს  წერაქვით შეიარაღებულ მამაკაცს, რომელიც სამართალდამცველებს ემუქრებოდა. პოლიციის ცნობით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას სამედიცინო დახმარება უტარდება. როგორც ცნობილია, თავდამსხმელი „მოლოტოვის კოქტეილისთვის“ ცეცხლის წაკიდებას ცდილობდა, რა დროსაც მას პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა. მედიის ცნობით, ინციდენტი ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრების მხარდამჭერთა ზონის მახლობლად მოხდა.

მეტი...

„ცდილობენ ფეხბურთელები უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ“- ადმინისტრაცია

„მავნებლური საქციელით ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ“- ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პრეზიდენტის პიროვნულ და ინსტიტუციური დისკრედიტაციას ცდილობენ. „სახეზეა საქართველოს პრეზიდენტის როგორც პიროვნული, ასევე ინსტიტუციური დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა. ეს არის მავნებლური საქციელი, რითაც ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ. ყველანაირი სპეკულაცია აქტებსა თუ განკარგულებებზე არის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა. სირცხვილია, როცა ეს ხდება ასეთი ისტორიული მატჩის წინ. ახლა ჩვენი ფეხბურთელების ირგვლივ უნდა სუფევდეს ხალხის ერთობა და საზეიმო განწყობა, მათ სჭირდებათ მთელი ქვეყნისგან,…

მეტი...

“როცა შვილების მშობლიური ენა ინგლისურია, თუმცა გინდა დაგიჯერონ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვი”- მაჭარაშვილი გვარამიაზე

“როცა შვილების მშობლიური ენა ქართულის ნაცვლად ინგლისურია, ოჯახში სალაპარაკო ენაც ქართულის ნაცვლად ინგლისურია, თუმცა გინდა დაგიჯერონ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვი”- წერს  “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი  სოციალურ ქსელში და ეხმიანება პარტია “ახალის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას. მაჭარაშვილის განცხადებით,  გვარამიასთვის დედა ენა ქართულის ნაცვლად ინგლისურია. “როცა შვილების მშობლიური ენა ქართულის ნაცვლად ინგლისურია, ოჯახში სალაპარაკო ენაც ქართულის ნაცვლად ინგლისურია, დედა ენა ქართული კი არა ინგლისურია, ანუ ქართული ძველია და ინგლისური ახალია, თუმცა გინდა დაგიჯერონ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვი!”- წერს მაჭარაშვილი.  

მეტი...

„ბატონი კალაძე და ივანიშვილი გამოუვალ მდგომარეობაში არიან“- მელია

„ბატონი კალაძე და ივანიშვილი გამოუვალ მდგომარეობაში არიან. ისინი ცდილობენ, დააკნინონ ნებისმიერი ჩვენი საუკეთესო საერთაშორისო პარტნიორის მიერ დაწესებული სანქცია“- ამბობს პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია. მელიას განცხადებით, „ქართული ოცნების” ლიდერები ხვდებიან, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო ქართული საზოგადოების ჩათვლით გადაიკიდეს, თუმცა მედიის თანდასწრებით ცდილობენ იხტიბარი არ გაიტეხონ. „წილი ნაყარია, ქართულმა ოცნებამ“ საგარეო პოლიტიკური კურსი აირჩია, ქართველმა ხალხმა საპირისპირო პოზიცია დააფიქსირა. ეს ყველაფერი სულ რაღაც 5 თვეში უნდა გადაწყდეს. ბატონი კალაძე და ივანიშვილი გამოუვალ მდგომარეობაში არიან. ისინი ცდილობენ, დააკნინონ ნებისმიერი ჩვენი საუკეთესო საერთაშორისო პარტნიორის მიერ დაწესებული სანქცია. კალაძე საუბრობს, პრობლემა არ არის,…

მეტი...

„სალომე ზურაბიშვილი გამოიყურებოდა, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის“- გვარამია

პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი შეაფასა, შვეიცარიაში გამართულ უკრაინის მშვიდობის სამიტზე. გვარამია ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოიყურებოდა, როგორც „თანასწორი თანასწორთა შორის“ „მე არ მახსენდება ბოლოს საქართველოს ხელისუფლება როდის გამოიყურებოდა ასე, როდის იდგა ცენტრში ფოტოს გადაღების დროს, როდის შეხვდა ამდენი უმნიშვნელოვანესი და უმაღლესი თანამდებობის პირი ევროკავშირის და არამხოლოდ, საქართველოს პრეზიდენტს და საერთოდ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს. არ მახსოვს არა, ასეთი რამ არ მომხდარა უკრაინის ომის შემდეგ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ხალხისგან განსხვავებით, სრულიად მკაფიო პოზიცია აქვს უკრაინასთან დაკავშირებით, იგი მხარს უჭერს რუსეთს. რა ინტერპრეტაციებითაც არ უნდა ვისაუბროთ, თუ…

მეტი...

საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ EURO 2024-ზე ქომაგების პირველი ნაკადი გაემგზავრა

16 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა, რომლითაც გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მოქალაქეთა ჯგუფი გაემგზავრა. ისინი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გერმანიაში სტადიონზე უგულშემატკივრებენ. თბილისსა და ქუთაისიდან ჩარტერული რეისები დორტმუნდის, ჰამბურგის, კიოლნისა და დიუსელდორფის მიმართულებით შესრულდება. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ევრო 2024-ზე სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებენ: Eurowings-ი, Wizz Air-ი, Hi Sky და Georgian Wings-ი. საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ჩარტერულ რეისებზე სუბსიდირებული ავიაბილეთების ყიდვა ფეხბურთის გულშემატკივრებს 2024 წლის 24 მაისიდან ონლაინ პორტალზე TKT.GE შეუძლიათ. გარდა ამისა, ბილეთს სუბსიდირებულ ფასად მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეიძენენ. გარდა ამისა, მგზავრი ვალდებულია, აეროპორტში რეგისტრაციისას ფეხბურთის მატჩზე დასასწრები…

მეტი...

“ომი უკრაინაში გამოწვევაა ვიდგეთ ერთად”- სალომე ზურაბიშვილი

“ომი უკრაინაში გამოწვევაა ვიდგეთ ერთად – ვიბრძოლოთ იმ მსოფლიოსთვის, სადაც მშვიდობა და სამართლიანობა სუფევს”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა,შვეიცარიაში, “ უკრაინის მშვიდობის სამიტზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქართველებისთვის უცნობი არ არის უკრაინელების ეს განსაცდელი და საქართველოც რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების მსხვერპლია. „800 დღეზე მეტია, რაც უკრაინელები წინ აღუდგნენ და მამაცურად იცავენ თავს რუსეთის ბრუტალური აგრესიისგან, რომელმაც წარმოუდგენელი ტანჯვა, ნგრევა და უდანაშაულო ადამიანების დაკარგვა გამოიწვია. 800 დღეზე მეტია, თითოეული ჩვენგანი შთაგონებულია უკრაინელების უშრეტი თავდადებითა და თავგანწირვით. ომი უკრაინაში თითოეული ჩვენგანისთვის ქმედებისკენ მოწოდება და გამოწვევაა, ვიდგეთ ერთად, სოლიდარობით დავიცვათ ის ღირებულებები,…

მეტი...

„დადგება მომენტი, როდესაც რუსეთთან საუბარი საჭირო იქნება“- დიმიტრო კულება

„ჩვენ გვესმის, რომ დადგება მომენტი, როდესაც რუსეთთან საუბარი საჭირო იქნება“- ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება შვეიცარიაში ჟურნალისტებთან. „ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ დადგება მომენტი, როდესაც რუსეთთან საუბარი საჭირო იქნება. მაგრამ ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა: ჩვენ რუსეთს ულტიმატუმების ენით საუბრის უფლებას არ მივცემთ, როგორც ახლა საუბრობს“- განაცხადა კულებამ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მშვიდობის სამიტზე ერთობლივ დეკლარაციაზე მუშაობა დასრულებულია, რომლის ტექსტი დაბალანსებულია და უკრაინისთვის პრინციპული პუნქტები გათვალისწინებულია.    

მეტი...

გმირთა მოედანზე მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, გმირთა მოედანზე, მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. გამომწვევი მიზეზები უცნობია. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

სეტყვა და ქარი შენარჩუნდება – ამინდის პროგნოზი

დღეს, დღის მეორე ნახევარში საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის თბილისში, ნარჩუნდება ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის გაძლიერების მაღალი ალბათობა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

მეტი...

„კაფეს ექნება იგივე სოციალური სტატუსი“- კალაძე კაფე „მზიურის“ გასხვისებაზე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ მდებარე კაფეს მომავალშიც იგივე სტატუსი ექნება, რაც აქამდე ჰქონდა. ამის შესახებ, მან კაფე „მზიურის“ გასხვისებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. კალაძის განმარტებით, ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და კაფე, კანონის შესაბამისად, აუქციონის წესით გასხვისდება. „ამოიწურა ხელშეკრულების ვადა. კაფეს გასხვისება მოხდება იგივე, სოციალური სტატუსით. რა თქმა უნდა, იგივე პროექტები განხორციელდება, რაც დღემდე ხორციელდებოდა. რამდენჯერმე მოხდა ამ კონკრეტული კაფეს ერთ ადამიანზე, პირდაპირი წესით გადაცემა, რაშიც მადანაშაულებდნენ. რა თქმა უნდა, არ მინდა ეს თემა გახდეს სალაპარაკო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კაფეს სტატუსი ექნება იგივე, შეუცვლელი. ალბათ არსებობენ ადამიანები,…

მეტი...

„არ არსებობს ამერიკული სანქციები, არსებობს ამერიკული მეგობრობა”-კალაძე

„არ არსებობს ამერიკული სანქციები. არსებობს ამერიკული მეგობრობა“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სანქციებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მერი ამბობს, რომ  აშშ-სთან მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება, ევროპისკენ სვლა კი გაგრძელდება. „არ არსებობს ამერიკული სანქციები. არსებობს ამერიკული მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, გადაიტვირთება და უფრო მეგობრული გახდება.  მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი გზა არის ევროპა, ევროპული მომავალი, ევროინტეგრაცია და ამ გზაზე „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია უდიდეს გამარჯვებას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად. რაც არ უნდა ზეწოლა და პრობლემების შექმნის მცდელობა იყოს, ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ, ღირსეულად ვივლით…

მეტი...

“უამრავი ადამიანია გამოტოვებული”-კალაძე ნაკრების დაჯილდოების შესახებ პრეზიდენტის განკარგულებაზე

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებას გამოეხმაურა. კალაძის განმარტებით, ფეხბურთელების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ორდენები მაშინ, როცა მათი კოლეგები ჯილდოს გარეშე რჩებიან. მერი ამბობს, რომ საპატიო ჯილდოზე წარდგენილი 53 ადამიანიდან, 19 სიის მიღმა დარჩა. “არ ვიცი რა უდგას ამას უკან. გაუგებარი იყო, რომ თქვეს განკარგულება გამოცემული გვქონდაო, ანუ ხალხისთვის არ უთქვამთ და დამალულად გამოსცეს, ასე გამოუვიდათ. რამდენი ხნის წინ პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ წარმატებული ფეხბურთელები წარადგინა ღირსების ორდენზე, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. მას შემდეგ, რაც აღვნიშნე, რომ სამწუხარო იყო, ამდენი ხანი რომ არ დააჯილდოვა პრეზიდენტმა ფეხბურთელები, შემდეგ…

მეტი...

„მოსახლეობამ უნდა გააკეთოს არჩევანი, კრიმინალებსა და ქვეყნის პატრიოტებს შორის“- თბილისის მერი

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მშვიდობის სამიტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. „ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს არჩევანი ქვეყნის მტრებს, რადიკალებს, კრიმინალებსა და ქვეყნის პატრიოტებს შორის, იმ ადამიანებს, ვისაც უნდა ქვეყანაში მშვიდობის დაცვა და შენარჩუნება, განვითარება და ეკონომიკური წინსვლა. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა აუცილებლად გააკეთებს სწორ არჩევანს, იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება“ – განაცხადა  კალაძემ.

მეტი...

“საქართველოს კურსი არის ევროპული მომავალი“- კალაძე

“საქართველოს კურსი არის ევროპული მომავალი. თუკი რაიმე წარმატებას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ ამ გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად”- ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძეუკრაინის მშვიდობის სამიტზე მსოფლიო ლიდერების განცხადებები. კალაძის განცხადებით, საქართველოს ევროპულ კურსთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები არის სპეკულაციები, სიცრუე და ბინძური კამპანიის ნაწილი. „სხვა გზა მე არ ვიცი, ერთადერთი გზა არის ევროპული მომავალი. ეს მიზანმიმართული სპეკულაციები და განცხადებები არის სიცრუე და იმ ბინძური კამპანიის ნაწილი, რომელიც „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით მთელი თვეების განმავლობაში იყო“- განაცხადა კალაძემ.  

მეტი...

„ზელენსკი დიდი გაყიდვების აგენტია, როდესაც ის ჩვენთან ჩამოდის, უკან 60 მილიარდი დოლარით ბრუნდება“- ტრამპი

„ვფიქრობ, ზელენსკი შესაძლოა ყველაზე დიდი გაყიდვების აგენტია იმ პოლიტიკოსთაგან, რომელთაც ოდესმე უარსებიათ, ყოველ ჯერზე როდესაც ის ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, უკან 60 მილიარდი დოლარით ბრუნდება,“– ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დეტროიტში ორგანიზებულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე განაცხადა. ტრამპი ამბობს, რომ მას ზელენსკი მოსწონს კიდეც, განსაკუთრებით იმის გამო, თუ როგორ გაუმკლავდა ზელენსკი ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პირველ მცდელობასთან დაკავშირებულ სკანდალს, როდესაც განაცხადა, რომ პრეზიდენტი მას არ დამუქრებია. „ოთხი დღის წინ, ის 60 მილიარდით დაბრუნდა სახლში და გამოაცხადა, რომ მას კიდევ 60 მილიარდი სჭირდება და ეს არასდროს სრულდება. მე მოვაგვარებ ამ საკითხს თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე, ჯერ კიდევ არჩეული…

მეტი...

დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები- სეტყვა იყო ცაგერში

ძლიერი  სეტყვა იყო ცაგერის მუნიციპალიტეტში. სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა. ადგილობრივების თქმით, ლასურიაში, ჩხუტელში, ლაჯანაში, დეხვირში ძლიერმა სეტყვამ მოსავალი გაანადგურა. დილით მოსულმა სტიქიამ ვენახების და სახნავ-სათესი ფართობების გარდა, სოფლების ნაწილში, ასევე, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.  

მეტი...

“ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას“- კაია კალასი

“ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მათ აშკარა სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი, მხარს უჭერს” – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი X-ზე წერს. უკრაინის მშვიდობის სამიტზე, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. „უკრაინის მშვიდობის სამიტზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ ვისაუბრე. ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მათ აშკარა სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი, მხარს უჭერს“ – წერს კაია კალასი.  

მეტი...

„დავაბრუნოთ რუსეთის მიერ გატაცებული უდანაშაულო ბავშვები საკუთარ სახლებში“- კამილა ჰარისი

“რუსული აგრესია არ არის თავდასხმა მხოლოდ უკრაინელ ხალხზე, არამედ გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებასა და ენერგომომარაგებაზე, საერთაშორისო წესებსა და ნორმებზე”- ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა შვეიცარიაში მიმდინარე მშვიდობის გლობალური სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჰარისი ამბობს, რომ მისი და  პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ერთ-ერთი განმსაზღვრელი მისიაა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნება. „პრეზიდენტო ზელენსკი, შეერთებული შტატები იზიარებს თქვენს ხედვას ამ ომისა და უკრაინელი ხალხის ტანჯვის დასრულების შესახებ. მოდით, ვიყოთ ვალდებულნი, დავაბრუნოთ რუსეთის მიერ გატაცებული უდანაშაულო ბავშვები საკუთარ სახლებში. მოდით, არაფერი არ გადაწყდეს ამ ომის დასრულებაზე უკრაინის გარეშე. ამის საპირისპიროდ, გუშინ პუტინმა წამოაყენა წინადადება, მაგრამ…

მეტი...

რუსეთში პატიმრებმა მძევლები აიყვანეს

რუსეთში, როსტოვის ოლქის წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრებმა ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „როსტოვის ოლქში, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის №1 წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფმა ბრალდებულებმა მთავარი სასჯელაღსრულების სისტემის ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს“, – ნათქვამია განცხადებაში. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, პატიმრები დანით იყვნენ შეიარაღებულები.

მეტი...

მექაში სიცხისგან ექვსი მომლოცველი დაიღუპა

მექაში სიცხისგან გარდაცვლილთაგან ყველა იორდანიის მოქალქეა. გავრცელებული ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 48 გრადუსს შეადგენდა. მუსლიმთა წმინდა ადგილას მომლოცველები ჰაჯის ყოველწლიურ პილიგრიმობას ესწრებოდნენ, სადაც მათ გარდა კიდევ 1.8 მილიონამდე ადამიანია ჩასული. იორდანიის ხელისუფლება საუდის არაბეთთან კონტაქტზეა და ექვსივე დაღუპულთა სამშობლოში გადასვენების საკითხზე მუშაობს.

მეტი...

აკვაპარკში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა – არიან მცირეწლოვნებიც

აშშ-ში, დეტროიტის აკვაპარკში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა. გავრცელებული ცნობით, მამაკაცმა პარკის ტერიტორიაზე 30-მდე გასროლა განახორციელა. დაჭრილთა შორის ორი მცირეწლოვანია. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა. მამაკაცი,რომელმაც სროლა განახორციელა, პოლიციამ  მოგვიანებით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. მან სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მეტი...

ღაზაში აფეთქებას რვა ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

რვა ისრაელელი სამხედრო დაიღუპა ღაზის სამხრეთში აფეთქების შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქდა ავტომობილი, რომელშიც ჯარისკაცები იმყოფებოდნენ. ისინი თალ ალ-სულთანის რაიონში ოპერაციიდან ბრუნდებოდნენ. ღაზის ჯანდაცვის უწყება 30 მშვიდობიანი პალესტინელი დაღუპვის შესახებ იუწყება.

მეტი...

„ხალხი აქ ყველა კონტინენტიდან იმყოფება უკრაინაში მშვიდობის მხარდასაჭერად“- მაკრონი

„ყველა ჩვენგანი მზად არის, ავაშენოთ მდგრადი მშვიდობა, ასეთი მშვიდობა კი არ შეიძლება იყოს უკრაინის კაპიტულაცია“– ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შვეიცარიაში, მშვიდობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მაკრონის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის ომი გლობალურია. „არის წინაპირობა, რომ დავეხმაროთ უკრაინას ასეთ ვითარებაში წინააღმდეგობის გაწევაში. არის მხოლოდ ერთი აგრესორი და მსხვერპლი; მეორე, მკაფიოდ უნდა ვახსენო კიდევ ერთხელ ის ფაქტი, რომ ამ ოთახში არავინ ომობს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყველას სურს მდგრადი მშვიდობა, რაც ნიშნავს მშვიდობას, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო წესებს და აღადგენს უკრაინას მისი სუვერენიტეტის ფარგლებში. ეს ომი გლობალური საკითხია. ვფიქრობ,…

მეტი...

„კუჭი გაეხვრიტათ”- ოპერაციის შემდეგ თურქეთში ქართველი ქალი გარდაიცვალა

თურქეთში, კუჭის ოპერაციის შემდეგ წარმოშობით ქუთაისელი ქალი გარდაიცვალა. როგორც სოციალურ ქსელში ახლობლები წერენ შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. „კუჭი გაეხვრიტათ. მერე ინფექციაც და ყველა უბედურება დაერთო. დაღუპეს ანგელოზი, სიცოცხლით სავსე ქალი“ – წერს გარდაცვლილის ახლობელი სოციალურ ქსელში. როგორც ირკვევა, მან ბარიატრიული ოპერაცია სამსუნში გაიკეთა. „ჩემო თამრო, თამრიკო, ყვავილები იტალიელებმა მოგართვეს. ყველგან სიყვარულს და სიკეთეს თესავდი, სადაც არ უნდა მისულიყავი. რატომ შემაყვარე ასე თავი და მალევე წახვედი, ვტირი, მაგრამ ვერ გშველი. როგორ მეპატიჟებოდი ქუთაისში, შენთან სახლში, ახლა მხოლოდ შენ საფლავზე მოვალ ყვავილებით“ – წერენ გარდაცვლილის მეგობრები.    

მეტი...