ნორიო-ლილოს დამაკავშირებელ ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდი ჩავარდა. შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა.
„ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდის დაზიანების გამო საავტომობილო გადაადგილება დროებით შეზღუდულია. საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება თბილისის შემოვლითი გზის მეშვეობით. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”- ნათქვამია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.