„კარლ ჰარცელისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია“ – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, უბრალოდ, ადამიანებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს.

კარლ ჰარცელის მისამართით ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ელჩს საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებში კარგი არაფერი გაუკეთებია, შეფასება ამერიკის ელჩმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ამგვარი განცხადებები შემაშფოთებელია.

კახა კალაძემ ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის ეს შეფასებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ არ იცის კელი დეგნანი კრიტიკულ განცხადებებში რას გულისხმობს.

„ვერ გეტყვით რას გულისხმობს კრიტიკაში. შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, მე როგორც ვიცი. ადამიანებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება. მთავარია, ეს ყველაფერი იყოს ზრდილობის ფარგლებში. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ადამიანზე აქვს თავისი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობა”, – განაცხადა  თბილისის მერმა.

 

მსგავსი თემები